TITUS
Shahname 3: Prose parts: Saamiani
Part No. 26
Previous part

Chapter: 26  
Page of edition: 385  
Line of edition: 1  ეს ანბავი აქ დაუტეოთ და მცირე რამ ფერიდუხტისა დებისა ფერინუშისა და
Line of edition: 2 
შაქარნუშისა და ვეზირის შვილის შამსალ მულუქისა მოვიხსენიოთ


Line of edition: 3       აქეთ მხარესა ფერიდუხტისა დებმა ფერიდუხტისა ვითარება არა იცოდნენ, დღე
Line of edition: 4    
და ღამე განუწყვეტლივ არამხანაში ტიროდნენ და მოსთქმიდნენ. იმ წყეული ხაყან
Line of edition: 5    
ჩინის გული ამ ქალებისა მოუწყვეტლივმა ტირილმა მოალბა და ფერინუშსა უბძანა:
Line of edition: 6    
ესდენსა რათა სტირით, მერწმუნეთ, რომ ფერიდუხტს არა სჭირს რა და ცოცხალია.
Line of edition: 7    
ქალებმა რა ესე სიტყვა გაიგონეს, ჴემწიფეს ფეხზედ მოეხვივნენ და ევედრნენ: გვიბძანეთ,
Line of edition: 8    
ჩვენი და ფერიდუხტ საით იმყოფება? ხაყან ჩინმა თავისსა ვეზირსა შეუთვალა: შენი
Line of edition: 9    
სასახლე დაახალვათებინე, ჩემის ქალების საცოდაობამ ლამის მომკლას, მწადს, რომ
Line of edition: 10    
ფერიდუხტ ვაჩვენო. ვეზირმა მსწრაფლად მსახურები სულ დაითხოვა და თავ-თავისთვინ
Line of edition: 11    
წავიდნენ.

Line of edition: 12       
ამ ვეზირსა ერთი შვილი ჰყავდა, უცხო, მშვენიერი სახისა, ძალგულოვნობის და
Line of edition: 13    
ფალავნობის მქონე იყო, ასაკითა თვრამეტისა წლისა იყო. და ვეზირსა ერთი უცხო ბაღი
Line of edition: 14    
აეშენებინა. და იმ ბაღსა უცხო სასახლე იყო და იქ ერთი ოთახი იყო. იქ იდგა ის
Line of edition: 15    
ყმაწვილი. ვეზირი რომ თავის ყულუხჩთა და მოსამსახურეთა ითხოვდა, ყაყანის ხმა
Line of edition: 16    
შეესმა იმა ყმაწვილსა. ერთსა მონათაგანსა ჰკითხა, ეს რა ჴმიანობა არისო. ყულუხჩმა
Line of edition: 17    
მოახსენა: მამა თქვენმა ასაფ-ვეზირმა თავის მოსამსახურენი სრულებით დაითხოვა და
Line of edition: 18    
სხვა სასახლეში გაისტუმრა, და ამაღამა ახალვათებს ამა სასახლესა.

Line of edition: 19       
რა ვეზირისა შვილმა შამსალ მულუქმა ესე ანბავი მოისმინა, წავიდა და ერთის
Line of edition: 20    
ფარულისა ალაგიდამ თავის მამას ყურება დაუწყო: ვნახოთ, მამაჩემი რას განზრახვაში
Line of edition: 21    
არისო; იხილა, რომ რამდენიმე ბანოვანი, უცხოსა შვენებისა მქონენი, ამა სასახლესა
Line of edition: 22    
შემოვიდნენ, და წინ რამდენიმე მაშხალანი მოუძღვის, და იმ ხალვათსა ჰაივანსა შევიდნენ.
Line of edition: 23    
შამსალ მულუქ, რადგან თავისი სასახლისა
Page of edition: 386   Line of edition: 1    
გზები კარგათ იცოდა, ამა ჰაივანსა ერთსა ხალვათსა გზიდამ მოუარა და ფანჯ+რიდამ
Line of edition: 2    
ყურება დაუწყო. და პირდაპირ იხილა, რომ ერთი საუცხოვო ტახტი დაედგათ. ის ტახტი
Line of edition: 3    
აიღეს და საფენი სრულებით აკრიფეს და იმა ტახტისა ძირსა ერთი ზარზამინი გამოჩნდა.
Line of edition: 4    
და ვეზირი წამოდგა და ხაყან ჩინის ქალებს მოახსენა, რომ თქვენი და ფერიდუხტ ამ
Line of edition: 5    
ზარზამინში იმყოფება. შაქარნუშმა და ფერინუშმა ერთი მუახლე ჩაგზავნეს ფერიდუხტ
Line of edition: 6    
ჩვენთან ამოიყვანეო. ვეზირმა მოახსენა. ჱეი, მნათობო, ჴემწიფისა ბძანება ასე არის, რომ
Line of edition: 7    
თქვენ ფერიდუხტთან უნდა ჩახვიდეთ და იქა ღვინოს სმით უნდა შეაქციოთ. ფერინუშმა
Line of edition: 8    
მსწრაფლად ჩადრი მოიხსნა და ორმოს პირსა მივიდა.

