ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 55

Page of edition: 55  Line of edition: 1    მოვდეს ლომი და ჴარი, და იხარებდეს ვეფხი თიკანთა თანა, და მგელი ცხუართა
Line of edition: 2    
თანა". განდიდნა სახელი თამარისი ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა. და ლაშქრობდა
Line of edition: 3    
დავით ბრძანებითა და გამორჩევითა თამარ სუე-ალექსანდრიანისათა და იმარჯუებდა
Line of edition: 4    
შეწევნითა ზეგარდამოთა.

Line of edition: 5    
და ამას შინა მიიცვალა გამრეკელი ამირსპასალარი, და თმოგჳსაგან კიდე არა
Line of edition: 6    
დააკლეს შვილთა მისთა. მაშინ უბოძეს ამირსპასალარობა ზაქარიას მჴარგრძელსა,
Line of edition: 7    ძესა სარგის ამირსპასალარისასა, მჯდომსა სომეხთა მეფისა ადგილსა, პატრონსა ლორისასა.

Line of edition: 8    მოუმატეს ქალაქიცა რუსთავი მოყმესა ღირსსა სპასპეტობისასა. და ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესსა
Line of edition: 9    
მოუმატეს და უბოძეს ჟინვანი ქალაქი და ციხე, მრავლითა მთიულეთითა.

Line of edition: 10    
და შეიწყალეს სარგის ვარამის ძე, დალოცეს და უბოძეს თმოგჳ, და ქუემოთ წირქუალელნი,
Line of edition: 11    
ზარტიბის ძენი, გრიგოლოს ძენი, ჭიაბერის ძენი და მახატლის ძენი, და
Line of edition: 12    
თავნი კახეთისანი თორღას ძენი -- შეიწყალნეს თჳთოეულნი თჳსითა წესითა: რომელნიმე
Line of edition: 13    
ახლად დალოცვითა, რომელნიმე მომატებითა; ეგრეთვე ქართველნი, სომხითარნი,
Line of edition: 14    თორელნი, მესხნი და ტაოელნი.

Line of edition: 15    ვინაცა გუზან პირველითგანვე წარმწყმედელი თავისა, აწცა გამტანელი ტაოსკარისა,
Line of edition: 16    ვაშლოვანისა და სხუათა ციხეთა მრავალთა, წარვიდა ქუეყანასა შაჰარმენისასა,
Line of edition: 17    და სამძივარი სხჳთა აზნაურისშვილებითა, რომელთა თანა იყო მეღჳნეთ-უხუცესიცა,
Line of edition: 18    
სეფე-შვილად კლარჯეთისა და შავშეთისა, და გავიდეს მთასა კოლისასა. მოეგებნეს.

Line of edition: 19    
წინა ზაქარია ფანასკერტელი და \ ძინიელნი, კალმახლელნი, ყრმანი კარგნი და პატრონისან შეწყალებულნი. და
Line of edition: 20    
შეყრასავე თანა ცნეს გუზანის შვილისა და შაჰარმენის.

Line of edition: 21    ლაშქრითა მისლვა გუზანის ცოლისა და შვილისა წარსხმად და ციხეთა შინა თურქთა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.