ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 169

Page of edition: 169  Line of edition: 1    დედაწული, სიმდიდრე და ჯოგი, და წარვიდეთ საბერძნეთს და მუნ დაემკჳდრნეთ.

Line of edition: 2    
დაღათუ ჩუენ თათარნი გუძლევენ, გარნა ყოველთა ნათესავთა ჩუენ ვძლიით. უკუეთუ
Line of edition: 3    
ვინ ინებოს. წარმოვიდეს ჩუენ თანა, და \ თუ სთნავს ვისმე, იყავნ შინა, რამეთუ ნება
Line of edition: 4    
იყავნ ყოველთა სათნოდ უკუნისამდე.

Line of edition: 5    
თქმული ესე ყოველთა ეკეთა და აღიღეს დედაწული და ყოველი სიმდიდრე მათი,
Line of edition: 6    
და წარმოვიდეს, და მოიწივნეს ადარბადაგანსა კაცი ვითარ ას ორმოცი ათასი. და მოიწივნეს
Line of edition: 7    
ქუეყანად მჴარგრძელთა, რამეთუ ივანე ათაბაგსა ეპყრა დვინი, და ანისი მიეცა
Line of edition: 8    
ძმისწულისა მისისა შანშესდა, მანდატურთ-უხუცესისათჳს. და ესე ხუარაზმელნი მოვიდეს
Line of edition: 9    
წელსა მესამესა ლაშა-გიორგის მიცვალებითგან ტყუენვად და მოოჴრებად ქუეყ\ანათა
Line of edition: 10    
დვინისა და კერძოთა მისთა. ცნეს რა ივანე ათაბაგმან და ვარამ გაგელმან, მივიდეს
Line of edition: 11    
მეფესა რუსუდანს წინაშე, მოაჴსენეს მოსლვა ხუარაზმელთა და თჳთ დიდისა სულტნისა
Line of edition: 12    
ჯალდინისა ჴოცად და \ მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ
Line of edition: 13    
არცა თუ დედათა და ჩჩჳლთა ყრმათა რიდებდეს.

Line of edition: 14    
ვითარ ცნა რუსუდან შემოსლვა ხუარაზმელთა სამეფოსა შინა მისსა, მოუწოდა
Line of edition: 15    
ყრმათა იმერთა და ამერთა, და მოიღო დროშა სეფე, და მოუწოდა ივანე ათაბაგსა,
Line of edition: 16    
რომელი მას ჟამსა მიმჴცოვნებულ იყო, არა განცხადებულად არამედ ფარულად მონაზონ
Line of edition: 17    
ქმნილ იყო, განაჩინა მეფემან რუსუდან სპათა მისთა თავად, და უბოძა დროშა
Line of edition: 18    
სჳანი, და წარავლინა ბრძოლად სულტნისა მის ჯალალდინისა.

Line of edition: 19    ხოლო მოიწივნეს დვინსა და ამობერდს. და დაებანაკა ხუარაზმელთა სოფელსა,
Line of edition: 20    
რომელსა რქჳან გარნისი, და მი-რა-ვიდეს სპანი მეფისანი, წინა განეწყო სულტანი
Line of edition: 21    
ჯალალდინი. აქათ ივანე ათაბაგმან განაწყო სპანი მეფისანი, იმიერნი და ამიერნი, და
Line of edition: 22    
აჩინა \ წინამბრძოლად თორელნი და ძმანიცა იგი ორნი ახალციხელნი, შალვა \ და ივანე,
Line of edition: 23    სახელოვანნი იგი მბრძოლნი, ვითარ წესად არს სახლისა მათისა წინამბრძოლობა.




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.