Line of edition: 9       
რა ვეზირის შვილმა ფერინუშის პირი იხილა, ესრეთისა სიყვარულისა ისარი ეცა
Line of edition: 10    
გულსა, რომ გონება დაეფანტა და არ იცოდა, რა ექნა. ფერიდუხტისა დები თავის
Line of edition: 11    
მოახლეებით იმა ზარზამინსა ჩავიდნენ. ვეზირმა უცხო-უცხო სანოვაგე მიართო და იმა
Line of edition: 12    
ზარზამინს თავსა დახურა, და ისევ ზევიდამ იმა ოთახისა საფენები დაფინა, და ვეზირისა
Line of edition: 13    
ტახტი ზევიდამ დაადგეს. და ვეზირისა შვილსა შამსალ მულუქს ფერინუშის ესეთი
Line of edition: 14    
სიყვარული შესლოდა გულსა, რომ მუდამ საათსა იმისი სიყვარულით ცეცხლი გულსა
Line of edition: 15    
ედებოდა. რა დილა გათენდა, შამსალ მულუქ თავის მამასა ასაფ-ვეზირთან მოვიდა და
Line of edition: 16    
ხაყან ჩინის ქალის ფერინუშის სიყვარული გამოუცხადა.

Line of edition: 17       
რა ვეზირმა ესე სიტყვა მოისმინა, დიდათ განრისხდა და შემოუძახა: ჱეი, შე
Line of edition: 18    
უმგზავსო, ეგ როგორ გაბედე, შენა, თუ ეგ სიტყვა კიდევა სთქვი, უთუოდ სიკვდილს
Line of edition: 19    
მიეცემი. ყმაწვილმა ტირილი დაიწყო და უთხრა: არასგზით არ იქნება, თუ ჴემწიფის
Line of edition: 20    
ქალს არ მითხოვ! ვეზირი განრისხდა და თავისი შვილი შამსალ მულუქ დააჭერინა,
Line of edition: 21    
მაღლა ჩამოკიდა და სამასი მათრახი დააკვრევინა. ვეზირისა შვილი დიდათ განრისხდა და
Line of edition: 22    
გულსა შინა თავისსა განიზრახვიდა: მე ვიცი, რომ მამიჩემისაგან ჩემს დაკოდილს გულს
Line of edition: 23    
კურნება არ მიეცემა, სჯობს, რომ წავიდე ყოვლის გაჭირვებულის შემწეს საამ ფალავანს
Line of edition: 24    
სახელოვანთან, ფერიდუხტის ანბავი მოვახსენო, ხაყან ჩინის და მამიჩემის ასაფ-
Line of edition: 25    
ვეზირის ეშმაკური ყოფაქცევანი. ჭეშმარიტებით ვიცი, რომ ფალავანს რა ამ სასიამოვნო
Line of edition: 26    
ანბავსა ვახარებ, უეჭველად თავისსა საყვარელს ფალავნებში აღმრიცხავს და ჩემსა
Line of edition: 27    
ვითარებასაც იმას მოვახსენებ. ფალავანი ამგუარ საქმეებში დიახ გამოცდილია,
Line of edition: 28    
შემიწყალებს და ჩემი გულის წადილს აღმისრულებს.

Line of edition: 29       
რა შუაღამე შეიქნა, უცხოსა ტანისამოსით შეიმოსა და სამამაცო იარაღით
Line of edition: 30    
შეიჭურვა, და უცხოსა ცხენსა ამხედრდა და საამ ფალავნისა ლაშქრისაკენ გაემართა, რა
Line of edition: 31    
ლაშქართა ყარაულსა მიეახლა, იმა ყარაულთა უფროსი თემურთაშის ფალავანთაგანი,
Line of edition: 32    
ბეგუმთაშ წოდებული, ამა ექუსი ათასისა ყარაულისა უფროსი იყო, ვეზირის შვილი
Line of edition: 33    
დაიჭირეს და მასთან მიიყვანეს. ყარაულთა უხუცესმა ამბავი ჰკითხა. ვეზირისა შვილმა
Line of edition: 34    
უპასუხა: მინამდისინ საამ ფალავანს არ შევეყრები, ჩემის გულის ანბავს ვერავის
Line of edition: 35    
გამოუცხადებ. მსწრაფლად ლაშქარში მოიყვანეს. ყალვადმა და ყულუშმა ანბავი
Line of edition: 36    
ჰკითხეს. ვეზირის შვილმა მოახსენა: მე, საამ ფალავანისა მახარობელი ვარო,
Line of edition: 37    
მესწრაფების ფალავანისა ნახვა. ყალვადმა უპასუხა: ჱეი, ახალმოწიფულო ყმაწვილო,
Line of edition: 38    
გამოგვიცხადე ჩვენ ეგ ანბავი, რაზედ გარჯილხარ? ფალავანნო, მანამდინ საამ ფალავანს
Line of edition: 39    
არა ვნახამ, ამა ანბავს ვერავის გამოუცხადებ. ფალავანთა უპასუხეს: საამ ფალავანი
Line of edition: 40    
ამჟამად აქ არ იმყოფების, ჩვენ გამოგვიცხადე ეგ ანბავი! ვეზირისა შვილმა მოახსენა:
Line of edition: 41    
ფალავანნო, მეც ერთი მწუხარება მაქვს გულშია, ვიცი, რომ საამ ფალავნის
Page of edition: 387   Line of edition: 1    
მეტი იმ საქმეს ვერავინ შეიძლებს, მეც იმისი სასიამოვნო საქმე ვიცი და იმას
Line of edition: 2    
მოვახსენებ! შემდგომად თეიმურთაშმა უბძანა: ყმაწვილო, ჩვენც საამ ფალავნისა
Line of edition: 3    
ერთგულნი მონანი ვართ, რა იქნება, ჩვენც მოგვახსენოთ, თუ ფალავნისა სასიამოვნო
Line of edition: 4    
ანბავი იცით. ვეზირისა შვილმა მოახსენა ფალავანთა: ფერიდუხტისთვინ დღეის იქით
Line of edition: 5    
ნუღარ იწუხებს. ფერიდუხტი ცოცხლებით იმყოფება. ფალავანთ უპასუხეს: სად
Line of edition: 6    
იმყოფება, გამოგვიცხადე! ვეზირისა შვილმა მოახსენა: დიდათ რომ გესწრაფებოდა
Line of edition: 7    
ფერიდუხტის ანბავი, იმიტომ მოგახსენე, ახლა მანამდინ საამ ფალავანს არ ვნახამ,
Line of edition: 8    
ფერიდუხტ სადაც იმყოფება, ვერ გამოგიცხადებ, როცა ფალავნისა ნახვა მეღირსება, იმას
Line of edition: 9    
მოვახსენებ და თქვენც მაშინ ჰსცანით. ჩემი წადილი ეს არის, რომ ფალავანი ვნახო და
Line of edition: 10    
პირობა გამოვართო, რომ ჩემის გულის წადილი აღასრულოს და მეც იმისი სამსახური და
Line of edition: 11    
იმისი ნება აღვასრულო.

