TITUS
Shahname 3: Metrical parts
Part No. 2
Previous part

Chapter: 2  
აქა ფოლად დეუისა და თაიმურაზ ჴელმწიფის ომი






Strophe: 32  
Verse: a        ეს გაიგონეს, დაღამდა,   სადგომს წავიდენ ყუელანი,
Verse: b        კირჩხიბის ჭანგსა დაეხსნა,   მზეს მოეფარა ბნელანი;
Verse: c        სულად მიფინა ბნელეთმა,   გახდა მართ, ვითა მელანი,
Verse: d     და   მას ღამე გამოისვენეს,   იყუიან სისხლთა მსმელანი.






Strophe: 33  
Verse: a        გათენდა, სხვანი მნათობნი   მზემან ტანითურთ ასერა,
Verse: b        ვარსკულავი სრულ წა[ა]ხდინა,   მთვარეს უპირებს ასერა;
Verse: c        დასთა წაუღო სინათლე,   არა თუ ოც[და]ასერა,
Verse: d     და   თვით გაანათლა სამყარო,   ან და[ა]შვენა ასე რა.






Strophe: 34  
Verse: a        ორგნითვე რაზმი და[ა]წყუეს,   ნაღარას გახდა დგარია,
Verse: b        მოიღეს ტახტი მეფისა,   შუას მინდორად მდგარია;
Verse: c        მაზედა დაჯდა ჴელმწიფე,   ჯარი უდგანან გარია,
Verse: d     და   უთრუთ მხარს ლახტი შეიდვა,   ორ ათას ლიტრა არია.






Strophe: 35  
Verse: a        ჴელმწიფეს წინა მივიდა,   ახსენა შემოქმედია,
Verse: b        მან პირი დასდვა მიწასა,   თვით იყო მაღლა მხედია;
Verse: c        ჴელაპყრობ ლოცავს ჴელმწიფე:   ნუმც მოგეშლების ბედია,
Verse: d     და   შენით იხარებს ტახტი და   ზურგი ხარ ჩვენი, ქედია!


Page of edition: 71 




Strophe: 36  
Verse: a        ლომ-კაცო და ჯავარ-სრულო,   პილოტანო, ფალავანო,
Verse: b        მბრუნავიმცა ეტლი გიძღვის,   ჩემთა ჯართა გალავანო,
Verse: c        ბეჭ-ფართო და მკლავ-ქედ-სხვილო,   მტერთა ჭირო, ძალოვანო,
Verse: d     და   მშვიდობისამ გზა მოგივა,   შენ ჯენდარო, არავანო!






Strophe: 37  
Verse: a        მადლი ჰკადრა ფალავანმა,   მოედანსა ჩამოვიდა,
Verse: b        დაიძახა, ვითა ცამა,   დიდი გრგუინვა გამოვიდა:
Verse: c        ვინა იგი მოწიფული,   ფოლადს წინა რომ მოვიდა,
Verse: d     და   გუშინ დია უკუეხნია,   იქ ამბავი მოგვივიდა:






Strophe: 38  
Verse: a        უთქვამს, თუ: ტახტსა დაუქცეუ,   ჩემის ჴელმწიფის ბაქია,
Verse: b        გვირგვინსაც ფალანგს მივართვამ,   ყაფის მთა რომე არქუია,
Verse: c        უთრუთს ლახტითა დავნაყო,   იმას სახელი რა ქუია,
Verse: d     და   ას ოთხმოცი წყრთა სიმაღლე,   მიამბეს, იმას აქუია.






Strophe: 39  
Verse: a        ორი ათასის ლიტრისა   ლახტისა მქონებელია,
Verse: b        ოცი წყრთა რქა აქუს შუბლზედა,   ომისა მდომებელია;
Verse: c        მოვიდეს, მნახოს მინდორად,   თუ ჩემი მზომებელია,
Verse: d     და   თავი მაცნობოს, შეუიტყო,   როგორი მომპყრობელია.






Strophe: 40  
Verse: a        რა გაიგონა ქაჯვაჯან    უთრუთისაგან თქმულია,
Verse: b        ფოლადს შეკადრა: არ ვიცი,   როგორი მეომარია,
Verse: c        ჯერ ერთი დეუი შეაბი,   გავსინჯო ნაომარია,
Verse: d     და   მას უკან ადრე გიჩვენო   ჩემის ჴელისგან მკუდარია!






Strophe: 41  
Verse: a        ორმოცდათი წყრთისა სიგრძე,   ერთი დეუი გაუძახა,
Verse: b        დიდსა ლოდსა ჴელი მიჰყო,   უთრუთს დეუმა შეუძახა,
Verse: c        შემოსტყორცა, და[ა]ცდინა,   არას დია შეურაცხა,
Verse: d     და   უთრუთ ლახტი მოუქნია,   დეუი მიწად დაენარცხა.






Strophe: 42  
Verse: a        თავს ლახტი დაჰკრა, მას დეუსა   იმავ წამს სულთა ჴდებოდა,
Verse: b        ორმოცდაათი სხვა დეუი   კულავ უთრუთს მოუხდებოდა,
Verse: c        ყუელაი მოკლა, დახოცა,   იგინი აოხრდებოდა;
Verse: d     და   რადგან ისინი გასწყუიდა,   მემ რობინ აღმა დგებოდა.






