ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 338

Page of edition: 338  Line of edition: 1    დიდად სიმაგრე ციხისა და ვერა აღება შინაგან ციხისა მის და უშიშრობა ციხოვანთა.

Line of edition: 2    
და იყო მუნ კლდე ერთი და მუნითგან პოვეს მცირე რამე აღსავალი.

Line of edition: 3    
მაშინ იყო სპათა ლანგ-თემურისათა კაცი ერთი, სახელად ბეგიჯაგ, მისრელი,
Line of edition: 4    და მან მოიჴელოვნა და აღვიდა ღამე მალვით შინაგან ციხისად, აღიყვანა თხა ერთი
Line of edition: 5    
და დაკლა მუნ ამისთჳს, რომე ესე შ\ეეტყო ქართველთა ციხოვანთა, რომე შემოპარულან
Line of edition: 6    
ციხესა ამას ლაშქარნი ლანგ-თემურისანი. და მაშინ იყვნეს ქართველნი უშიშრად.

Line of edition: 7    
მაშინ უჩუენა კაცმან მან აღსავალი ციხისა. მაშინ განიხარა ლანგ-თემურ და ბრძანა
Line of edition: 8    
ჴელოვანებით დაწნა კიბისა ბანბისა \ და აბრეშუმისა, და აგზავნეს კაცი იგი პირველაღსრული
Line of edition: 9    
და მან კაცმან მოაბა წუერი ერთი კიბისა ადგილსა მაგარსა მის კლდისასა,
Line of edition: 10    
და ღამე შევიდა ჯარი ლანგ-თემურისა და აღივსო ციხე იგი ჯარითა. და მაშინ წარვიდა
Line of edition: 11    
ზოგი რამე ჯარი და განუღო ციხის კარი ლანგ-თემურს და სპათა მისთა.

Line of edition: 12    
და რა სცნეს \ ქართველთა საქმე ესე, მაშინ შეებნენ გულ-მესისხლედ და ბრძოდეს
Line of edition: 13    
თავ-გამომეტებით. და იყო ბრძოლა ძლიერი და მოსწყჳტეს ჯარი ლანგ-თემურისანი
Line of edition: 14    მრავალნი, და ბოლოს დარჩა გამარჯუება ლანგ-თემურს სიმრავლისაგან ლაშქართასა
Line of edition: 15    
და აღიღო ციხე იგი. და მოართუნეს მრავალნი დიდებულნი \ აზნაურნი დარჩენილნი
Line of edition: 16    
ლანგ-თემურს და წარკუეთნეს ყოველთავე თავნი; და ციხისთავსა მას, რომელსა ერქუა
Line of edition: 17    
ნაზალ, მასცა წარკუეთა თავი, და ცოლი \ მისი მისცა მპყრობელსა შირვანისასა. და
Line of edition: 18    
ციხისა ამის ამღებსა მისცა წყალობა მრავალი, და შეაყენა ჯარი თჳსი ციხესა მას
Line of edition: 19    
შინა, და დაუყენა ციხისა მის თავად სახელად მაამადი დაუყენა მცველნი მრავალნი.

Line of edition: 20    
და უბრძანა გარეშემოთა წმიდათა ეკლესიათა დარღუევა და მოოჴრება და, რაოდენიცა
Line of edition: 21    
პოვონ, მოსრვა და სრულიად ამოწყუეტა. და წარვიდა მიერითგან და არღარა შესძინა
Line of edition: 22    
ლანგ-თემურ მოსვლად საქართველოსა შინა.

Line of edition: 23    
და მოვიდა კუალად მეფე გიორგი და დაიპყრა სამკჳდრო თჳსი ქართლი და
Line of edition: 24    
იყო უშიშრად.

Line of edition: 25    
და დაასრულა ლანგ-თემურ მოოჴრება ქართლისა და წარვიდა სხვათა ქუეყნისა
Line of edition: 26    
დაპერობად. და ქმნა მრავალნი საქმენი დიდძალნი ლანგ-თემურ, რომლისა ცხოვრება
Line of edition: 27    
მისი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა შინა სპარსთასა, ხოლო ჩუენ აღვწერეთ
Line of edition: 28    
ყოველივე \ მოსვლა მისი ქართლად და აო\ჴრება ქართლისა, რომელი არა სადა მოწევნილ
Line of edition: 29    
არს ქართლსა ზედა ჭირი ესევითარი, რაოდენი ამან მოაწივა.

Line of edition: 30    
ხოლო, შემდგომად წარსვლისა ლანგ-თემურისა, კუალად დაიპყრა ქართლი მეფემან
Line of edition: 31    
გიორგი. და ამან ლანგ-თემურ დაიპყრა ქურთისტანი, ინდოეთი, სპარსეთი, შირაზის
Line of edition: 32    ადრაბაგანი და დაიჭირა ბურსას მჯდომი ხონთქარი, რომელსა სახელად ეწოდებოდა
Line of edition: 33    
ბაიაზით. ესე იყო თესლი ოსმანისა და, შემდგომად მაჰმადის გამოჩენისა, გამოჩნდა კაცი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.