TITUS
Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani
Part No. 72
Previous part

Chapter: 72  
Page of edition: 293  
Line of edition: 3  აქა საამისა და [რობინ] დეუისა ომი


Line of edition: 4       რა გათენდა, საწუთროსა მაშვენებელმან მზემან თავი ამოყო, აგრე ჰკრეს ხმა
Line of edition: 5    
საომარი ქოსისა, კუნესა სტვირთა სარაზმოთა და ნაღარა. აგრე საომარსა ალაგსა
Line of edition: 6    
საამ ფალავანი მოვიდა, საწუთროსა დამბადებლისა სახელი ახსენა, და პილო ვითა
Line of edition: 7    
უძრავად დადგა და დეუთა მუქარასა სთხოვდა.

Line of edition: 8       
რა რობინ დეუმან საამ ფალავნისა მოედანშიგან მოსვლა შეიგნა, აგრე რობინ
Line of edition: 9    
დეუმან თუნდი დეუსა თა[ვი ჩა]მოუღო და პირი მოედნისაკენ ქნა. რა საამს
Line of edition: 10    
[მოუხდა], აგინა, შეუზახნა, ლახტი გარდმოუქვნივა. საამ ფარი [იფა]რა, ფარი
Line of edition: 11    
დაუმსხვრივა, ჩააცდუნვა; დეუი ქუეითად იყო. [საამი]ცა გარდამოხდა ცხენისაგან.
Line of edition: 12    
ცხენი გაუშვა, ლახტები [გაყა]რეს და ხელდახელ შეიჭედნეს და ერთობილნი
Line of edition: 13    
ლა[შქარნი] გარე შემოაკრფეს და გაყარეს მუზარადები, დასწყუ[იტეს ჯა]ჭუისა
Line of edition: 14    
ლამბები და ორთავე ოფლი ღვარულებ [ჩამოსდიო]და და მუხლამდის მიწაშიგან
Line of edition: 15    
ესობოდეს. და ასეთი სული გაუშვა დეუმან, რომე სრულად ... [საამ] საწუთროსა
Line of edition: 16    
დამბადებლისა სახელი ახსენა, ფალაურითა ენითა ადიდა საწუთროსა
Line of edition: 17    
დამბადებლისა [სახელი] და შეეხვეწა, ასწივნა, თავისა სწორად აიყუანა, [მოიქნივა,
Line of edition: 18    
მიწაზედა დას]ცა, ალმასფერითა ხანჯრითა თავი მოკუეთა დეუსა და მიწათა ზედა
Line of edition: 19    
უპატიოდ გააგდო.

Line of edition: 20       
რა თუნდი დეუმან რობინ დეუისა სიკუდილი შეიგნა, თვალთა დაუბნელდა და
Line of edition: 21    
საყელონი გარდ[იხივნა]. თავსა შემოიკრა და სრულად დეუთა გლოვა დაიდვეს. ისი
Line of edition: 22    
დღე გლოვითა გარდაიხადეს.




This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Utrutian-Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 26.4.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.