ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 401

Page of edition: 401  Line of edition: 1    მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ:
Line of edition: 2    
მნებავს წარმოტყუენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი
Line of edition: 3    
და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყუე[ვე]თო. და წარვიდა და ჩავლო
Line of edition: 4    
კახეთი და ამოსწყჳტა. და წავიდა და მოაოჴრა, და სხუანი აჰყარნა და თანა წაასხნა.

Line of edition: 5    
და რომელნიმე ლეკთა ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს,
Line of edition: 6    ფშავს და ჴევსურეთს, და სხუანი ააოჴრეს და ამოსწყჳტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს,
Line of edition: 7    
ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს \ რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა
Line of edition: 8    
აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღუებიან
Line of edition: 9    
ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯუარნი
Line of edition: 10    
და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი.

Line of edition: 11    
და დასუა მუნ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და
Line of edition: 12    
თჳთ წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.

Line of edition: 13    მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იჴმო ბატონის თეიმურაზის შვილი
Line of edition: 14    
ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თჳსთა
Line of edition: 15    
თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე,
Line of edition: 16    მოკუდა. ხოლო ქეთევანისთჳს გაგზავნა კაცი და შეუთუალა იმამყულიხანს,
Line of edition: 17    ვითარმედ: ქეთევან" დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს,
Line of edition: 18    
აწამე და სასჯელით მოჰკალო". ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული
Line of edition: 19    
და მოაჴსენა ესრეთ, ვითარმედ: "ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო,
Line of edition: 20    
და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეჴსენითო, თქუენთჳს სირცხჳლი
Line of edition: 21    
არისო ამისი სიკუდილი". \ ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ
Line of edition: 22    
იქნებისო.

Line of edition: 23    
მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს
Line of edition: 24    
შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს
Line of edition: 25    
და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღდელი ვინმე იმერელი



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.