ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 300

Page of edition: 300  Line of edition: 1    ურდოსა შიშისათჳს, რომელ აქუნდა სიყუარული \ თუქლისი. და კუალად სხუაცა იყო
Line of edition: 2    
შიში ურდოს წარსლვისა, რამეთუ \ ზემოჴსენებული იგი ნავროზ, არღუნ-აღას შვილი,
Line of edition: 3    
მტერი იყო ყოველთა ქრისტიანეთა; რამეთუ ვისცა ჰგონებდა სჯულისა დატევებასა,
Line of edition: 4    
დაჰპატიჟებდა და მუსულმანად მიაქცევდა, თჳნიერ ცნობისა ყაზან ყაენისასა. და კუალადცა
Line of edition: 5    
რამე ბოროტი აქუნდა, ამისთჳსცა ბოროტად მოკუდა, ვითარ ქუემორე სიტყვამან
Line of edition: 6    
ცხად ყოს.

Line of edition: 7    
ესე ნავროზ განდიდნა, თჳნიერ ყა\ენისა განაგებდა საქმეთა საურავთა, და აქუნდა
Line of edition: 8    
მტერობა ქრისტიანეთა. და განემზადა სრულიად დაჴოცად და დაქცევად ეკლესიათა
Line of edition: 9    
თავრეზსა და ყოველთა ქალაქთა შინა. და მოიყვანა ეპისკოპოსი მარღის ქალაქისა,
Line of edition: 10    
ნათესავით და სარწმუნოებით ნასრანი, რომელი იყო კაცი მოწყალე და სახიერი,
Line of edition: 11    
ფრიად სათნოებიანი, პირველთა ყაენთაგან პატივცემული, და მამად ყაენთაგან სახელდებული.

Line of edition: 12    
ესე პყრობილ ყო და მრავალნი გუემანი და ბასრობანი შეამთხჳვნა დატევებისათჳს
Line of edition: 13    
სჯულისა. ხოლო იგი ახოვნად წინააღუდგებოდა, და მოითმენდა შეურაცხყოფად სჯულისა
Line of edition: 14    
მოამადის მიერ ქადაგებულისა. ამისთჳს ექსორიობად დაისაჯა, რამეთუ
Line of edition: 15    
იყო ფრიად მოხუცებულ. ამას ზედა ესეცა შესძინა ბოროტი ნავროზ: წარმოავლინა
Line of edition: 16    
კაცი ერთი უკეთური- ნათესავი მისი, რათა მოაოჴრნეს ეკლესიანი ყოველსა საქართველოსაც
Line of edition: 17    პირველად მოაოჴრნეს საყოფელი ყოვლად-წმიდისა ვარძიისა ღმრთისმშობელისა
Line of edition: 18    
საყდარი, და ყოველსა საქართველოსა რაცა პოვოს, და წარმოიღოს რაცა რა
Line of edition: 19    
პოვოს მას შინა სიმდიდრე, რამეთუ ჰგონებდა უზომოსა სიმდიდრესა, ოქროსა და
Line of edition: 20    
ვეცხლსა, თუალთა და მარგალიტთა პატიოსანთა მრავალთა ვარძიას.

Line of edition: 21    პირველად უკუე წარმოვიდა, და მოიწია ნახჭევანს, იწყო რ\ღუევად ეკლესიათ. მოიწია



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.