ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 324

Page of edition: 324  Line of edition: 1    და ვერა ავნო, აიყარა და წარვიდა. და ჰყვა ექუსი არწივი, დამართული სხუათა თანა
Line of edition: 2    
მფრინველთა და ავაზათა. აქათ ესოდენ დიდ იყო ძალი მისი. მოვიდა ყაენი შინა, და
Line of edition: 3    
მიერითგან არღარა სადა განილაშქრა დღეთა მისთა, იყოფოდა მშჳდობით და ნებიერად,
Line of edition: 4    
ათცამეტ წელ დამპყრობელი ყაენობისა.

Line of edition: 5    
ამან ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და \ ზაალ მელიქი
Line of edition: 6    
ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუნჩი, მამის ძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა
Line of edition: 7    
ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა, და აჩინეს ამათ შანშე
Line of edition: 8    მჴარგრძელი და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი. მივიდეს ჯავახეთს, მიერ
Line of edition: 9    
კოხტის თავსა, და აწუევდეს სარგისს და ყუარყუარეს გამოსლვად, და არა ინებეს.

Line of edition: 10    
ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგეს ოლჯათ სულტანსა
Line of edition: 11    
ფარმანის შვილნი და ქალაქი დიდისა კონისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან
Line of edition: 12    სპითა მისითა საბერძნეთს, და თანა-წარატანნა ქართველნიცა. და წარჰყვა გიორგი
Line of edition: 13    ჩოფანს. ხოლო გოგაზილა მალაქ, შანშე და ზაქარია არა წარჰყვეს თანა, წარვიდეს
Line of edition: 14    
და აიყარნეს, და ტფილისს შევიდეს. და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს,
Line of edition: 15    და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა
Line of edition: 16    
მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი
Line of edition: 17    
ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად
Line of edition: 18    
გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი. ესრეთ მოიმორჩილნა
Line of edition: 19    
ყოველნი განდგომილნი და ურჩნი მისნი, და მოქცევასა \ წელიწადისასა მივიდა შინა.

Line of edition: 20    
და სთულის ჟამსა, ვითარ მივიდა ჩოფან ყაენს წინაშე, და მცირედღა დაჰყო, ვითარ
Line of edition: 21    
თუეცა ერთ, მოკუდა ოლჯათ სულტანი და დაუტევა ძე მცირე, ვითარ შჳდისა წლასა,
Line of edition: 22    
სახელით მუსაით. ხოლო იგი მიასუენეს და \ დაფლეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.