TITUS
Kaixosro, Omainiani
Part No. 3
Previous part

Chapter: II 
Strophe/Paragraph: T 
Verse/Line: 4/1  აქა ტარიელის ძის სარიდან ხელმწიფის შვილის, ომაინ
Verse/Line: 4/2 
ჭაბუკის, ცხოვრება და ამბავი სიყრმისა ჟამსა






Strophe/Paragraph: 26 
Verse/Line: a       ტარიელის ძე უკადრი   დაჯდა ხელმწიფე ბრძნობილი,
Verse/Line: b       მამის მამისა სახელი   იყო სარიდან ხმობილი,*
Verse/Line: c       პირველად ლაღი, ამაყი   და მერმე წყნარი, ლმობილი,
Verse/Line: d    და   მის ქვეყანისა ვინმც ნახის,   რაც საქმე დასაგმობილი?






Strophe/Paragraph: 27 
Verse/Line: a       მას ედგა ცოლი მნათობი,   ასული ავთანდილისა,*
Verse/Line: b       მჯობი ყოველთა კეკლუცთა   ნახვა მისისა ჩრდილის ,
Verse/Line: c       ღვთისა მოშიში, მოწყალე,   სულთ ჩამდგმო დაბნედილისა,*
Verse/Line: d    და   მისგან იქნების გამოხსნა   სამუდმოდ წაწყმედილისა.*






Strophe/Paragraph: 28 
Verse/Line: a       მისსა მაქებსა ბრძენსაცა   გული ზღვად დაენთქამება,
Verse/Line: b       ვით მზისა სხივთა საჭვრეტლად   თვალი არ შეედგამება,
Verse/Line: c       მისთა შორმყოფთა სამისოდ   დაუცთ თავისა წამება,
Verse/Line: d    და   იტყვიან: დღე სიკვდილისა   ოქროთ არ მოიქრთამება.






Strophe/Paragraph: 29 
Verse/Line: a       პირველად თავსა ვაბრალებ,   ვინ ვიქ ამისა წერასა,
Verse/Line: b       მაგრამ ვერ მორჩეს შობილი,   თავის ბედსა და წერასა,
Verse/Line: c       კვლავ ვამჯობინე ამისი   დაწერა დაუწერასა,
Verse/Line: d    და   მით რომე, გულსა ედების   ცეცხლი, ვით შავსა წერასა.






Strophe/Paragraph: 30 
Verse/Line: a       შეამკეს წესი სამეფო   უმჯობედ პირვანდელისა,
Verse/Line: b       იყვის კარ-გახსნით ყოვლთათვის   შოვება საწადელისა,
Verse/Line: c       არ გაითვალის მეფემან   გაცემა გუში დელისა,
Verse/Line: d    და   ლხინი და ლართა ბოძება   ვით ითქმის მაშინდელისა!






Strophe/Paragraph: 31 
Verse/Line: a       გადიდდა მეტად ხელმწიფე   მორჭმითა აღმატებული,
Verse/Line: b       სხვაც დაიჭირა სამეფო   ინდოეთს მომატებული,
Verse/Line: c       მამისა მსგავსი ძალ-გულად   თვით მარტო განმარტებული,
Verse/Line: d    და   არ ძალმიც სულ თქმა, რაც მათთვის   ქება მაქვს გამეტებული.






Strophe/Paragraph: 32 
Verse/Line: a       ათგან მოკაზმა მეფემან   სახლი, სრა, დარბაზებია,
Verse/Line: b       შიგნით ხელწმინდად ნახატი,   გარ ოქროს გუმბაზებია,
Verse/Line: c       თლილის ქვით ციხე-ქალაქი   და კოშკი ზედა-ზებია
Verse/Line: d    და   მისსა მნახავსა დაუშრტის   გულს ცეცხლი ანგზებია.






Strophe/Paragraph: 33 
Verse/Line: a       ქვეშსაფენლად სტავრა იყო,   ჩათმა ოქროდ მოქსოვილი,
Verse/Line: b       მის ჟამისა სიკეთისა   ვინცა ნახა მახსოვილი,
Verse/Line: c       მუტრიბთა და მომღერალთა   ხმები ერთად გაქსოვილი,
Verse/Line: d    და   მაშინ არსად არ გესმოდეს   გლახაკთაგან მოთხოვილი.






Strophe/Paragraph: 34 
Verse/Line: a       სასახლეთ შუა ადგილი სამ-სამის   დღისა სავალი,
Verse/Line: b       ყოვლთა თვით ჰქონდის საჭურჭლე,   არსით უნდოდა სავალი,
Verse/Line: c       მხეცთა, ნადირთა, ფრინველთა   ხმა იყო გარდასავალი,
Verse/Line: d    და   აღმოსავლეთი ხელთ ჰქონდა,   მონებდა სრულ დასავალი.