Line of edition: 12       
რა ესე ანბავი ფალავანთა ჰსცნეს, დიდსა მხიარულებასა მიეცნენ და ესრეთ
Line of edition: 13    
არჩიეს, რომ სჯობს, ესე ლაშქარნი შაფური შირდილს მივაბაროთ და ჩვენ საამ-
Line of edition: 14    
ფალავანი მოვძებნოთ, მოემზადნენ და სამამაცო იარაღითა შეიკაზმნენ, ლაშქარი შაფური
Line of edition: 15    
შირდილს მიაბარეს და თითონ ფალავნისა საძებნელად გაემართნენ.

Line of edition: 16       
ესრეთ მოუთხრობენ: იმჟამად რომ საამ ფალავანი თავის ლაშქარსა გაეყარა,
Line of edition: 17    
შუაღამიდამ განთიადის ჯამამდინ ოცდახუთი აღაჯი გაევლო და ერთსა უცხოსა
Line of edition: 18    
წყაროსთან მისულიყო, და იმა მაღალსა მთასა ასულიყო და იქ იმყოფებოდა. და მინდვრის
Line of edition: 19    
მხეცნი და ნადირნი საამ ფალავანსა ესრეთ შემოსჩვეოდნენ, რომ აღარ ერიდებოდნენ, და
Line of edition: 20    
ფალავნისა ტირილისა და ოხვრისათვის ყური შეეჩვიათ, და ფალავნისა პირისპირ ზოგნი
Line of edition: 21    
სძოვდნენ, ზოგი იწვნენ და ზოგთა ეძინათ, და ფალავნისაგან აღარ ეშინოდათ. აქეთ
Line of edition: 22    
მხარეს თემურთაშ და სხვანი ფალავანნი სამი დღე და ღამე ფალავანსა ეძებდნენ.
Line of edition: 23    
მეოთხესა დღესა იმა მაღლისა მთისა ძირსა მიაწიეს, იხილეს, რომ ერთი პირეული
Line of edition: 24    
ცხვარი სძოვს; იმა ცხვრისა სიახლოვეს მივიდნენ და მეცხვარესა საამისა ვითარება
Line of edition: 25    
ჰკითხეს: მეცხვარემ მოახსენა: მე თვალით კი არ მინახამს, მაგრამ ამა მთისა წვერიდამა
Line of edition: 26    
ერთისა ტირილისა და მწუხარების ხმას გავიგონებ ხოლმე, და იმა მთისა ძირს ერთი
Line of edition: 27    
უცხო წყარო გამოსდენს, და იქ ერთი შეკაზმული შავი ცხენი სძოვს, არა სულდგმულს
Line of edition: 28    
იმისი სიახლოვეს მისვლა არ შეუძლია. ფრანგ დივზადამ რა ესე გაიგონა, მსწრაფლად
Line of edition: 29    
წავიდა და ყურაბი თიქაურთან მივიდა, ორი ხელი კისერზე გარდახვია, შუბლსა აკოცა და
Line of edition: 30    
უთხრა: ჩვენი მოწყალე საამ ფალავანი რა უყავ, და ან სად იმყოფება, რა ყურაბი
Line of edition: 31    
თიქაურმა ფრანგ დივზადა იხილა, თვალთაგან წყაროსაებრ ცრემლი განუტევა და
Line of edition: 32    
გაბრუნდა და პირი მთისაკენ მიიბრუნა, შეჭიხვინა. ფალავანნი იმა მეცხვარეს ანბავსა
Line of edition: 33    
ჰკითხავდნენ, რომ შენ ცხვარს აქ აძოვებ და იმა ფალავანისა ანბავი გეცოდინება,
Line of edition: 34    
გვითხარ! მეცხვარემ უპასუხა: სამი თვე არის, რომ ამ ცხვარს აქ ვაძოებ. ერთს დღესა
Line of edition: 35    
იმა მთისა ძირს ცხვარს ვაძოებდი, ერთი საზარელი ტირილისა და მწუხარების ხმა
Line of edition: 36    
გვესმა, და იმის საცოდაობის ხმაზედ ამა ცხვართ ძოვნა გაუშვეს, და იმ საცოდაობის
Line of edition: 37    
ხმასა ყური მიუპყრეს და ყურება დაუწყეს, სამი დღე და ღამე ცხვარსა იქ ვატრიალებდი
Line of edition: 38    
და არას სძოვდნენ, მრავალს ვეცადე, მენახა და გამეგო რამე, მაგრამ ვერაფერი ვერა
Line of edition: 39    
ვსცან რა. იმა მწუხარებისა ხმამა რომ მეტათ შემაწუხა, ცხვარი წამოვასხი და აქ მოველ.
Line of edition: 40    
იმა ლაპარაკსა იყვნენ. ფრანგ დივზადამ ყურაბი
Page of edition: 388   Line of edition: 1    
თიქაური ფალავნებთან მოიყვანა და უთხრა: ფალავანნო, უეჭველად საამ ფალავანი იმა
Line of edition: 2    
მთაში იმყოფებაო.

