ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 440

Page of edition: 440  Line of edition: 1    მეფემან დაიპყრა. და მეფობდა მეფე შანავაზ სამთავე სამეფოთა: ქართლსა, კახეთსა და
Line of edition: 2    
იმერეთსა ზედა, ესრეთ განდიდნა და აღემატა მეფობა და სიმდიდრე მისი საქართველოსა
Line of edition: 3    შინა.

Line of edition: 4    
და განამდიდრნა ყოველნივე მკჳდრნი სამეფოთა თჳსთანი: უკეთუ ვინმე იყო
Line of edition: 5    
გლახაკი და უპოვარი მონაგებთაგან, აღივსნეს უხუად წყალობითა და საჴმართა ბოძებითა
Line of edition: 6    
მისითა, და უკეთუ იყო ვინმე ნაკლულოვან აგარაკთაგან, ანუ მონათაგან, ანუ
Line of edition: 7    
საჭურჭლეთაგან, ყოველნივე განმდიდრდეს, და გარდაემატათ სიმდიდრე და მორჭმულობა
Line of edition: 8    
მკჳდრთა საქართველოსათა.

Line of edition: 9    და სადაცა იყო იატაკი მთათა შინა, \ ანუ ბართა უჴმად მყოფი, ყოველივე საჴმარად
Line of edition: 10    
კაცთა შერაცხილ იქმნა: უშენნი აღშენდეს და \ მრავალნი დაბანი და დიდ-დიდნი
Line of edition: 11    
თემნი შესძინნა სამეფოსა საქართველოსასა. და სადაცა იყვნენ თანამდებნი, მევახშეთაგან
Line of edition: 12    
განათავისუფლნა.

Line of edition: 13    
და წმიდანი ეკლესიანი ზეშთა აღმატებულ-ყო შესაწირავითა აგარაკთა და ყოველთა
Line of edition: 14    
სამკაულთა მიერ განაშშენა, გლახაკთა და უღონოთათჳს ფრიად მოწყალე და
Line of edition: 15    
ქველის-მოქმედი იყო: ტყუენი გამოჴსნილ იქმნეს.

Line of edition: 16    
ქურივთა და ობოლთა მოწყალე, მართლ-მსაჯულ და ძელის-ამპყრობელ, და იყო
Line of edition: 17    
ყოველთათჳს მოსამართლე და მოწყალე, მსჯავრსა შინა პირ-უთნებელ, უქრთამო და
Line of edition: 18    
სწორის სამართლის მოქმედ, უხჳ, უშურველ-უტყუარ, ერთგულთათჳს უხუად წყალობის
Line of edition: 19    
მიმნიჭებელ, ურჩთა და ორგულთა ძლიერად შემრისხველ, დიდებისა და სახელის
Line of edition: 20    
მეძიებელ, მტერთა მიმართ უძლეველ და ახოვნად წინა-განმწყობ, წინააღმდგომთა
Line of edition: 21    
თჳთა უშიშრად შემმართველ, რაზმთა და წყობათა შინა კეთილად \ განმზრახი სარდალი,
Line of edition: 22    
რაინდობათა შინა უებროდ მორბედი და ყოველსავე სამამაცოსა ზნეობასა შინა
Line of edition: 23    
უსწორო. და ესრეთ კეთილად მართებდა სამთავე სამკჳდროთა სამეფოთა თჳსთა და
Line of edition: 24    
თჳთ სუე-სრულობით მეფობდა და განაგებდა განსაგებელთა თჳსთა.

Line of edition: 25    
და ამა ჟამსა შინა მიიცვალა კათალიკოზი ქრისტეფორე და დასუა მის წილად
Line of edition: 26    
ბიძაშვილი თჳსი დომე[ნ]ტი, კაცი სრული საქმითა, რამეთუ ამან მატა სჯულსა და წესსა
Line of edition: 27    
ეკლესი[ი]სასა.

Line of edition: 28    
ხოლო ეხსნეს ფრიად პატიოსნისა სჯულიერის მეუღლისა თჳსისა როდამისაგან
Line of edition: 29    ძენი ექუსნი და ასულნი ორნი. სახლი ასულთა მათ: ანუკა და თამარი, ხოლო ძეთა
Line of edition: 30    
მათ სახელები: პირმშო და საყუარელი არჩილ, გიორგი, ლუარსაბ, ალექსანდრე,
Line of edition: 31    ლევან და სულეიმან.

Line of edition: 32    აღზარდნა მეფემან ესენი დიდად სახელოვანნი და პატიოსანნი ძენი და ასულნი
Line of edition: 33    
თჳსნი მრავლითა ფუფუნებითა და საჴელმწიფოსა სწავლითა \ და სიბრძნე-მეცნიერებითა.

Line of edition: 34    
პირველად განსწავლნა სამღთოთა წერილთა სწავლა-თარგმანებათა და განმარტებათა



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.