Strophe/Paragraph: 35 
Verse/Line: a       მართ ერთი თვე ერთად დაყვეს   შემსგავსებით ჟამთა, დროსა,
Verse/Line: b       ხელმწიფის კარს ნახვდი მარგალიტსა   დანაგროვსა,
Verse/Line: c       ცხენსა ჯოგად მოასხმიდეს   გასაცემლად ხრო-და-ხროსა,*
Verse/Line: d    და   სხვას მისცემდეს, არ კითხვიდეს:   ეგ იშოვნე, ნეტარ, როსა?






Strophe/Paragraph: 36 
Verse/Line: a       ერთსა თვესა შეამკიან   მოედანი კარვებითა,
Verse/Line: b       ორს ფარსანგსა მოხვივიან   ატლასისა ფარდებითა,
Verse/Line: c       მეფე იყო გამცემელად   არ ცუდისა ქადებითა,
Verse/Line: d    და   ხორციელი ვით იქმოდა,   თუ არ ღვთისა განგებითა!






Strophe/Paragraph: 37 
Verse/Line: a       ათგანვე სახლთა ათასნი   პირმთვარე იმყოფებოდა,
Verse/Line: b       კვლავ მოასხიან მნათობნი,   აროდეს იმყოფებოდა,
Verse/Line: c       ათასი მუდამ თან ახლდის,   მათგან არ იმყოფებოდა,
Verse/Line: d    და   მისთა მტერთა და ორგულთა   ჟამი არ იმყოფებოდა.*






Strophe/Paragraph: 38 
Verse/Line: a       ბაღთა სიკეთე ვით გკადრო,   ან სურნელების სულია!
Verse/Line: b       შუა ვარდთა და ნარგიზთა ალვის   ხე ამოსულია,
Verse/Line: c       ზამთარ და ზაფხულ ნიადაგ   ყვავილი გამოსულია,
Verse/Line: d    და   ვინცა შევიდის, ნებითა   არ იქნის წამოსულია.






Strophe/Paragraph: 39 
Verse/Line: a       წელიწდისა ერთსა თვესა   ნადირობა მიხვდებოდა,
Verse/Line: b       ათსა თვესა სასახლესა   ჟამთა-ჟამად იქნებოდა,
Verse/Line: c       ერთსა თვესა მოედანსა   ტურფის კარვით იდგებოდა,
Verse/Line: d    და   ესე ასე ყოვლი საქმე   ამ წესითა რიგდებოდა.






Strophe/Paragraph: 40 
Verse/Line: a       ესოდენსა სიხარულსა   ერთი ჰქონდა საჩივარი:
Verse/Line: b       ძე არ ყვანდათ, ვაჟი იყო,   გულსა სჭირდათ სატკივარი,
Verse/Line: c       იტყოდეს, თუ: "რა ვყოთ, ანუ   რა ვქნათ, საქმის საძივარი?*
Verse/Line: d    და   შევეხვეწნეთ სახიერსა,   ჩვენი მხსნელი იგივ არი".*






Strophe/Paragraph: 41 
Verse/Line: a       მოიღეს მათი, დიდება   ღმერთსა შესწირეს პირითა:
Verse/Line: b       "მოსამართლეო, დაგვიხსენ   უსაზომოსა ჭირითა,
Verse/Line: c       შენ იცი გულის ნადები,   ნუ ამოგვაგდებ ძირითა,
Verse/Line: d    და   წყალობა შენი უხვია,   არაოდეს ხარ ძვირითა".






Strophe/Paragraph: 42 
Verse/Line: a       მას ღამესა ძილსა შიგან   მეფემ ნახა მოჩვენება,
Verse/Line: b       მას ახარა ანგელოზმან,   უთხრა: "იქნა შენი ნება,
Verse/Line: c       აღქმა დადევ "ბოროტისა,   გმართებს ჩემი გაგონება,
Verse/Line: d    და   მან დაგიხსნა ჭირისაგან,   ვისცა ძალუც განკურნება.






Strophe/Paragraph: 43 
Verse/Line: a       შვილი მოგხვდების კეთილსა   ეტლზედან დაბადებული,
Verse/Line: b       ყოველსა ზედან საღვთოსა   წესზედან გასწავლებული,
Verse/Line: c       თქვენ იყვნეთ მისის ნახვითა   ნიადაგ გახარებული,
Verse/Line: d    და   იგი შეიქნას ყოველთა   მეფეთა აღმატებული".