Line of edition: 3       
გამობრუნდნენ და იმა მთისაკენ წამოვიდნენ, იმა მთისა ძირსა წყაროსთან
Line of edition: 4    
მოვიდნენ, და მთისა წვერსა ავიდნენ, შეხედეს, ნახეს, რომ საამ ფალავანი მთისა წვერსა
Line of edition: 5    
ზის თავმოხდილი და მწუხარებასა მიცემია. რა საამისა სიახლოვესა მივიდნენ, იხილეს,
Line of edition: 6    
რომ სახე ზაფრანისფრად შეცვლოდა, და თავისა ბალანი თვალებზედ დაფარებოდა, და
Line of edition: 7    
მინდვრისა მხეცნი გარს შემოხვეოდნენ და ფალავნისაგან აღარ იშიშოდნენ. რა ესრეთ
Line of edition: 8    
იხილეს, მსწრაფლ ფალავნისაკენ გაქანდნენ, და ყველას ფრანგმა მიასწრო, ფალავანსა
Line of edition: 9    
მუხლსა მოეხვია, და აკოცა და მოახსენა: ფალავანო, ათასი ჩემისთანა შენი ჭირის
Line of edition: 10    
სანაცვლო იყოს, მომილო ცავს, ფერიდუხტ ცოცხლებით იმყოფება. ფალავანნიც
Line of edition: 11    
მოვიდნენ, და ფალავანს მოულოცეს და მუხლს აკოცეს.

Line of edition: 12       
ფრანგ დივზადამ მოახსენა: ფალავანო, იმ წყეულს ხაყან ჩინსა და იმ ეშმაკს
Line of edition: 13    
ვეზირსა ფერიდუხტ საპყრობილესა დაუტუსაღებიათ და ემმაკურის მანქანებით
Line of edition: 14    
ფერიდუხტისა ტანისამოსი ერთის მოახლისათვის ჩაუცმევიათ, ჩარდახიდამ გადმოუდგიათ
Line of edition: 15    
და მოუკლამთ და იმ ეშმაკურის მანქანებით მოგვაჩვენეს. ისინი ამგვარს მანქანებში არიან,
Line of edition: 16    
და შენ აქ წამოსულხარ და ამ მხეცებთან თავს იკლამო მწუხარებითა! რამდენსაც ფრანგ
Line of edition: 17    
მოახსენებდა, ფალავანი ყურთ არ უგდებდა და არას შეისმენდა ფრანგის მოხსენებულსა.
Line of edition: 18    
შემდგომად თემურთაშ წინ წამოდგა და მოახსენა: ღმერთმან ნუ მოგცეს მწუხარება, იმ
Line of edition: 19    
წყეულს ხაყან ჩინის ფერიდუხტ ფარულად ჰყავს. ეს ანბავი სწორეთ და ჭეშმარიტად
Line of edition: 20    
ვიცითო. რამდენსაც ფალავანნი სიტყვას მოახსენებდნენ, საამ ფალავანს არა შეესმოდა რა
Line of edition: 21    
და არც არა პასუხსა უგებდა. თემურთაშმა ვეზირისა შვილსა ანიშნა. ყმაწვილი წინ
Line of edition: 22    
წამოდგა, ფალავანს თაყვანი-სცა და მოახსენა: ჱეი, შაჰიარო, მამილოცამს, ეს ანბავი,
Line of edition: 23    
რომელიც ფალავანთ მოგახსენეს, მე მოვიტანე და ფალავანთა მე მოვახსენე. ჱეი,
Line of edition: 24    
ფალავანო, საბაოთ ღმერთს ვფიცამ, რომ ხაყან ჩინმა და იმ წყეულმა ვეზირმა
Line of edition: 25    
მოგაცდუნესო, ფერიდუხტ ზარზამინში დაგიმალეს, და ფერიდუხტის ტანისამოსი ერთსა
Line of edition: 26    
მოახლესა ჩააცვეს, და ფერიდუხტის მაგიერათ ის საწყალი გადააგდეს ჩარდახიდამ და
Line of edition: 27    
მოკლეს, იმ მოახლის მცხედარი თქუენთვის უჩვენებიათ და თქუენ ფერიდუხტ
Line of edition: 28    
გგონებიათ. დღეს მეექვსე დღე არის, რომ ჩემის თვალით მინახამს. ფერიდუხტისა დანი
Line of edition: 29    
მოვიდნენ იმ საპყრობილესა, საფენი აკრიფეს და ზარზამინისა პირსა ახადეს. ქალები
Line of edition: 30    
ფერიდუხტთან ჩავიდნენ. ფალავანო, მე ის ადგილი ვიცი, საცა რომ ფერიდუხტ
Line of edition: 31    
იმყოფება ტუსაღათა, ფალავანო, ხაყან ჩინის ასული ფერინუშ რა იმა ზარზამინისა
Line of edition: 32    
პირსა ვიხილე, იმისი შვენებისა ისარი გულსა მეცა, თუ ამა წყალობასა მოიღებ და
Line of edition: 33    
ფერინუშს მე მიბოძებ, მეცა, სადაცა ფერიდუხტ პყრობილათ იმყოფება, იქ მიგიყუანო.

