ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 94

Page of edition: 94  Line of edition: 1    ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალსა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა
Line of edition: 2    
ყოვლისა მპყროლბელისასა და ჯუარისა წმიდისა, რომელი შენ ჰგმე. აწ წარმომივლენია
Line of edition: 3    
ყოველი მჴედრობა ჩემი წინამოგებებად შენდა. იყავნ ნება ღმრთისა, ნუ შენი! სამართალი
Line of edition: 4    
მისი, ნუ შენი!"
Line of edition: 5    
და ვითარ მოვიდა მოციქული და შეიყვანეს მეფეს თანა თამარსა წინაშე, წიგნი,
Line of edition: 6    
მისცა და წარდგა, იწყო არა-სა\კადრებელთა სიტყუათა თქმად: "უკეთ\უ მეფემან თქუენმან
Line of edition: 7    
დაუტეოს სჯული, იპყრას სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული,
Line of edition: 8    
იყოს ხარჭად სულტნისა". ვითარ ამპარტავნად იტყოდა სიტყუათა ამათ, წარმოდგა
Line of edition: 9    
ზაქარია ამირსპასალარი და უხეთქა ჴელითა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა და
Line of edition: 10    
იდვა. ვითარ აზიდნეს და ამართეს და ცნობად მოვიდა, რქუა ზაქარია: "თუ მოციქული
Line of edition: 11    
არა იყავ, პირველად ენისა აღმოკუეთა იყო შენი სამართალი და მერმეღა თავისა
Line of edition: 12    
კარნიერად კადრებისათჳს. აწ არა არს სიტყუა! ესე წიგნი მიარ\თჳ ნუქრადინს და
Line of edition: 13    
არქჳ: ჩუენ მზა ვართ წყობად და წინამოგებებად, სამართალი ღმრთისა, იყავნ!"
Line of edition: 14    
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და ნიჭი უბოძეს, წარზავნეს პასუხითა
Line of edition: 15    
მწუავითა. მაშინ მოუწოდეს სპათა იმერთა და ამერთა, ნიკოფსით დარუბანდამდის,
Line of edition: 16    და შეკრბეს ჯავახეთს. და მივიდა თამარ ვარძიას, ვარძიისა ღმრთისმშობელისა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.