Strophe/Paragraph: 44 
Verse/Line: a       გაეღვიძა, ცოლსა უთხრა,   ორნივ ღმერთსა ადიდებდეს,
Verse/Line: b       იმ ჟამითგან დაჯერებით   იყვნეს, იმედს დაიდებდეს,
Verse/Line: c       გასაცემლად სალარონი   ყველგან კართა გაიღებდეს,
Verse/Line: d    და   ვინ დასთვლიდა საქონელსა,   რომ გლახაკნი წაიღებდეს!






Strophe/Paragraph: 45 
Verse/Line: a       ჟამი იქმნა განგებითა,   დაორსულდა დედოფალი,
Verse/Line: b       ზარი გახდა, მოიწვიეს   ყოვლნი სხვაგან ნამყოფალი,
Verse/Line: c       მუნ მოვიდნენ, დაუტევეს   თავთავისი სამყოფალი.
Verse/Line: d    და   ვეჭვ, არ დარჩა უშოვებლად   მუნ ხანისა დამყოფალი.*






Strophe/Paragraph: 46 
Verse/Line: a       ვით ვთქვა ლაშქართ გახარება,   დაიბადა რა ჟამს ვაჟი,
Verse/Line: b       სიხარულით დალბებოდა   სიპი ქვა და სალი კაჟი.
Verse/Line: c       მეფე ბრძანებს: "ამოვკვეთოთ   ასაღებად ყოვლგნით ბაჟი!"
Verse/Line: d    და   მთელსა ლალსა გასცემდიან,   არვის უნდის დანაბაჟი.






Strophe/Paragraph: 47 
Verse/Line: a       ორმოც დღესა ლხინი იყო,   საჩუქრისა არ მოწყენა,
Verse/Line: b       შორს გზისანი გაისტუმრა,   სხვანი იქივ დააყენა,
Verse/Line: c       მერმე კიდევ საბოძვარი   ზოგთ უკანაც გაუყენა,
Verse/Line: d    და   მაშინდელმან მათმან ლხინმან   მტერსა თვალი დაუყენა.






Strophe/Paragraph: 48 
Verse/Line: a       ვაჟსა სახელი დაარქვეს   ომაინ გვარისეულად,*
Verse/Line: b       ვით იზრდებოდა, რა გკადრო,   ან რა გვარ ყოფაქცეულად!
Verse/Line: c       პირი მზესავით შვენებით,   ტანი ალვისა ხეულად,
Verse/Line: d    და   ხუთის წლისასა ვერ მორჩის   აბჯარი გაუხეველად.






Strophe/Paragraph: 49 
Verse/Line: a       ესე ასრე მოიზარდა,   მოუმატეს ლხინსა ლხინი,
Verse/Line: b       მათსა გულსა გაივლიდა   რამცა საქმე მოსაწყინი!
Verse/Line: c       ერთგულ-ქმნილთა მოუვიდათ   საქმე კეთილ მოსავლინი,
Verse/Line: d    და   მათთა მტერთა დაემართა   მეტის-მეტი შესაშინი.






Strophe/Paragraph: 50 
Verse/Line: a       გაიზარდა, არვინ ჰგვანდა   შვენებითა, არცა ტანად,
Verse/Line: b       მისთა შუქთა მზისა შუქი   თან არ ჰქონდის მოსატანად,
Verse/Line: c       გასაცემლად მოლარენი   იყვნეს კარგის მოსატანად,*
Verse/Line: d    და   ყოვლი მსმელი მას წინაშე   იქმნის ორთა გასატანად.*






Strophe/Paragraph: 51 
Verse/Line: a       ჭკვიანი და გონიერი   მართ მამაცად გმირთა გმირი,
Verse/Line: b       მისგან სიტყვა არვის ესმა   არაოდეს გულსაგმირი,*
Verse/Line: c       ვინცა ნახის მას წინაშე   რაც რამ ფერი დასაგმირი!
Verse/Line: d    და   მისსა ლახტსა სიმძიმითა   სხვათა ხელი ვერსა გმირი.






Strophe/Paragraph: 52 
Verse/Line: a       ყოვლის კაცისა მოყვარე,   სიწყნარე ჰქონდის ბრძენისა,*
Verse/Line: b       უცხოს კაცთაგან სიამე   ჰქონდის ამბისა სმენისა,
Verse/Line: c       უხვ-უშურველი, გამცემი,   ტურფა, უებრო ენისა,**
Verse/Line: d    და   მისსა მნახავსა დავიწყდის   ჭირი ყოვლისა სენისა.






