ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 59

Page of edition: 59  Line of edition: 1    და ვითარცა განთენდა, ჰკრეს ბუკთა და დაბდაბთა, და შეიქმნა ზაჰმი ქალაქთა
Line of edition: 2    
შინა. დამსკუნელნი სისხლთა მათთა დათხევისანი გამოვიდეს ბჭეთა ქალაქისათა,
Line of edition: 3    
გააწყუეს რაზმი ქუეითისა და ცხენოსნისა; წარმოდგეს ბანსა ზედა და შუკთა შინა
Line of edition: 4    
ისრის მსროლელნი და ქვის მსროლელნი. და ვითარცა იხილა მეფემან დავით და
Line of edition: 5    
სპათა მისთა გულ-მყარად გამოსრულება მათი, ითხოვეს საჭურველი და აღსხდეს რაშთა,
Line of edition: 6    
ამხმელნი ჰოროლთანი. აჰა მისლვასავე დასტეხეს. სახედ მეხის-ტეხისა, აღიხუნეს და
Line of edition: 7    
ჰკრეს. და დაჯერებულნი თავის კატობასა შეიხუეწნეს ჯარითა, ამწყუედელნი ერთმანერთისანი
Line of edition: 8    
და რცხუენილნი ცოლთაგან, საკიცხელ და სანერწყუავ იქმნეს ბიბთა
Line of edition: 9    
ელიმთა და ხადუმთაგან, მკილენი და მგინობარნი მუჰმედის რჯულის-მდებლობისანი.

Line of edition: 10    
და შემოქცეულნი მეფე დავით და ლაშქარნი მისნი \ მოვიდეს მხიარულნი ქუეყანადვე
Line of edition: 11    
თჳსად, მუნით ძლევა-შემოსილნი და აქათ მნახავნი თამარის საშოთ მთიებისა აღმობრწყინვებულისა
Line of edition: 12    
იაკობის ვარსკულავისანი, რომელმან იზმნა სუენი, იზმნა ძლევანი,
Line of edition: 13    
იზმნა ნათელი.

Line of edition: 14    
ხოლო მე მორიდეს განგრძობასა წყინობისასა მცონის დაგდებად ღუაწლი ომთა
Line of edition: 15    
და მარჯუებათა უკანასკნელთა, უმჯობესთა პირველისათა. და მაიძულებელი გული
Line of edition: 16    
აღძრავს ორღანოსა გონებისასა, რომელი არს ენა მეტეუელი და წარმომეტეუელი
Line of edition: 17    
მთხრობლთა ესევითართა ოდესმე ჟამსა ერთსა შინა შეყრილნი გავიდეს გელაქუნად,



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.