ARMAZI
Kartlis Cxovreba II
Part No. 527

Page of edition: 527  Line of edition: 1    უფრო მოყურობდა დაუთხანს. მიზეზისა ამისთჳს დიდად მოშურნე ექმნა კახი ბატონი
Line of edition: 2    
ალექსანდრე მეფესა სვიმონს.

Line of edition: 3    მაშინ ტფილისი და ციხე ტფილისისა ეპყრათ ურუმთა, და მეფე სვიმონ იდგა
Line of edition: 4    
დიღომს დედოფლითურთ. ხოლო კახი ბატონი ფრიად მოშიში იყო მეფისა სვიმონის.

Line of edition: 5    მიერ, "ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს ამოწყუედისათჳს ცოლის ძმებისა თჳსისა": ოდეს დაჴოცა
Line of edition: 6    
ალექსანდრე ძმანი თჳსნი, იგინი იყვნენ ცოლისძმები მეფისა სვიმონისა. ამისთჳსცა
Line of edition: 7    
მიესმა ალექსანდრეს მცირითა კაცითა ყოფნა მისი დიღომს, შემოიყარა კახნი
Line of edition: 8    და წარმოემართა ღამით, და დაესხა უგრძნობელად მეფესა სვიმონს.

Line of edition: 9    ხოლო მეფემან სვიმონ თჳთ მხოლომან კნინღა განარინა თავი თჳსი სიკუდილსა.

Line of edition: 10    
მაშინ შეესია და იავარ-ჰყო საჭურჭლე და ბარგი მისი, და სირ\ცხვილთა საფარველი
Line of edition: 11    
დედოფლისა, დისა თჳსისა, თჳთ მანვე ალექსანდრე აიცვა წუერსა ზედა შუბისა
Line of edition: 12    
თჳსისასა. და ქმნა მრავალი უკადრისი საქმე, და წარმოვიდა. მივიდა და დადგა მარტყოფს,
Line of edition: 13    [ადგილსა] რომელსა ჰქჳან ჭოტორი.

Line of edition: 14    ხოლო მეფემან სვიმონ შემოიყარა სპანი ქართველთა, და წარვიდა გულითა
Line of edition: 15    
სრულითა ალექსანდრესა ზედა. და წინათვე წარავლინა კაცი და მიუმცნო ესრეთ:
Line of edition: 16    
"ვინათგან შენ იკადრე ეგევითარი ბოროტი, რომელი არა არს წესი მეფეთა, და
Line of edition: 17    
მუხთლად დამესხი შეუგრად მძინარესა, და აწ უწყოდე, რამეთუ წარმოსრულ ვარ შენ
Line of edition: 18    
ზედა ბრძოლად. და უკეთუ ხარ კაცი გამოცდილ მამაცობასა შინა, დამხუდი, რამეთუ
Line of edition: 19    
უმჯობეს არს ომი გამოცხადებული უფროს ღალატად ნაქმარსა" მაშინ მივიდა მეფე
Line of edition: 20    
სვიმონ და შეიბნეს, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მიეცა ძლევა მეფესა სვიმონს და
Line of edition: 21    
ქართველთა. და ივლტოდა ალექსანდრე, და შეიპყრეს კახნი თავადნი, რომელ მცირედნი
Line of edition: 22    
ძნიად განერნეს.

Line of edition: 23    
და წარმოვიდა მეფე სვიმონ გამარჯუებული, და წარმოასხეს პყრობილნი კახნი
Line of edition: 24    დარბაისელნი, და დააფიცეს მცხეთას სუეტსა ცხოველსა ზედა. ესრეთ დააფიცეს კახნი,
Line of edition: 25    ვითარმედ: "ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს
Line of edition: 26    კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო". და ოდეს ესრეთ დააფიცეს,
Line of edition: 27    
მაშინ მიანიჭა ყოველთავე კახთა წყალობა და ხალათები. და ესრეთ განუტევნა იგინი
Line of edition: 28    
მშჳდობით და არღარა ემტერებოდა მიერითგან. და უკეთუმცა ენება მეფესა სვიმონს,
Line of edition: 29    მაშინ დაიპყრობდა სრულიად კახეთსა და ალექსანდრესაცა. ხოლო იქმნა ომი ესე
Line of edition: 30    
ქორონიკონს ს~ჲთ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპბ.

Line of edition: 31    
ამისა შემდგომად გამოვიდა დიდი ამირსპასალარი ხვანთქრისა, მაჰმად ფაშა,
Line of edition: 32    
ჩამოვლო ზემო ქართლი და აღიღო გორის ციხე, და შეაყენნა მცველნი თჳსნი. და



This text is part of the ARMAZI edition of Kartlis Cxovreba II.

Copyright ARMAZI Project, Frankfurt a/M, 27.9.2002. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.