ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 74

Page of edition: 74  Line of edition: 1    ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად? იქმნა თამ\არისა შეწყალება,
Line of edition: 2    
რომლისათჳს დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა
Line of edition: 3    
ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობელისასა, \ მსგავსად
Line of edition: 4    
მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა მოძრცჳლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის
Line of edition: 5    ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძჳრფასისათა.

Line of edition: 6    
მიზეზად ძღუნისა- შემწირველობისასა და მვედრებელობისა ამანცა ესევითარად
Line of edition: 7    
ესე იამბიკო ხუთეული ოცდახუთ ლექსად აღწერა.


Line of edition: 8       
ცასა ცათასა დამწყებ \ არს ღმერთ-მთავრობა,
Line of edition: 9       
ძე საუკუნობს პირველი და კუალადი.

Line of edition: 10       
სულმან მან ღმერთმან სრულ ყო მოქმედებადი,
Line of edition: 11       
სამებით სრულმან ერთითა ღმრთაებითა,
Line of edition: 12       
მიწით პირველის, პირმშოისა კაცისა.

Line of edition: 13       
შენ მიერ მისთჳს დრკუსა მის განმგებელი
Line of edition: 14       
დრკუი მიდრკა უვნებელი ვნებისადმი,
Line of edition: 15       
ივნო და ვნება პირველი უვნებელ ყო.

Line of edition: 16       
შენგან შობილმან. ჩუენ ღირს-გუყვნა აღმოშობად ბნელით
Line of edition: 17       
ნათელსა, ნათელთა მხედველობად.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.