ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 415

Page of edition: 415  Line of edition: 1    მნებავს სიკუდილი მისი და თქუენ დაიდუმეთ საიდუმლო ესე და, რომელსა მე ჟამსა
Line of edition: 2    
გამცნო სიკუდილი მისი თქუენ ნუ ურჩ მექმნებითო".

Line of edition: 3    
და ესრეთ განამტკიცნა მონანი თჳსნი და წარავლინა კაცი და უჴმო ზურაბ ერისთავსა.

Line of edition: 4    
და მოვიდა იგი, იშუებდენ და ლხინობდენ, და ვერა აგრძნა ერისთავმან. და
Line of edition: 5    
დღესა ერთსა მსხდომარე იყვნენ მონანი მისნი, მაშინ წამ-უყვნა ბატონმან თეიმურაზ.

Line of edition: 6    ხოლო მათ აღიღეს მახჳლები უგრძნობელად ერისთვისა \ და ინაჴით მჯდომარესა
Line of edition: 7    
უღალატეს და მოკლეს. და აღსრულდა ბრძანება უფლისა მის ზედა, ვითარმედ: "რომელმან
Line of edition: 8    
აღიღოს მახჳლი, მახჳლითაცა წარწყმდეს" და იძია შური ბატონმან თეიმურაზ,
Line of edition: 9    წარვიდა დუშეთს და წარმოიყვანა ასული თჳსი დარეჯან, მოვიდა და დადგა მუხრანს.

Line of edition: 10    მაშინ განიზრახა მზახობა იმერეთის მპყრობელსა გიორგის ძის ალექსანდრესათჳს,
Line of edition: 11    რამეთუ გიორგის, იმერეთის მპყრობელს. ესსნეს სამნი ძენი: ალექსანდრე,
Line of edition: 12    მამუკა, და უმრწამესი იყო ბერი. და მისცა ასული თჳსი დარეჯან, ცოლყოფილი
Line of edition: 13    
ზურაბ ერისთვისა, ალექსანდრეს, იმერეთის მპყრობელის ძესა. იჴმო იმერეთიდამე
Line of edition: 14    და მოიყვანა \ მუხრანს, სოფელსა ქინძარასა, და უკურთხა გჳრგჳნი მცირესა ეკლესიასა
Line of edition: 15    
ქინძარისასა და გარდაიხადა ქორწილი. რამეთუ ამა ალექსანდრესა პირველად ედგა
Line of edition: 16    
გურიელის ასული ცოლად, მაშინ დაეწამა ცილი რამე ქალსა მას გურიელისა და
Line of edition: 17    
მისთჳს იგი განუტევა \ ალექსანდრე და ესე დარეჯან ისუა ცოლად მისცა და წარიყვანა
Line of edition: 18    
იმერეთს.

Line of edition: 19    ხოლო ჟამსა ამას მპყრობელი იმერეთისა გიორგი და დადიანი შურად ედგნენ
Line of edition: 20    
ერთმანერთსა და იყო ჴდომა და შური ურთიერთას, აოჴრებდენ ქუეყანასა
Line of edition: 21    
ურთიერთას.

Line of edition: 22    
მაშინ ბატონმან თეიმურაზას შემოიყარნა სპანი თჳსნი, წარვიდა და მიუჴდა ულიკოსორს
Line of edition: 23    ლეკსა, რამეთუ იგინი უჴდებოდენ კახეთს ავაზაკობდენ და სრვიდენ კაცთა
Line of edition: 24    
და ტყუე-ჰყოფდენ და ჰყიდდენ, და ამისთჳს შური იძია ბატონმან თეიმურაზ, მიუჴდა
Line of edition: 25    
და გაემარჯუა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველივე მუნ მკჳდრნი. და წარმოვიდნენ
Line of edition: 26    
მუნითგან ეძლეველნი მტერთანი, შემოიქცეს კახეთს:



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.