ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 316

Page of edition: 316  Line of edition: 1    უწოდდეს, ნასარ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად
Line of edition: 2    
განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუბუღა ნოინი ათასისა მჴედრითა
Line of edition: 3    
წინა დაუდგა ყაზანს, ამად რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზ\ედა, და ათასისა კაცისაგან
Line of edition: 4    
ექუსასი დაჴოცეს, და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა
Line of edition: 5    
თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდურ ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ
Line of edition: 6    
ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი
Line of edition: 7    და სულტანი ნასარ მელიქი. და უკმობრუნდა ყაზან ყაენისაგან და სამ დღე განისუენა,
Line of edition: 8    
და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს
Line of edition: 9    
თათარნი, ტყუევნა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად
Line of edition: 10    
იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტეანე, და უმეტეს სპარსნი.

Line of edition: 11    ხოლო ყაზან მიმართა დაიმუმყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ ზენარისა
Line of edition: 12    
მთხოველთა მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ და დაამყარა ყაზან დამასკო და
Line of edition: 13    
მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი,
Line of edition: 14    
და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეზად. და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს.

Line of edition: 15    
დამასკელნი, და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა
Line of edition: 16    
მისსა ხუტლუბეღასა და მეფესა ვახტანგს, და ყოველთა მთავართა საქართველოსათა,
Line of edition: 17    და წარავლინნა სულტანსა ზედა ლაშრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ,
Line of edition: 18    და აოჴრებდეს დამასკოს, და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია, და მივიდეს
Line of edition: 19    
ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე,
Line of edition: 20    
და მით უკმოიქცეს და მივიდეს ყაზანს წინაშე გამარჯუებულნი.

Line of edition: 21    
და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და
Line of edition: 22    
ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა, და მთავარი ბაყათარ განდიდებულ
Line of edition: 23    
იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა, და განასხმიდა მამულისაგან
Line of edition: 24    
აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბთ
Line of edition: 25    
ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი,
Line of edition: 26    
ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა საზაფხულოდ მომავალთა. \ ხოლო
Line of edition: 27    
ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს. ესმა
Line of edition: 28    
ესე ვახტანგს ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო \ ჴიდი და
Line of edition: 29    
სახიუდაბელი, და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს,
Line of edition: 30    
თავსა ქედისასა და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა, და დადგა და ვერ შემართა შებმა, სიდიდითა
Line of edition: 31    
დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.