ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 312

Page of edition: 312  Line of edition: 1    და მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა, ეკლესიანი დასცეს, და სიწმიდენი შეაგინეს. და
Line of edition: 2    
\კუალად განმზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტეანეთა და მოოჴრებად, ვინათგან
Line of edition: 3    
მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი
Line of edition: 4    
საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ
Line of edition: 5    
ჩემი, ტომნო და ერთ-ნებანო! შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ
Line of edition: 6    
თურქთა, და არა მივსცნეთ თავნი და შვილნი ჩუენნი, და არა განგუწირნეს ღმერთმან
Line of edition: 7    
მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგუცეს ძლევა მათ ზედა, ვითარ მისცა
Line of edition: 8    
მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათჳს.

Line of edition: 9    
და ძმათა ჩუენთათჳს, უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს ცხოვრებასა".

Line of edition: 10    
და ვითარ ესმა მთა\ვართა და სპათა ბექასთა, სიხარულით მიემოწმნეს, და დააპირეს
Line of edition: 11    
ლაშქრობა თურქთა ზედა. განიყარნეს, და მოიწია არე ზაფხულისა იწყეს.

Line of edition: 12    
თურქთა აღმომართ სლვა, და შეკრბეს სიმრავლე ვითარ ექუსი ბევრი, რამეთუ ყოველთა
Line of edition: 13    
ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი სჯულითა სარკინოზი ჴოცად ქრისტეანეთა, და არა
Line of edition: 14    
თურქნი ოდენ იყვნეს, არამედ სპარსნიცა. და ვითარ ცნა ბექამან მოსლვა თურქთა,
Line of edition: 15    მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე:
Line of edition: 16    მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა, და უმრავლესთა ტაოელთა,
Line of edition: 17    რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველი ქუეყანა, ამათ თანა თმოგუელთა და თორელთა და
Line of edition: 18    
შეკრბა სიმრავლე \ ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა ზედა. ხოლო
Line of edition: 19    
იგინი აღმოსრულ იყვნეს მთათა პარხლისათა და დაებანაკა, და წარევლინა მჴედრობა
Line of edition: 20    
ტყუენვად ვაშლოვანისა, და ეგულებოდა მოსლვად ქუეყანად ბექასა, სამცხეს, და
Line of edition: 21    
ქართლსა და სომხითს. ხოლო ვითარ მივიდეს თურქნი ვაშლოვანს, კაცი ვითარ ათი
Line of edition: 22    
ათასი, წინა-განეწყუნეს სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნი წარევლინნეს \ მცველად,
Line of edition: 23    
და დაუდგეს სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდეს თურქნი, და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.