Strophe: 36 | ||
Verse: a | მათგან დარჩა ვაჟი ვინმე, | შუილი იმა ჴელმწიფეთა; |
Verse: b | მის საჴელად ვახტანგ დასდვეს, | აქებდიან კაცთა ძეთა; |
Verse: c | ცოტა იყო, ხუთის წლისა, | ასწავლიდენ გმირთა ზნეთა; |
Verse: d | მართ მაშინვე დაამგზავსეს* | დამრღუეველად სალთა კლდეთა. |
Strophe: 37 | ||
Verse: a | სულ შეიყარა ქართუელნი, | თავადი თუ სად არისა; |
Verse: b | არჩივეს ბრძენთა სიტყუანი, | პლატონის შესადარისა; |
Verse: c | თქუეს თუ "გარდაჴდენ მეფენი, | ვახტანგ პატრონად კმარისა, |
Verse: d | ანუ ვინ სჯობდა წასული, | ვაჟი მგზავსია მთუარისა!" |
Strophe: 38 | ||
Verse: a | შეკრეს პირი ერთობილთა, | შეიმოწმეს იგი რჩევა; |
Verse: b | ერთგულთა და მისანდოთა | არ ინდომეს სხუისა თქმევა; |
Verse: c | ვინცა იყო მეუნებლე, | მათ დაუწყეს შემოსევა; |
Verse: d | დაასრულეს* საუბარი, | დაშლას ვერვინ გაერევა. |
Strophe: 39 | ||
Verse: a | კათალიკოზი* მოუძღუის, | მოსდევს სად რჯული თავია; |
Verse: b | დიდთა დიდ გუართა თავადთა | დროშა მიუძღუის, ქავია; |
Verse: c | მიჰყუების აზნაურები | უანგარიშო, ზუავია; |
Verse: d | მედგრად მორთულთა მთიულთა | ფარი ეკიდა შავია. |
Strophe: 40 | ||
Verse: a | შემოეხუივნეს გარეშე | ამა ჴემწიფის ძესა და; |
Verse: b | ყუელამ შეჰკადრა სალამი | ამა უსწოროს მჴნესადა; |
Verse: c | დაუწყეს სიტყუა ხოშ გუარი | ამა კეთილთა მქნესადა; |
Verse: d | სადიდებელნი პასუხი, | ვინ იცის, სადით თქუესა და. |
Strophe: 41 | ||
Verse: a | მოახსენეს: "მეპატრონე | შენის მეტი არვინ არსა; |
Verse: b | შენ შეგფერობს ტახტოსნობა, | შეუყუარდი ამად არსა; |
Verse: c | აწ დღეითგან შენი ვართო, | ეპატრონე ამა სარსა; |
Verse: d | ჩუენ გმსახურებთ სარტყელ შერტყმით, | საქმისაგან დაუმცდარსა". |
Strophe: 42 | ||
Verse: a | კუალაცა ჰკადრეს: "მით მეფეთა | შენ დაგიგდეს ტახტი* სრული, |
Verse: b | ლახტი* დიდის ვახტანგისა, | ჴმალი მკუეთი, იგ ბასრული, |
Page of edition: 11 Verse: c | რაში ეტლთა მიმგზავსებით, | ღრუბელთაგან ჩამოსული; |
Verse: d | მოემართე ლომის მგზავსო, | მტერი შეჰქენ გაბასრული". |
Strophe: 43 | ||
Verse: a | ვახტანგ ბძანა: "თქუენი სიტყუა | დავიჯერე მემცა განა, |
Verse: b | მკუიდრი ჩემი საპატრონო | მამხდომია, ღმერთმა* ბძანა, |
Verse: c | ერთგულნო და მისანდონო, | თქუენ არ მოგჴუდეს ჩემგან ნანა, |
Verse: d | ვის არ უნდი სადიდებლად, | მას შიგა უც გულსა დანა. |
Strophe: 44 | ||
Verse: a | ზურგი ყოფილხართ ტახტისა, | შემსწრობნი ამა ხანისა; |
Verse: b | ხლებიხართ* იმა მეფეთა, | პატრონთა იმა ხანისა; |
Verse: c | აწ გიპოვნივარ სათქუენოდ, | ნდომა გაქუს ამა ხანისა; |
Verse: d | "სოფელსა მოაქუს სიმუხთლე; | ხან ეს არის და ხან ისა". |
Strophe: 45 | ||
Verse: a | რა მოიზარდა იგი ყმა, | ვით ალვა მიერჴეოდა: |
Verse: b | "თუალად და ტანად საროსა | ჰგავსო, სამოთხის ხეოდა". |
Verse: c | უცხო თემთაგან მოსული | საჭურეტლად მიეხუეოდა; |
Verse: d | მეტის დაჯრითა მოყმეთა | კალთები დაეხეოდა. |
Strophe: 46 | ||
Verse: a | სიფიცხე ჰქონდის ვეფხისა, | ძალად ვით ლომი დგებოდა; |
Verse: b | მთუარესა გუანდის გავსილსა, | მის უფრო არ ეგებოდა; |
Verse: c | მშუილდი ვერ ჰპოვეს ასეთი, | საზიდრად მას რომ რგებოდა; |
Verse: d | მისნი მჭურეტელნი სამისოდ | სადაღად გარდეგებოდა. |
Strophe: 47 | ||
Verse: a | სოფლის მორჭმა გაუკუირლად | მას მიაჩნდის არცა ჩირად. |
Verse: b | შეეტყობის ესე მოყმე | მტერსა გაჴდის ასატირად*, |
Verse: c | ურჩნი ყუელგან გაამწაროს*, | სინათლე ჩნდეს მათთუის* ძუირად. |
Verse: d | სათემოზე მას სახელი | გაუვიდეს არა მცირად. |
Strophe: 48 | ||
Verse: a | ამ წესითა იზრდებოდა, | ვითა ეტლი ჯავარ სრულად; |
Verse: b | ლომს მიმართის საომარად, | არც ყოლ ჰქონდის შიში გულად; |
Verse: c | ბურთი ჰქონდის სათამაშოდ, | ნადირს სდევდის არ დამცდრულად; |
Verse: d | იმღერდის და ნადიმობდის, | ჭმუნვა იყუის გარდასულად. |