Line of edition: 34       
საამ ფალავანმა რა ესე გაიგონა, ცნობასა მოვიდა და უბძანა: ჱეი, აქა მოსულო,
Line of edition: 35    
ახალმოწიფულო ყმაწვილო, თუ ეს ანბავი მართალი არის და ფერიდუხტ სადაც
Line of edition: 36    
იმყოფება, იქ მიმიყვან, საბაოთ ღმერთს ვფიცავო, რომე მაშინვე იმ წყეულსა ხაყან
Line of edition: 37    
ჩინსაც მოვკლამ და ფერინუშსაც შენ გიბოძებ. შამსალ მულუქმა მოახსენა: ფალავანო,
Line of edition: 38    
მამაჩემმა ასაფ-ვეზირმა თავის სასახლისა ნაპირსა ერთი ოთახი ააშენა და თავის კერპსა
Line of edition: 39    
ილოცამს ხოლმე. იქ ერთი ზარზამინი არის და ფერიდუხტ იქ ჰყავს პყრობილათაო, და
Line of edition: 40    
თავის დებიც ფერიდუხტთან შეექცევიან. დიდმა ხანმა განვლო, რომ ფერიდუხტ მარტო
Line of edition: 41    
იმყოფებოდა
Page of edition: 389   Line of edition: 1    
საპყრობილეშია, და მამაჩემი ვეზირი სანოვაგეს ფარულად უგზავნიდა. და მე ვერა გავიგე
Line of edition: 2    
რა. ხაყან ჩინის ქალები ფერიდუხტისათვინ დღე და ღამე მოუწყვეტლივ ტიროდნენ.
Line of edition: 3    
იმ წყეულის ხაყან ჩინის გული მოლბა, და თავისი ქალები შეებრალდა და
Line of edition: 4    
ფერიდუხტთან გამოისტუმრა, მე ჩემსა სასახლესა გახლდი. ხაყან ჩინისა ქალები
Line of edition: 5    
რამდენის მოახლეებით, მაშხალებით წინ მოუძღოდნენ და მოდიოდნენ. რა ზარზამინისა
Line of edition: 6    
პირსა მოაღწიეს, იმჟამად ფანჯრიდამ უყურებდი. რა ფერინუშმა ჩადრი მოიხსნა და
Line of edition: 7    
ზარზამინის პირსა წარდგა, ესეთისა შვენებისა სხივი გამოკრთა, რომ ის არენი სულ
Line of edition: 8    
განანათლა. იმისა შვენებასა ვეღარ გაუძელ. მაშინვე ცნობა მიმეღო.

