ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 353

Page of edition: 353  Line of edition: 1    რაჟამს წამოსულიყო მეფე დავით, გამოსულ იყო ლევან და მისვლოდეს კახნი და
Line of edition: 2    
ექმნა პატრონად მათდა. და იყო ლევან მაშინ წლისა შჳდისა. და რაჟამს მივიდა მეფე
Line of edition: 3    
დავით საგარეჯოსა, შემოეყარნენ საგარეჯო[ელ]ნი და მას-აქეთნი კახნი და წარვიდა
Line of edition: 4    
მეფე დავით ქისიყსა, და იყო ლევან მუნ და ახლდა მცირე ჯარი. რა მივიდა მეფე
Line of edition: 5    
დავით, ეწყუნეს ურთიერთას ქისიყსა. დაუმარცხდა მეფესა დავითს და წარმოვიდა თჳსთა1
Line of edition: 6    
ხოლო ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ.

Line of edition: 7    ამა თინათინისასა იტყჳან, სიყრმესა შინა ნახა ჩუენება ესე: "შეგირთავს მთავარი
Line of edition: 8    
ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა" უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუა
Line of edition: 9    
ესრეთ: "და მუნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა
Line of edition: 10    
ღმრთისასა". ხოლო რაჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაჴდინეს განსასუენებელად, და
Line of edition: 11    
რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი
Line of edition: 12    
თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთისა და დაადგინა
Line of edition: 13    
მოძღუართ-მოძღუარი. და შვა ორ ძე: ალექსანდრე და ვახტანგ. და მიიცვალა თინათინ
Line of edition: 14    და დაემარხა ეკლესიასა თჳსსა შენებულსა. ამისთჳს არა დაეფლა ქმრისა მისისა
Line of edition: 15    
თანა, რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი. და შემდგომად ისუა ლევან სხუა ცოლი, ყარა
Line of edition: 16    მუსალის შამხლის ასული, \ მანცა უშვა ძე სამი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

Line of edition: 17    ხოლო მეფე ქართლისა დავით იყო თჳსთა, ხანსა რაოდენსამე უკანა იქმნა მონოზან
Line of edition: 18    
და ჰყვანდა სამნი ძენი: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ, მისცა მეფობა თჳსი ძმასა
Line of edition: 19    
თჳსსა უმრ\წემესსა გიორგის. მეფე დავით ხანსა რაოდენსამე უკანა მიიცვალა ქალაქსა
Line of edition: 20    
ტფილისისასა, ქრისტეს აქათ ჩ~ფკზ.



Line of edition: 21    მეფე გიორგი, პ~ა


Line of edition: 22    
ხანსა რაოდენსამე მეფობდა გიორგი და მას ჟამსა შინა იყო კათალიკოზი მელქისედეკ,
Line of edition: 23    ძმა მისი.

Line of edition: 24    
ხოლო ამას ჟამს წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა
Line of edition: 25    
იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: "საფლავი
Line of edition: 26    
ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და
Line of edition: 27    
შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო".




This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.