Strophe/Paragraph: 53 
Verse/Line: a       ყოვლის ფერით შემკობილი   თვალ-ტანად და ძალად, გულად,
Verse/Line: b       მესროლნი და მობურთალნი   მასთან არ ჩნდა სავარგულად,*
Verse/Line: c       ტანი მისი ემსგავსების   სარო იყო დანერგულად,
Verse/Line: d    და   შორით ნახვად წამოსულნი,   ზოგნი იქნის დაკარგულად.






Strophe/Paragraph: 54 
Verse/Line: a       მეფესა და დედოფალსა   დიდი ჰქონდათ სიყვარული,
Verse/Line: b       რა ნახიან, მოემატის   გულსა მათსა სიხარული,
Verse/Line: c       ბროლ-სადაფსა აშვენებდის   გამჭვირვალი ლალი სრული,
Verse/Line: d    და   მისსა მჭვრეტსა არაოდეს   მოუვიდის თვალთა რული.






Strophe/Paragraph: 55 
Verse/Line: a       დრო მოვიდა, მოედანსა   როს კარავი დაიდგმოდის,
Verse/Line: b       თავადთა და დიდებულთა   ყოშუმი და რაზმი მოდის,*
Verse/Line: c       ხატაურთა ოთაღთაგან   ბიჯი აღარ წაიდგმოდის,
Verse/Line: d    და   ცემა იყო ქოს-ტაბლაკთა   და მუტრიბთა ხმა ისმოდის.






Strophe/Paragraph: 56 
Verse/Line: a       ხშირად იხმოდის თავადთა,   მაგრამ უფროვე კარავთა,
Verse/Line: b       ერთობით უსხდის ტახტზედა   სულ ოქრო გარდნაკარავთა.
Verse/Line: c       გარდაფენდიან მძიმესა   ოქსინო შენაკარავთა.
Verse/Line: d    და   მეფე ბრძანებდა: "შეგმატო,   ვინ ლხინსა მოიმკარავთა".






Strophe/Paragraph: 57 
Verse/Line: a       შვილსა შვიდასნი თავადნი   თვითოს მხარს დაუსხდებოდა,
Verse/Line: b       თვით გარე-მდეგთა ლაშქართა   რიცხვი არ შეიგებოდა,
Verse/Line: c       ოქროს სარტყლითა მონანი   მრავალნი წამოდგებოდა,
Verse/Line: d    და   ვერ მნახავთაგან სურვილით   იგი დღე ინატრებოდა.






Strophe/Paragraph: 58 
Verse/Line: a       ომაინ მივა წვეული,   მანდატურნი დგეს გარესა,
Verse/Line: b       თავადნი ტახტით ჩამოხდეს,   რა მისვლა იჟმიარესა,
Verse/Line: c       თაყვანი სცეს და უკუდგეს   კარვისა ერთსა მხარესა,
Verse/Line: d    და   თქვეს, თუ: "ტარიელს ესე სჯობს!"   სხვას ვისმცა შეადარესა!






Strophe/Paragraph: 59 
Verse/Line: a       მუნვე დასხდომა უბრძანა   პირითა მოცინარითა,
Verse/Line: b       თვით მეფის მარჯვნით გარდახდა   ქცევითა რათმე წყნარითა,
Verse/Line: c       ვით მთვარე მზისა გავსილი   მჭვრეტელთა სალხინარით ;
Verse/Line: d    და   მამა ჰკითხევდა ამბავსა   ტკბილითა საუბარითა.






Strophe/Paragraph: 60 
Verse/Line: a       მაშინ ქვეყანა შვენოდა,   ვით ცანი ვარსკვლავისაგან,
Verse/Line: b       ყოვლნი ომაინს უჭვრეტდეს,   უნათლე იყო მზისაგან,
Verse/Line: c       გამოსულიყო ნაყოფი   მის კეთილისა ხისაგან,
Verse/Line: d    და   სურნელის სულსა ადენდა   ყვავილი სამოთხისაგან.






Strophe/Paragraph: 61 
Verse/Line: a       ჭამა შეიქნა. მოიღეს,   -_ ქება ვით ითქმის ენითა! --
Verse/Line: b       ლალ-იაგუნდის ჯამები   ოქროსა დასადგენითა,
Verse/Line: c       ბროლი და ჭიქა ღვინისა   არ დასცხრა მოსადენითა.
Verse/Line: d    და   მეფე ბრძანებდა: "თავადნო,   ლხინს კარგა ეცადენითა!"