Line of edition: 9       
რა ვეზირისა შვილმა ესე სიტყვანი დაასრულა, საამ ფალავანი მთვრალს
Line of edition: 10    
ლომსავით განრისხდა და ფრანგს უბძანა: ყურაბი თიქაური მომგვარე! ფრანგმა
Line of edition: 11    
მსწრაფლად მოიყვანა, ფალავანი ზე ადგა და ამხედრდა. საამ ფალავანი და ფრანგ
Line of edition: 12    
დივზადა და შამსალ მულუქ ჩინეთისაკენ გაემართნენ. არას ალაგს აღარ შეისვენეს და
Line of edition: 13    
ჩინეთის ქალაქს მივიდნენ. ფრანგ დივზადამ საგდებელი შესტყორცნა და ბურჯისა
Line of edition: 14    
ერთს ქონგურს მოსდო. მსწრაფლად ავიდა, გალავანსა გარდავიდა, კარები გააღო.
Line of edition: 15    
ფალავანი საამ და ვეზირის შვილი ქალაქში შევიდნენ. და ვეზირის შვილი წინ წაუძღვა
Line of edition: 16    
და თავისის სასახლისაკენ წაიყვანა, კარსა მიასხა. ფრანგ კედელსა გადავიდა და
Line of edition: 17    
სასახლისა კარი გააღო, და შიგნით შევიდნენ და ვეზირის შვილი წინ წაუძღუა და იმა
Line of edition: 18    
საკერპოსა ოთახთან მოასხა. იმა ოთახისა კარი დაკეტილი დახვდა, და კლიტე
Line of edition: 19    
მსწრაფლად გატეხეს და შორს გასტყორცნეს. შამსალ მულუქმა მოახსენა: ფალავანო,
Line of edition: 20    
ფერიდუხტ აქ იმყოფებისო. ოთახსა შევიდნენ, ტახტი აიღეს, საფენი აკრიფეს.
Line of edition: 21    
ჯურღმულისა ბანი გამოჩნდა. შამსალ მულუქმა მოახსენა: ფალავანო, ხაყან ჩინის
Line of edition: 22    
ასულნი აქ იმყოფებიან. მე ხომ ვერ ჩავალ. ფრანგმა სანთელი აანთო, წარდგა და
Line of edition: 23    
ჯურღმულსა ჩავიდა, იხილა: ერთი ფარდა გაებათ. ფრანგმა ასწია, ნახა, რომ
Line of edition: 24    
ფერიდუხტ და თავისი დები ერთათ მსხდომარენია.

Line of edition: 25       
საამ ფალავანი ფრანგს უკან მიჰყვა და ფარდას უკან დადგა, რადგან
Line of edition: 26    
ფერიდუხტისა და საამის ერთათ შეყრისა ჟამი მოახლოებულიყო, ფერიდუხტისა
Line of edition: 27    
გულსა ფალავნისა სიყვარული მიმატებოდა და იგონებდა. რამდენსაც რომ თავისი დანი
Line of edition: 28    
ევედრებოდნენ, თავს ნუ მოიკლამ, მცირე რამ საჭმელი მიიღე რამე, ფერიდუხტ არას
Line of edition: 29    
შეისმენდა და არც არასა სვამდა, არც არასა სჭამდა და უპასუხებდა, რომ მე უფალავნოთ
Line of edition: 30    
სიცოცხლე რათ მინდა. დანი ნუგეშს აძლევდნენ, რომ ამაზე სარწმუნო იყავ, საამ
Line of edition: 31    
ფალავანი საპყრობილიდამ განგათავისუფლებსო. ამა ლაპარაკსა იყვნენ, ფრანგმა ფარდას
Line of edition: 32    
ასწია და ქალებსა თაყვანი-სცა. ქალებმა რა ესე იხილეს, ფრანგისაგან დიდათ შეშინდნენ.
Line of edition: 33    
ფრანგმა მოახსენა: ჱეი, მნათობნო, საამ ფალავანი გიახლათ და აწ აქ იმყოფება. რა
Line of edition: 34    
ფერიდუხტმა ესე გაიგონა, გამობრუნდა და ფრანგსა უპასუხა: ჱეი, კარგისა ამბისა
Line of edition: 35    
მომტანო, ჩემი თავი შენის ბატონის ჭირის სანაცვალო იყოსო. ამა სიტყვის თქმაზედა
Line of edition: 36    
საამ ფალავანი შევიდა. რადგან ფალავანსა მინდორში სიარულითა პირისახე შეშლოდა
Line of edition: 37    
ავის ავდრისაგან, ფერიდუხტმა ვეღარ იცნა და ფალავანსა უთხრა: შენ ასე არ მითხარი
Line of edition: 38    
ფალავანო, საამ მოვიყვანეო. იმის მაგიერათ სხვა მოგიყვანია ვიღაცა. საამ ფალავანმა
Line of edition: 39    
უპასუხა: ჱეი, ჩემო სიცოცხლე ფერიდუხტ, სხვა უცხო ვინა გგონივარ, მე ვარ შენი
Line of edition: 40    
საყვარელი და შენის ცეცხლისაგან დამწვარი საამ ფალავანი.

