ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 303

Page of edition: 303  Line of edition: 1    არა ინება წარსლვად, რამეთუ აქუნდა შიში. ამისთჳს წარავლინა ძმა მისი ბადურ
Line of edition: 2    დიდისა ყაენისა თოხთას წინაშე. ვითარ ცნა ყაზან ყაენმან, კუალად წარმოავლინა
Line of edition: 3    
მჴედართ-მთავარი ხუტლუბუღა, სპითა ურიცხჳთა. მოვიდეს სომხითს და კუალადცა აწჳეს
Line of edition: 4    
მეფე მისლვად, და აღუთქმიდეს ნიჭთა დიდთა. და კუალადცა წარავლინა კათალიკოსი
Line of edition: 5    
აბრაჰამ, ყადი ტფილისისა და ივანე ბურსელი, და აღუთქუა მისლვად. ცნეს თათართა
Line of edition: 6    რამეთუ მიზეზობდა, შეიპყრეს ივანე ბურსელი და მოკლეს, კათალიკოსი და ყადი განუტევეს
Line of edition: 7    
უვნებელად, და მომართეს შესლვად მთიულეთს; მოაოჴრეს სომხითი, ქართლი,
Line of edition: 8    თრიალეთი, ერწო და დადგეს მუხნარს, ხერკს, ბაზალეთს, ერწოს და თიანეთს და ვერ
Line of edition: 9    
ეტეოდეს სადგომად, და არბევდეს ქართლსა და ზემოჴსენებულთა ქუეყანათა. \ ტყუე
Line of edition: 10    
ყვეს, რომლისა არა იყო რიცხჳ, და მოსრეს პირითა მახჳლისათა რავდენ პოვეს,
Line of edition: 11    
და მიეცა ქუეყანა განსარყუნელად, ცოდვათა ჩუენთათჳს. \ რამეთუ ამას წელსა გამოჩნდა
Line of edition: 12    
ვარსკულავი კჳმატი, ლახურის სახე, ჩრდილოთ კერძო, და დადგა ვიდრე ოთხ თუედმდე,
Line of edition: 13    
და ყოველთა ღამეთა იხილვებოდა ვარსკულავი იგი ლახურის სახე, და იტყოდეს:
Line of edition: 14    
"ლახურითა მოწყუედასა მოასწავებს".

Line of edition: 15    
კუალადცა ინებეს თათართა ზავის ყოფა მეფისა და გაუგზავნეს მოციქული, რათა
Line of edition: 16    
მეფემან შეჰფიცოს ერთგულობასა ზედა ყაზანისსა, და არა მისცეს \ გზა ბათოს შვილის
Line of edition: 17    
შვილსა დიდსა ყაენსა თოხთას, და ესრეთ ჟამად შინა იყოს, მისცეს სამეფო მისი. და
Line of edition: 18    
ყვეს ფიცი და აღთქმა ურთიერთას, და წარმოგზავნა დედა თჳსი დედოფალი, და ძმა
Line of edition: 19    
მისი უმრწამესი მანოველ, და კათალიკოსი აბრაჰამ და დედოფალი ცოლი მეფისა,
Line of edition: 20    
ოლჯათ, წარმოავლინა, რათა წარვიდეს ურდოსა და იურვოს საქმე მისი. და მოიწინეს
Line of edition: 21    
რა ურდოსა, იხილნა ხუტლუბუღა და პატივითა შეიწყნარნა. მსწრაფლ უკურიდა და
Line of edition: 22    
მოსცა ტფილისი და სამეფო მისი, და წარვიდა ურდოსა და წარიტანა დედოფალი
Line of edition: 23    
ოლჯათ და კუალად დამშჳდდა მოოჴრებული ქუეყანა.

Line of edition: 24    
და ვითარ გარდაჴდა ზამთარი იგი, და მოიწურა არე ზაფხულისა, წარმოავლინეს
Line of edition: 25    
მოციქული მეფისა დავითის, წინაშე, რათა ცნან, \ უკეთუ არს ერთგულობასა ზედა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.