Strophe/Paragraph: 62 
Verse/Line: a       გათავისმსმელდა ომაინ,   მჭვრეტელთა სასურველია,
Verse/Line: b       თან აიტანა სპათაგან   თავადნი ინდოელია,
Verse/Line: c       ხელმწიფის წინა დალევდენ,   დაფიცხდეს ჩანგთა მკვრელია.
Verse/Line: d    და   ხელ-გასაცემლად საჭურჭლე   ძეს ქვეყნის მოსარწყველია!*






Strophe/Paragraph: 63 
Verse/Line: a       იმ დღის მნახავსა საქებრად   მეტობა უნდა ენისა:
Verse/Line: b       მოდგიან გობი ოქროსი   თვითოსთვის შესასმელისა;*
Verse/Line: c       მკვრელთაგან იყო საკრავი   ხმა ტკბილად მოსასმენისა,
Verse/Line: d    და   ყოვლგნით შეიქნა სიმღერა,   მსხდომთა არ მოსაწყენისა.






Strophe/Paragraph: 64 
Verse/Line: a       კარავთა გარე გამოვა   ომაინ სასერნებელად,*
Verse/Line: b       ლაშქართა თვალი მოავლო   მათ ჭირთა საკურნებელად,
Verse/Line: c       მან კაცი ნახა მოწყენით   გულისა ნამტკივნებელად,
Verse/Line: d    და   უბრძანა, მონა მოიხმო   მის ყმისა საჩვენებელად.






Strophe/Paragraph: 65 
Verse/Line: a       შორით შეხედა, მან ნახა   კაცი ვინმე ფერნამკრთალი,
Verse/Line: b       დაყრით დგა და ეტყობოდა   ღაწვთა ცრემლის ნაწვეთალი,
Verse/Line: c       ლაშქართაგან ვერა იცნა,   აზრი ექნა მას მართალი:
Verse/Line: d    და   განგებითა იგი მოვა,   რა არს ღვთისა სამართალი!






Strophe/Paragraph: 66 
Verse/Line: a       უბრძანა, თუ: "წადი, ნახე,   და ადგილი ისწავლენი,
Verse/Line: b       არ წესია ამ ქვეყანას   კაცსა სჭირდეს მოსაწყენი,
Verse/Line: c       ხვალ მოვიდეს, მან მიამბოს,   მას გულს სჭირდეს რაცა სენი,
Verse/Line: d    და   ღმერთსა უნდეს, მოულხინო   მე მას ადრე მოსალხენი".*






Strophe/Paragraph: 67 
Verse/Line: a       კაცნი მობრუნდეს მეფისა   ომაინისთვის მხმობელი,
Verse/Line: b       იგი მობრუნდა, შევიდა,   ვითა მზე მანათობელი,
Verse/Line: c       მისთა მხეველთა ლხინი-და,   ვერ მჭვრეტთა მანათობელი,*
Verse/Line: d    და   ვინცა გამოჩნდეს იმისი   ღვინითა დამათრობელი?






Strophe/Paragraph: 68 
Verse/Line: a       დილითგან სხვასა დილამდის   მართ ერთად იყვნეს მსხდომია;
Verse/Line: b       ახალგაზრდასა ომაინს   წინ ვერვინ დანამდგომია,
Verse/Line: c       იგი ეგრე ჯდა, თუ ჰგვანდა   ერთისა შენასომია,
Verse/Line: d    და   სხვანი მონათა გაიხვნეს   ფერხზედ ვეღარა მდგომია.*






Strophe/Paragraph: 69 
Verse/Line: a       იგი ადგა, მუნ მყოფელთა   თვალთა სჭირდა მისი მზერა,
Verse/Line: b       წესი არის: დააჩრდილებს,   მოეფაროს გორას მზე რა.
Verse/Line: c       აიყარნეს წამოსავლად,   მეტსა სმასა შეეჯერა,
Verse/Line: d    და   ყოვლგნით კერძო დაესრულნეს   სიმღერით და ჩანგთა მღერა.






Strophe/Paragraph: 70 
Verse/Line: a       შინა მოვიდა იგი მზებრ,   მართ ადგომილი ლხინითა,
Verse/Line: b       წინ მოეგებნენ მონანი   ხელ-დაღებულნი ინითა,
Verse/Line: c       ბროლისა ელვა კრთებოდა   ვარდთაგან მინაცინითა.
Verse/Line: d    და   კვლავ ლხინად დაჯდა შვენებით   არმჭვრეტთა მოსაწყინითა.






