ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 84

Page of edition: 84  Line of edition: 1    იხილეთ, თუ ვითარ უაღრეს აღსაჴდელ არს უსისხლო მსხუერპლი-ჴორცი და სისხლი
Line of edition: 2    
ღმრთისა კაც-ქმნულისა-მსხუერპლსა ზროხისასა, რომელი აჩრდილსა მწერებულად
Line of edition: 3    
იყო, ეგოდენ უბრწყინვალეს და უზენაეს არს, რომელი აწ იქმნა და ითქუა, ვჰგონებ,
Line of edition: 4    
სულისა მიერ წმიდისა, პირითა მსახურისა მისისა კათალიკოსისათა. რამეთუ თქუა:
Line of edition: 5    
"სახლით თარგამოსნო, რომელნი შეკრებულ ხართ ძჳნად და მტერად მართლისა
Line of edition: 6    
სარწმუნოებისა! უწყითა, რომელ ნათესავსა კაცთასა ეუფლა ეშმაკი? დამყოფელმან
Line of edition: 7    
თუალთა გონებისათამან შეასაკუთრნა ხრიზმოსთა, და არამეცნიერნი და დამტევებელნი
Line of edition: 8    
ღმრთისანი უზორვიდეს კერპთა, ხახუსა და ნიორსა და ჯინჭარსა. ხოლო ღმერთი,
Line of edition: 9    
არა უგულებელს-მყოფელი დაბადებულთა თჳსთა, ეზრახა აბრაჰამს და მერმე ნათესავსა
Line of edition: 10    
მისსა; კუალად მოსეს მოსცა სჯული და მსჯავრი უკანასკნელ, უმეტესთა წყალობათა
Line of edition: 11    
აღძრული, ზეცით გარდამოჴდა ერთი სამებისაგანი, შე და სიტყუა, ქალწულისა მარიამისგან
Line of edition: 12    ჴორცნი შეისხა და მსგავს კაცთა იქმნა, რამეთუ სისხლთაგან ქალწულისათა
Line of edition: 13    
მიიხუნა ჴორცნი კაცობრივნი და სული სიტყჳერი, იქცეოდა კაცთა თანა და ყოველნივე
Line of edition: 14    
განგებულნი აღასრულნა. რაჟამს შესაძრწუნებელი იგი ნებსით ჯუარცმა ეგულებოდა,
Line of edition: 15    
ათორმეტთა მოწაფეთა თანა ისერა და სრულ-ყო პასექი ვითარ სრულ იქმნა,
Line of edition: 16    
იწყო ახალსა ამას ღმერთ-მყოფელსა საიდუმლოსა: მოიღო პური, განტეხა და მისცა
Line of edition: 17    
მოწაფეთა, და თქუა: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე ჴორცი ჩემი არს მისატევებელად ცოდვათა" ეგრეთვე
Line of edition: 18    
სასმელიცა: "ხუთ ამისგან, ესე სისხლი ჩემი არს" და პირველ
Line of edition: 19    
იტყოდა: "უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა".

Line of edition: 20    
და კუალად იტყოდავე: "ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს \ და სისხლი ჩემი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.