ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 314

Page of edition: 314  Line of edition: 1    კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი
Line of edition: 2    ოცდაათი ათასი, \ განიხარეს და ჰგონეს მოწყუედა ყოველთა. მაშ მჴედარნი სარგისისნი
Line of edition: 3    ზედა მოეტევნეს უშიშრად, ხოლო სა\რგის წინა განეწყო, და სპანი მისნი
Line of edition: 4    
მიეტევნეს მჴნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი
Line of edition: 5    სივლტოლად და იოტნეს ძლიერად. და ესოდენ მოსრეს, რომელ შექცეულთა აღრიცხეს
Line of edition: 6    
სარაზმოთა ზედა მდებარე მკუდარი თურქი, პოვეს ხუთას და ცამეტ, თჳნიერ
Line of edition: 7    
რომელი დევნასა შინა მოკუდა. და დევნეს მზისა დასვლისა ჟამამდე. ხოლო მოხედნა
Line of edition: 8    
ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯუარისათა, რამეთუ განსაკჳრვებელ არს სმენად, რომელ
Line of edition: 9    
ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქარი ხუთთა კაცთა კიდე, იგინიცა
Line of edition: 10    
უსახელო ვინმე. ესრეთ მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯუება ბექას ლაშქართა
Line of edition: 11    
თურქთა მათ ზედა. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, არამედ მჴნედ იბრძოდა,
Line of edition: 12    
რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა სიმჴნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.

Line of edition: 13    
ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედაწულთაკენ, და მომავალნი წინა დაემთხჳვნეს;
Line of edition: 14    
და იხილეს რა თურქთა შორით მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ
Line of edition: 15    
გარე-შეიქცეს და ივლტოდეს, ხოლო დედაწულთა მათთა მიმართეს მთათა, არღარა
Line of edition: 16    
ესვიდეს საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდეს. ხოლო ბექამან და
Line of edition: 17    
სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდეს და ჴოცდეს, რომლისა არა იყო
Line of edition: 18    
რიცხჳ. \ და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და
Line of edition: 19    
რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნეს სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და
Line of edition: 20    
დედაწულთა სიმრავლითა არა სადა აქუნდა გზა სივლტოლისა. დაიჭირნეს თურქნი,
Line of edition: 21    ვითა ცხოვარსა დაჯრილსა და ჯოგსა ეგრეთ იპყრობდეს და ჴოცდეს. გარნა იქმნა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.