Strophe/Paragraph: 71 
Verse/Line: a       მასვე მონასა უბრძანა,   რომე პირველ დაებარა:
Verse/Line: b       "წადი, იგი მოყმე ნახე,   ვინ შუქთა ფენს მზეებარა,
Verse/Line: c       უთხარ: ვიცი, შეგეტყობის   გული ჭირსა დაება რა.
Verse/Line: d    და   მოდი, მითხარ, ნუ თუ გარგო,   ვნახოთ ღვთისა განგება რა.*






Strophe/Paragraph: 72 
Verse/Line: a       კვლავცა უთხრა: მოგიქარვებს   სევდა, ანუ რაცა გჭირსა,
Verse/Line: b       მას თვალი აქვს ყოვლსა ზედა,   მოხმარება დია სჭირსა".
Verse/Line: c       მან მონასა შემოხედა,   გვანდა საქმე განაჭირსა --
Verse/Line: d    და   "წადი, ჰკადრე: ვერვინ მარგებს,   უკეთ ვიცნობ ჩემსა ჭირსა.






Strophe/Paragraph: 73 
Verse/Line: a       მე რას მაქნევს მეფე თქვენი,   ან სიტყვასა რად მაცთუნებს?*
Verse/Line: b       მჭუნვარისა კაცის ნახვა   მხიარულსა დააჭმუნებს.
Verse/Line: c       რადღა ვარგა სანახავად,   ვისცა ჭირი იძაბუნებს?
Verse/Line: d    და   უსიკვდილოდ არ წამოვალ,   ცუდად ნურცა მოგაბრუნებს".






Strophe/Paragraph: 74 
Verse/Line: a       მოვიდა, ჰკადრა მონამან   მის ყმისა ნაუბარია,
Verse/Line: b       ომაინ გაწყრა მისისა   არ-მისვლის შემტყობარია,
Verse/Line: c       ბრძანა, თუ: "კაცთა გაუსევ,   ვით ვიყო დამთმობარია?
Verse/Line: d    და   მაგრამ პირველად სიჩქარე   ბრძენთაგან ნაგმობარია".*






Strophe/Paragraph: 75 
Verse/Line: a       ბრძანა: "წავალ, თვით მე ვნახავ,   რა გინდ რა ვინ დამიზრახოს,
Verse/Line: b       წესი არის, კითხვა უნდა   უცხოს, არ თუ გაენახოს,
Verse/Line: c       მან მიამბოს რაცა იცის,   რა მივიდე, ახლოს მნახოს,
Verse/Line: d    და   ვით იქნების, მე ვკითხევდე   და საუბრად არ მიზრახოს!"






Strophe/Paragraph: 76 
Verse/Line: a       იგი მივიდა, გარდახდა   სახლსა უცხოსა ყმისასა,
Verse/Line: b       გამოეგება ღარიბი,   მთვარე ჰგავს შუქ ნამტყვისასა,*
Verse/Line: c       ორთავე ერთად შვენება   ნათელსა სჯობდა მზისასა,
Verse/Line: d    და   მათ ვერვინ ედარებოდა,   ვით ბნელსა ჟამი დღისასა.






Strophe/Paragraph: 77 
Verse/Line: a       გვერდსა დაისვა, დაუწყო   მას ამო საუბარია,
Verse/Line: b       უთხრა, თუ: "ძმაო, ვინა ხარ,   ან ვისთა ტომთა გვარია?
Verse/Line: c       ვარდსა აჩნია მზისაგან   მოშორვებისა დარია.
Verse/Line: d    და   შენ იაგუნდი რამ შეგქნა,   აწ ასრე ფერ-მიმხდარია"?!*






Strophe/Paragraph: 78 
Verse/Line: a       მოახსენა: "ხელმწიფეო,   ხარ მეტადცა გონიერი,
Verse/Line: b       საქმე ჩემი გრძელი არის   და თქმად არა ჟამიერი;
Verse/Line: c       ნუმცა მკითხავ, ვერცა ვიტყვი,   დაგაფიცო სახიერი,*
Verse/Line: d    და   მამწონს თქვენი პატრონობა,   ხელმწიფური საქციერი".






Strophe/Paragraph: 79 
Verse/Line: a       უთხრა, თუ: "ძმაო, არ მამწონს   მაგ საუბართა თქმულობა,
Verse/Line: b       რად მოიხმარე ჩემზედა   გულისა უცხოურობა?
Verse/Line: c       ჩვენი წესია, ხელთა გვაქვს   კარგთ კაცთა მოყვარულობა,
Verse/Line: d    და   დღეითგან ძმა ხარ, შენია   ეს ჩემი სრულ მორჭმულობა".