Strophe: 43  
Verse: a        რობინ თქუა: წავალ, შევებმი,   ვითარცა ჩემი წესია!
Verse: b        ქუაჯვაჯან უთხრა: მუქარა   ჩემი ითხოვა დღესია,
Verse: c        მე წავალ, ვნახო ძალგული,   თუ ჩემგან უკეთესია!
Verse: d     და   არ დაიყოვნა, წავიდა,   ვნახოთო უზეშთესია.






Strophe: 44  
Verse: a        ჰკრეს ორგნითვე ნაღარასა,   მაიდანსა ქაჯვან მოდგა,
Verse: b        ას ოთხმოცი წყრთა სიმაღლე   მოაყენ[ა], ზედ წამოდგა,
Verse: c        სამი მისი დიდი გურზი   ერთმანერთზედ შემოედგა,
Verse: d     და   მხარსა ედვა დოლაბები.   მუნ ჭანდრები ზედა ედგა.






Strophe: 45  
Verse: a        იგინებოდა გამწყრალი,   შუბლ-რქოსან, თავი მთოსანი;
Verse: b        კბილები ტახსავით ასხენ,   არ იყუის მომცრო ზროსანი,
Verse: c        თვალთა ანთებდა, პირს ცეცხლი   სდიოდა მუნა ხროსანი;
Verse: d     და   თავს გუმბადსავით ირყევდა,   ყვიროდა დიდი ჴმოსანი.


Page of edition: 72 




Strophe: 46  
Verse: a        უთრუთს დიდ[ი] დაუზახა:   თუცა ხარო დეუთ ნაგორი,
Verse: b        ჩემი საქმე არად იცი,   მე და შენ ვართ შორი-შორი;
Verse: c        შვიდასია წელიწადი,   არ მინახავს ჩემი სწორი,
Verse: d     და   მე ამ დრომდი და[მი]ყრია   რ[ი]ყე ვითა მტერთა მძორი.






Strophe: 47  
Verse: a        ამდონს ხ[ა]ნსა არ გამოჩნდა   ხმელზედ ჩემი მეომარი,
Verse: b        აწ ამდონი კარგი დეუი   აწყუედილი შენგან მკუდარი;
Verse: c        ეს ყუელაი დამითმია,   თუ მისმინო საუბარი:
Verse: d     და   ნუ მსახურებ თაიმურაზს,    შემინდვია სისხლთა ღვარი!






Strophe: 48  
Verse: a        მოდი და ჴელსა მაკოცე,   ფოლადს წ[ი]ნაშე მიდია,
Verse: b        მას გათაყუანებ, შეგინდოს,   რაცა აწყინე შენ დია;
Verse: c        დავათმობინებ ყუელასა,   იქნების შენი ბედია,
Verse: d     და   მოგცეს ერანის მეფობა,   იგ დამიჯერებს მე დია!






Strophe: 49  
Verse: a        უთრუთ ესე საუბარი   გაიგონა დეუისაგან,
Verse: b        შეაგინა: შენ ავგვარო,   ქაჯო, ქაჯის გვარისაგან;
Verse: c        მხიფლაო და ეშმაკთ თესლო,   არ დასც[ხ]რებით გრძნებისაგან,
Verse: d     და   ნუმც შენ ხარა, ნუმცა ფოლად,    თქუენ მომრჩებით მე რისაგან?






Strophe: 50  
Verse: a        ნუმც ფალანგ დეუი იქნების,   მისსა წადილსა, ნებასა,
Verse: b        ადრე წაგიხდენ ყუელასა,   თქუენს ხიფელას და გრძნებასა;
Verse: c        ლახტითა დაგნაყ უთუოთ,   არვი[ს]გან ვიდებ თნებასა,
Verse: d     და   შენზედა ჟამი შეუიწრდა,   სხვა მოაქუს ღმრთის ბრძანებასა!






Strophe: 51  
Verse: a        თუ ამას იტყუი: ხმელზედა   არ არის ჩემი სწორია,
Verse: b        არც ფალავანი ჩემ[ე]ბრი,   არც ახლო, არცა შორია,
Verse: c        არვინ გინახავს ჩემებრი,   ერთი და არცა ორია,
Verse: d     და   მე ვერვინ შემძრავს სულდგმული,   მთა იყოს, თუნდა გორია!






Strophe: 52  
Verse: a        აწ შენთვის ჟამი შემოკლდა,   არ ვარგა ცუდი ქადილი,
Verse: b        ღმერთი ადიდა ლომგულმა,   მისი ნება და წადილი;
Verse: c        უთხრა, თუ: შენზედ ვაჭ[ა]მო   დათვთა და მგელთა ჴადილი
Verse: d     და   მე თაიმურაზს მივართვა,   თქუენი მორჭმა და ბადილი!






Strophe: 53  
Verse: a        ვითა ლომ[მ]ა მრისხანემა,   გმირმა ჭანგი გაიმახვა;
Verse: b        კალთა სარტყელს ჩაიმწყუდია,   ქაჯვაჯანცა მოიმარხვა;
Verse: c        დეუმან გურზი ამოიღო,   ფალავანსა შეუზახა,
Verse: d     და   უთრუთ ფარი თავს დაიმხვა,   ქუე შევარდა, შე[ე]ჯახა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Metrical parts.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.