Line of edition: 41       
რა ფერიდუხტმა საამისა ხმა გაიგონა, ხმასა ზედა იცნა ფალავანი, ფერიდუხტ
Page of edition: 390   Line of edition: 1    
ზე ადგა და ფეხზედ მოეხვია, ფალავანმა ხელი მიაშველა, ააყენა, მაღლა აიყვანა და
Line of edition: 2    
გულზედ მიიკრა, ესაყვარლა და ისევ ძირს დასო. ფერინუშმა ერთი ჯამი ღვინო მიართო,
Line of edition: 3    
ფალავანმა ჩამოართო და შესო. ერთი ჯამი ღვინო შაქარნუშმა მიართო და შესო.
Line of edition: 4    
ფერიდუხტმა მოახსენა: ჱეი, ჩემო სიცოცხლის მიზეზო და ჩემო სატრფიალო, აქა
Line of edition: 5    
შექცევის ჟამი არ არის, წავიდეთ ჩვენსა ლაშქარში, ამდენის ხნის მწუხარებამ ღონე
Line of edition: 6    
მომტაცა. შეძლება არა მაქვს, პატარას მოსვენებასა მივეცე. ფალავანო, დიდი ხანია ამა
Line of edition: 7    
საპყრობილეში ვიმყოფები ტანჯვითა. ფალავანმა ფრანგსა უბძანა: ფერიდუხტ მაღლა
Line of edition: 8    
აიყვანე, ჩვენს ლაშქარში წავიდეთო. შაქარნუშმა და ფერინუშმა მოახსენეს: ფალავანო,
Line of edition: 9    
ჩვენც თქუენს ლაშქარსა წაგვიყვანეთ, თორემ მამაჩვენი ხაყან ჩინი არც ერთს
Line of edition: 10    
ცოცხალს არ გაგვიშვებს. ფალავანსა დიდათ იამა, ადგნენ და ზევით ამოვიდნენ
Line of edition: 11    
ჯურღმულიდამ. ფრანგს და შამსალ მულუქს უბძანა: წადით და ვეზირის თავლიდამ
Line of edition: 12    
თოთხმეტი შეკაზმული ცხენი გამოიყვანეთ. წავიდნენ, სწრაფლად დაკაზმეს უცხოს
Line of edition: 13    
უნაგრებითა და რახტებით და ფალავანთან მოასხეს. ფალავანმა ქალები თავისის
Line of edition: 14    
მოახლეებით შესხა და თავის ლაშქარისაკენ გაემართნენ. შამსალ მულუქმა მოახსენა, თუ
Line of edition: 15    
თქვენი ნება იქნება, წავალ და მამაჩემს ვეზირს დავხედამ. ფალავანმა ნება დართო.
Line of edition: 16    
ყმაწვილმა ფრანგ თან წაიყვანა და თავის მამის ოთახში შეიყვანა. იხილეს, რომ ვეზირსა
Line of edition: 17    
სძინამს. ფრანგ წინ წარსდგა, ვეზირსა პირი აუბღუჯა. იღლიაში ამოიჩარა და
Line of edition: 18    
მსწრაფლისა სიარულითა ფალავანთან მოვიდნენ.

Line of edition: 19       
ამჟამად საამ ფალავანი ქალაქსა გარეთ გამოსულიყო. რა ფალავანმა ფრანგს
Line of edition: 20    
შემოხედა, იხილა, რომ ვეზირი კატის კნუტივით იღლიაში ამოუჩრია და საწყლად
Line of edition: 21    
სტირის. ფალავანმა მრისხანის თვალით შემოხედა და შეუძახა: ჱეი, შე უსჯულო და
Line of edition: 22    
ეშმაკობით სავსეო, ფერიდუხტმა აგეთი რა გაწყენინა, რომ ესდენსა ჟამსა ჯურღმულსა
Line of edition: 23    
სტანჯე, ჱეი, შენ უსჯულო, არ იცოდი, რომ ჩემი დამბადებელი ჩემს საწადელს
Line of edition: 24    
აღმისრულებდა და შენს თავს ხელში ჩამიგდებდა? უმსგავსმა ვეზირმა პასუხი ვეღარ
Line of edition: 25    
შებედა და თავი დაბლა დაჰკიდა საამ ფალავანი თავის ფალავნებითა თავისსა ლაშქარსა
Line of edition: 26    
მიბძანდა.

Line of edition: 27       
რა ლაშქრისა დიდებულთა სარდალთა და ფალავანთა საამ ფალავანისა თავისსა
Line of edition: 28    
ლაშქარში მობძანება ჰსცნეს, ერთობით მოვიდნენ და თაყვანი-სცეს, ავჟანდსა აკოცეს,
Line of edition: 29    
დალოცეს და ქება შეასხეს. ფალავანი თავის კარავსა გარდახდა, სარდალნი და ფალავანნი
Line of edition: 30    
თავ-თავის განწესებულს ალაგსა დასხდნენ. თემურთაშ წინ წადგა და ფალავანს
Line of edition: 31    
მოახსენა: სჯობს, რომ ბძანება მისცეთ და ჩვენსა ლაშქართა ესე ამბავი ვაცნობოთ,
Line of edition: 32    
გათენებისა ჟამი არისო, სიფრთხილითა იყვნენ, რომ წყეული ხაყან ჩინი უეცრათ არ
Line of edition: 33    
მოგვიხდეს და ზიანი არ მოსცესო ჩვენსა ლაშქარსო. ფალავანმა ბძანება მისცა და
Line of edition: 34    
შეატყობინა ლაშქარსა. ყოველნი სულნი ამა საქმეს დიახ მხიარულებასა მიეცნენ და
Line of edition: 35    
საომარითა იარაღითა აეკაზმნენ, ფალავნისა კარავსა შემოკრბენ და თაყვან-სცეს და ფეხსა
Line of edition: 36    
აკოცეს. ფრანგ დივზადამ ბძანება გასცა: ამა ლაშქარსა შუა ერთი მაღალი ძელი
Line of edition: 37    
ამართეთო.