Strophe/Paragraph: 80 
Verse/Line: a       ადგა, ყელსა მოეხვია,   მათ აკოცეს ერთმან-ერთსა,
Verse/Line: b       ატირდა და აატირა,   გული ჰგვანდა განაერთსა,
Verse/Line: c       ჰკადრა: "წვრილად მოგახსენო,   რადგან სწადდა ესე ღმერთსა".
Verse/Line: d    და   იგი ვაჟი შეუყვარდათ   მათ ლაშქართა ხელი-ერთსა.






Strophe/Paragraph: 81 
Verse/Line: a       "აწ ვიკადრო ყველა წვრილად   ჩემ თავისა გარდასრული,
Verse/Line: b       რადგან ღმერთმან სამსახურად   მე ჩამიდგა თქვენგან სული,
Verse/Line: c       ვინ გვარი ვარ, ან სით მოვალ,   ანუ რად ვარ ფერწასული,
Verse/Line: d    და   სიცოცხლესა მოვეშორე   უიმედოდ წამოსული.*






Strophe/Paragraph: 82 
Verse/Line: a       ზღვათა მეფისა შვილი ვარ,   უბედო, გამწარებული,
Verse/Line: b       წელი სამია სამყოფსა   და მეფის მოშორებული,
Verse/Line: c       მე დედ-მამანი დავყარე   მართ ჩემგან გაჯავრებული,
Verse/Line: d    და   ასრე ობლად და ღარიბად   ვარ ცუდად სადმე რებული.






Strophe/Paragraph: 83 
Verse/Line: a       აჰა, თუ გინდა ამბავი   მართ ჩემგან დანაყბედია,
Verse/Line: b       ყველაი წვრილად ვიკადრო,   მაღალი ღმერთი მხედია;
Verse/Line: c       მე სანადიროდ გამოველ,   ზღვის პირსა დიდი ქედია.
Verse/Line: d    და   მას დღეს დაბნელდა ნათელი,   გაშავდა ჩემი ბედია!






Strophe/Paragraph: 84 
Verse/Line: a       შორით ვნახე ზღვასა შიგან   მომავალი ცოტა რამე,
Verse/Line: b       გამიკვირდა, უცხო იყო,   დავინახე იგი რა მე;
Verse/Line: c       მენავეთა მოსასხმელად   კაცსა უთხარ გამოყრა მე;
Verse/Line: d    და   "წადით, ფიცხლავ შემიტყევით,   რა გზანი გიც და ნახ რამე?"*






Strophe/Paragraph: 85 
Verse/Line: a       მენავეთა უყურებდი,   ნავი ფიცხლავ გააფრინეს,
Verse/Line: b       მიდიოდეს მოჭირვებით,   თუმცა არად შეირცხვინეს;*
Verse/Line: c       კაცი იწვა ფიცარზედა,   მისი პოვნა არ იწყინეს,
Verse/Line: d    და   მოიყვანეს დაბნედილი,   ჩემსა წინა მოაწვინეს.*






Strophe/Paragraph: 86 
Verse/Line: a       პური ვაჭამეთ, მობრუნდა   მორჩა, მოედგა სულობა,
Verse/Line: b       ამბავი ვკითხეთ, ყოფა თქვა   თავისი მან მისრულობა,*
Verse/Line: c       ჩრდილოეთისა ქალაქთა   სავაჭროდ წამოსულობა,
Verse/Line: d    და   "ნავი გაგვისქდა, დაგვეცა   უფსკრულსა დაკარგულობა".






Strophe/Paragraph: 87 
Verse/Line: a       მოვიყვანე ჩემსა წინა,   უთხარ: "თქვიო, რაცა იცი
Verse/Line: b       მითხრა: "დია მოგახსენო,   მაგრამ გკადრო პირველ ფიცი,
Verse/Line: c       რაცა მე ვსთქვა, მართალია,   სიტყვა ჩემგან დანამტკიცი,
Verse/Line: d    და   მისრეთისა შორს მყოფელმან,   ხამს, თუ გულსა დანა ვიცი!"






Strophe/Paragraph: 88 
Verse/Line: a       მე ვით გკადრო, თუ რა ამბო   ხელმწიფისა სიკეთისა!
Verse/Line: b       სიდიდე და მორჭმულობა   სხვას ვის ძალუც ეგეთისა?!
Verse/Line: c       უთხარით, თუ: საპატრონო   ჩვენ უფრო გვაქვს მისრეთისა.
Verse/Line: d    და   არ უკვირდა საქმე ჩვენი,   მასთან რამცა ეკეთისა.



