ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 117

Page of edition: 117  Line of edition: 1    ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა
Line of edition: 2    
და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და
Line of edition: 3    
განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა
Line of edition: 4    
და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა
Line of edition: 5    
თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და
Line of edition: 6    
დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა,] და სიბრძნითა
Line of edition: 7    
განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა
Line of edition: 8    
საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ
Line of edition: 9    
მიგებისათჳს სამართლისა.

Line of edition: 10    
ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა
Line of edition: 11    
დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა
Line of edition: 12    
მოსასრველად თესლთა ბოროტთა და \ ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა
Line of edition: 13    
მათ და მსოფლიოთა კრებათა.

Line of edition: 14    
პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა,
Line of edition: 15    რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა
Line of edition: 16    
მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი
Line of edition: 17    
და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.