ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 71

Page of edition: 71  Line of edition: 1    ვითარცა ვეფხთა, ფრთოსანთა, და მოესწრნეს კნინსა დაჭირებისაგან უკურიდებულთა.

Line of edition: 2    
და მომხმდველთა იხილეს: მიახლებოდა მეფე და მისი რაზმი; დროშა იგი გორგასლიანი, რომელი
Line of edition: 3    
სინდეთს შესლვითგან მოსპეტაკდებოდა, ყოვლადცა პატივისმცემელ
Line of edition: 4    
ექმნებოდა ზენა იგი განგება და მათ, პირველ-მოსრულთა, წახეთქნეს ნახევარნი ლაშქართა
Line of edition: 5    
და რაზმთანი. ვიდრე მეფისა მოსლვამდი გამაგრდა რაზმი ათაბაგისა.

Line of edition: 6    
და რაჟამს \ იხილეს მეფე დაეცა რისხვა ღმრთისა უხილავი და ჴრმლები და
Line of edition: 7    
ჰოროლები მეფისა, რაზმთა მისთა მსრველი. და აჰა, მისლვამდი იოტეს და გააქციეს,
Line of edition: 8    
დაათრვნეს ისარნი სისხლითა და ჴრმალნი ჭამდეს ჴორცთა მტერთა მათთასა. და მეფე
Line of edition: 9    
იქცეოდა მსგავსად აქილევისა. და მიუწია მდევარმან ერთკერძომან განძის შუალმთამდი,
Line of edition: 10    ერთკერძომან მთამდი გელაქუნისა არა თუ წარმქცეველი ერთი ათასთა და
Line of edition: 11    
ორი ბევრთა იხილვებოდეს, არამედ შემომქცეველნი ერთი [ათასთა] და ერთი ბევრთა
Line of edition: 12    
ტყუე-მქმნელად ჴელმწიფეთა, დიდებულთა და აზნაურთა, გარნა ათაბაგი მხოლოდ
Line of edition: 13    
განერა ერთითა მონითა. დაიონავრეს ქალაქნი სამნი, ვითა არს წესი სარკინოზთა
Line of edition: 14    
ლაშქართა შინა-ქონება ქალაქთა და სიმდიდრეთა: ერთი ათაბაგისა,
Line of edition: 15    
ძისა ბეშქენ ქველისა, ერთი სათმაზ ეზდინის ძისა, რომლისა მამისა სიუხჳსა სახელი
Line of edition: 16    
სპარსეთს ასეთი ითქმოდა: ჰათემ" თაიელისა". და წარუღეს დროშაცა ხალიფასაგან



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.