ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 100

Page of edition: 100  Line of edition: 1    სომხითი, მოიღიან ხარაჯა ნახჭევნელთა; და წარვიდიან კოლას, თავსა არტანისასა, და
Line of edition: 2    
მუნით მოიღიან ხარაჯა კარნუ-ქალაქით და ეზინკით და სხუათა გარემოსა ქალაქთა.

Line of edition: 3    
ესრეთ, სიხარულსა შეუთქს მწუხარება.

Line of edition: 4    
ამისთჳს მოიწია მწუხარება, რამეთუ მიიცვალა სოსლან დავით, კაცი აღსავსე
Line of edition: 5    
ყოვლითა სიკეთითა, საღმრთოთა და საკაცობოთა, შესახედავად განმშუენებული, ხოლო
Line of edition: 6    
წყობათა და ომთა შინა მჴნე \ ვინმე. გულოვანთაგანი, უხჳ და მდაბალი და სიკეთე
Line of edition: 7    
აღმატებული. და დაუტევნა ორნი ძენი: ყრმა \ ვიდრემე ლაშა-გიორგი, ხოლო ასული
Line of edition: 8    
რუსუდან. და იტირეს და იტყებდეს და დაუტევეს მწუხარება ყოველსა მკჳდროვანსა.

Line of edition: 9    
მათ უკუე ჟამთა, არა მცირედ მყოფელთა, მშჳდობა იყო ყოველგან. და მეფე იყო
Line of edition: 10    
გეგუთს, რამეთუ იყო წმიდა-მარხვანი; მჴარგრძელნი ორნივე მეფეს წინაშე იყვნეს.

Line of edition: 11    
და ვითარ ცნა არდაველის სულტანმან, აღძრა მტერობა ქრისტეანეთა ზედა, და მოუწოდა
Line of edition: 12    
სპათა მისთა, და \ წარმოემართა და მოაოჴრა ანისი, რამეთუ უწყოდა მჴარგრძელთა
Line of edition: 13    შინა-უმყოფლობა. წარმოვიდა და აღვლო რაჴსის პირი, და უგრძნობლად
Line of edition: 14    
მოვიდა ანისა; გზა-გზა არავის ავნო და დიდსა შაბათსა მწუხრი მოვიდა ქალაქსა
Line of edition: 15    
ანისისასა. და ვითარ ცისკარი მოეახლა და ჰკრეს ძელსა და განახუნეს კარნი ქალაქისანი,
Line of edition: 16    
მყის მიეტევნეს კარსა ქალქისასა, შეუტევეს ცხენი, და ვერ მოასწრეს კარნი,
Line of edition: 17    
და შევიდეს ქალაქად. იწყეს ჴოცად, კლვად, ტყუეობად. უმრავლესი ერი იყო ეკლესიათა
Line of edition: 18    
შინა, ვითარ შეჰგავს ქრისტეანეთა სჯულსა. რომელიმე ივლტოდა დარბაზოანთა
Line of edition: 19    
და მუნ გამაგრდა, რომელიმე ივლტოდა ქუაბონსა, რომელსა ქარტუნობითა უჴმობენ.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.