ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 361

Page of edition: 361  Line of edition: 1    და შემოიქცა ვახტანგ თჳსად სამყოფსა და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ბაგრატ.

Line of edition: 2    და დამარხეს გელათს. და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი.

Line of edition: 3    და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა და დაეფლა შემოქმედს.

Line of edition: 4    
და ესუა როსტომს ძე სამი, და უმრწმესსა ეწოდა გიორგი და დასუეს გურიელად.

Line of edition: 5    
და ერთი დაჲ მისი დადიანის შვილს ჰყვანდა ცოლად, და, რა მოკუდა როსტომ
Line of edition: 6    გურიელი, მაშინ განუტევა ქალი მისი დადიანის შვილმან და წაართუა ბიძასა თჳსსა
Line of edition: 7    
ცოლი და თჳთ შეირთო, \ და განრისხდა ღმერთი.

Line of edition: 8    
და გამოჴდა ხანი რამე, და კუალად გაერთდენ გიორგი გურიელი და დადიანი.

Line of edition: 9    შეირთო ასული დადიანისა გურიელმან, და მცირეთა ჟამთა შინა განუტევა გურიელმანცა
Line of edition: 10    
ქალი დადიანისა ამისთჳს, რომე პირველ ამისი დაჲ იმისმან შვილმან განუტევა.

Line of edition: 11    
სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, ვინათგან მტერ ექმნეს
Line of edition: 12    
ურთიერთას დადიანი და გურიელი, ამ გიორგის ჰყვა ერთი ქურივი რძალი და მისცა
Line of edition: 13    
გურიელსა თჳსის ქალის მაგიერად და ესენიცა[...]
Line of edition: 14    
მაშინ იწყეს შურობად და ლაშქრობად დადიანისა და ვერ ეძლო წინააღდგომა
Line of edition: 15    
მათი დადიანსა, გარდაიხუეწა და წარვიდა სტამბოლს, მივიდა და შეეხუეწა სულთანსა.

Line of edition: 16    
მაშინ შემწე ეყო სულთანი დადიანსა და მისსა ჯარი აზრუმისა და ტრაპიზონისა.

Line of edition: 17    წარმოვიდნენ და მოიწივნეს სატყეპელას.

Line of edition: 18    ხოლო, სცნა რა საქმე ესე გურიელმან, ვინათგან შემწე ეყო სულთანი და გამოგზავნა
Line of edition: 19    
დადიანი დიდის ჯარი\თა, მაშინ მოიპოვა. ღონე რამე და იწყო ხუეწნად დადიანისა,
Line of edition: 20    
და წარავლინა მოციქული, და მისი სისხლად ფლური ათასი დადიანსა. და
Line of edition: 21    
შერიგდენ.

Line of edition: 22    
მაშინ გიორგი, მპყრობელი იმერეთისა, ვინათგან ახალი ბატონი იყო, სუსტად
Line of edition: 23    
ეპყრა საბატონო თჳსი. მაშინ მოიჴმო გიორგი ჯავახ ჭილაძე. და უღალატა და
Line of edition: 24    
მოკლა. სცნა ესე გურიელმან გიორგი, დიდად ეწყინა: შერიგდენ \ დადიანი და გურიელი
Line of edition: 25    და დაანებეს, და ნახევარი გურიელმან დაიჭირა და ნახევარი დადიანმან.

Line of edition: 26    ხოლო მას ჟამსა შინა დადიანი მოკუდა ესრეთ, რომე ნადირობაში ჯაიანმან ცხენი
Line of edition: 27    
შეაძგერა და მოაკუდინა დადიანი. მაშინ დასუეს დადიანად უფროსი ძე მისი გიორგი.

Line of edition: 28    სცნა რა ესე გურიელმან გარდმოიბირა უმცროსი ძმა მისი მამია, მიიყვანა გურიას.

Line of edition: 29    და შერთო დაჲ თჳსი ცოლად. მაშინ ულაშქრა გურიელმან და წარვიდა თჳთცა და
Line of edition: 30    
მივიდეს ზუგდიდს. შეიბნეს და გაემარჯუა გურიელსა და გარდააგდეს. დადიანი გიორგი \
Line of edition: 31    და დასუეს ძმა მისი მამია დადიანად, და თჳთ გურიელი წარვიდა თჳსადვე.

Line of edition: 32    
მაშინ დადიანმან გიორგი იშოვა ლაშქარი აფხაზისა, ჯიქისა და ჩერქეზისა. და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.