Strophe/Paragraph: N 
Verse/Line: n.26/b    
მამისა მამისა] მამისა მისისა _ A, F. ^
Verse/Line: n.27/a    
ედგა] ყვანდა _ F. ^
Verse/Line: n.27/c    
ღვთისმშობლის მოწონებული _ F. ^
Verse/Line: n.27/d    
იქნების] იქმოდის _ A, C; სამუდამოდ] საბრალოდ _ F. ^
Verse/Line: n.35/c    
ხრო-და-ხროსა] ხორცად ხორსა _ F. ^
Verse/Line: n.37/x    
სტროფი აკლია E-ს.^
Verse/Line: n.40/c    
იტყოდიან: რა ვყოთ, რა ვქნათ? _ დაიწყვიან საჩივარი _ F. ^
Verse/Line: n.40/x    
სტროფის შემდეგ C, H, K იმეორებს მე-35 სტროფის პირველ დამეორე ტაეპებს, ხოლო მეორე ნაწილი ასე იკი^თხება:




      "გლახაკისა მონაცემად   აძლევდიან უხვად მწირსა,
      ევედრების ყოვლი სული   ცრემლით ღმერთსა მოწყალესა."



Verse/Line: n.45/d    
უშოვებლად] უშვილოდ _ F. ^
Verse/Line: n.48/a    
ყრმასა სახელი დაარქვეს ომაინ გვარისეულად _ E. ^
Verse/Line: n.50/c    
მოსატანად] მონატანად _ A. ^
Verse/Line: n.50/d    
გასატანად] შესატანად _ C. ^
Verse/Line: n.51/b    
მისგან სიტყვა არა ესმა არას კაცსა გასაგმირი _ F. ^
Verse/Line: n.52/a    
ბრძენისა] ბერძნისა _ F. ^
Verse/Line: n.52/c    
უხვ-უშურველი, უებრო, ტურფა, უებრო ენისა _ A, C, K. ^
Verse/Line: n.52/c    
უხვ-უშურველი, უებრო, ტურფა, წყლიანის ენისა _ E. ^
Verse/Line: n.53/b    
მისი ტონი მობურთალნი მასთან არ ჩნდის სავარგულად _ F. ^
Verse/Line: n.55/b    
ყოშუმი] ყუოშმი _ F. ^
Verse/Line: n.62/d    
ხელ-გასაცემლად] ხვალ გასაცემლად _ A, C. ^
Verse/Line: n.63/b    
გობი] გორი _ C. ^
Verse/Line: n.64/a    
კარავთა გარეთ] კართა გარეთა; სასერნებელად] სასურნელებლად _ C, K. ^
Verse/Line: n.66/d    
მოსალხენი] მოსაწყენი _ F. ^
Verse/Line: n.67/c    
მანათობელი] დამამხობელი _ E, მოსანდომელი _ F; ლხინი-და] ხარება _ F. ^
Verse/Line: n.68/d    
გაიხვნეს] გაასხეს _ F. ^
Verse/Line: n.71/x    
სტროფის შემდეგ ურთავს:^






      [მონა] მივიდა საუბრად,   მას კარნი დახვდა ღიანი,
      ახლოს მივიდა, სიცილით   ჰკადრა სიტყვები წყლიანი,
      უთხრა, თუ: "გიხმობს ომაინ,   ტან-ლომი, პირად-მზიანი,
      შენთა ჭირთაგან უჭკნების   მასცა ვარდი და იანი."



   
B-ში მე-71 სტროფი განმეორებულია, ოღონდ დასაწყისი ტაეპის პირველ ორი სიტყვის შეცვლით: მონა მოვიდა...
Verse/Line: n.73/a    
რად] რას _ C. ^
Verse/Line: n.74/d    
ნაგმობარია] საგმობარია _ C. ^
Verse/Line: n.76/b    
გამოეგება ღარიბი მთვარეს შუქ-დანაბადისა _ F, შუქნატყვისასა _ E. ^
Verse/Line: n.77/d    
იაგუნდი] იაგუნდად _ F; ფერ-გამხდარია] ფერ-ნამკრთალია _ F. ^
Verse/Line: n.78/c    
ნუ მკითხავ და... _ A. ^
Verse/Line: n.81/d    
უიმედოდ] უიმისოდ _ A, C. ^
Verse/Line: n.84/d    
რა გზანი გიც] რა გზანია _ C. ^
Verse/Line: n.85/b    
არად] ადრე _ C, K, არა _ E. ^
Verse/Line: n.85/d    
მოაწვინეს] მოიწივნეს _ F. ^
Verse/Line: n.86/b    
გვიამბო] ყოფა თქვა _ C, K. ^



Next part



This text is part of the TITUS edition of Kaixosro, Omainiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.