Line of edition: 38       
მსწრაფლად ერთი მაღალი ძელი ამართეს ამა ლაშქარისა საშუალსა ადგილსა,
Line of edition: 39    
ნაღარახანისა ამალს მოუწოდეს და უცხოსა ხმითა ნაღარახანი დაუკრეს და ერთობით
Line of edition: 40    
ლაშქარსა მოუწოდეს, დასტა-დასტა დაწყობითა ოთხსავ მხარეს განაწესეს და ის
Line of edition: 41    
საწყალობელი ვეზირი ძელისა ძირსა ამოიყვანეს. ფარანგ დივზადა წინ წადგა და
Line of edition: 42    
ასაფ-ვეზირსა უთხრა, რომ მცირესა ხანსა აქა ცალისა
Page of edition: 391   Line of edition: 1    
ხელით უნდა ჩამოეკიდოო და, თქვენც გემო ნახეთ, როგორი გემო აქვს ტანჯვასა და
Line of edition: 2    
პყრობილობასა. ამისი გამგონე ვეზირი საწყლად სტიროდა და ფრანგს ევედრებოდა,
Line of edition: 3    
მაგრამ ფრანგ არ შეისმენდა ლაყაფსა. გაატიტვლა და ცალი ხელით ძელზედ ჩამოჰკიდა,
Line of edition: 4    
და ლაშქარსა უთხრა: ერთიანათ არ ესროლოთ ისარი, თითო-თითო დაუშინეთ, რომ ეგ
Line of edition: 5    
ეშმაკი წვალებითა და ტანჯვითა მოვკლათ. სამს დღეს იმ ტანჯვაში ჰყვანდათ და მესამეს
Line of edition: 6    
დღეს თავისი ძაღლი სული ჯოჯოხეთსა მიაბარა.

Line of edition: 7       
საამ ფალავანმა ვეზირის შვილს შამსალ მულუქს ფერინუშ უბოძა და იმისი
Line of edition: 8    
უფროსი და შაქარნუშ შაფური შირდილის უბოძა და უბძანა, რომ დღეის იქით თქუენსა
Line of edition: 9    
საწადს მიეცენითო. ვეზირისა შვილმა ფალავანსა მუხლსა აკოცა და მადლობა მოახსენა.
Line of edition: 10    
ფალავანმა უცხო კარავნი დაადგმევინა. შამსალ მულუქ და ფერინუშ იმ კარავსა
Line of edition: 11    
შევიდნენ და ერთმანეთსა სიყვარულითა და ალერსითა შეაქცევდნენ. შაფური შირდილმა
Line of edition: 12    
შაქარნუშ თავისის მოახლეებითა თავისა კარავსა მიიყვანა და ისინიც ისე შეექცეოდნენ.
Line of edition: 13    
ფერიდუხტ თავისსა არამხანაში ბძანდებოდა და საამ ფალავანი ხშირად შევიდოდა, და
Line of edition: 14    
მცირესა ხანსა ფერიდუხტთან შეექცეოდა, ისევ თავისსა კარავსა საგარეოს დიდებულთან
Line of edition: 15    
მოვიდოდა.

Line of edition: 16       
იქით მხარესა ხაყან ჩინსა მოხსენდა, რომ საამ ფალავანი და ფრანგ დივზადა
Line of edition: 17    
მოსულან, ვეზირისა შვილი შამსალ მულუქ მოსძღოლია, ფერიდუხტ თავისის დებითა
Line of edition: 18    
საპყრობილისაგან განუთავისუფლებია და ასაფ-ვეზირი პყრობილათ წაუყვანიათ, და
Line of edition: 19    
თავისა ლაშქარსა წასულან, ვეზირი ძელზედ ჩამოუკიდებიათ და ისე ისრის სროლითა
Line of edition: 20    
სატანჯველით მოუკლავთ. ხაყან ჩინმა რა ესე გაიგონა, საზარლად ამოიოხრა და
Line of edition: 21    
დიდათ განრისხდა, და ბძანება გამოსცა: ქანარები გასწიეთო და ლაშქართა მოუწოდეთ,
Line of edition: 22    
ხაყან ჩინი ქალაქსა გარეთ გამობძანდა თავისისა დიდებულებითა, სარდლებითა,
Line of edition: 23    
სულთნებითა და ფალავნებითა. მეიდნისა პირსა კარავი დასცეს, ტახტსა დაბძანდა,
Line of edition: 24    
დროშანი გაშალეს და სხვანი სარდლები და დიდებულნი თავ-თავის განწესებულს ალაგს
Line of edition: 25    
დასხდნენ.

Line of edition: 26       
რა საამ ფალავანმა ხაყან ჩინის ლაშქარი იხილა, თავისისა ლაშქარის სანი
Line of edition: 27    
აიღო და რიცხვით ორმოცდათხუთმეტი ათასი კაცნი მეომარნი იყვნენ. იქით მხარესა
Line of edition: 28    
ხაყან ჩინმა თავის საბძანებელში წიგნები გაგზავნა და ლაშქარი მოიწვია. ერთი წიგნი
Line of edition: 29    
ქეივან დევსა მისწერა, რომელიც რომა ბარაინის ჭალასა მკვიდრობდა. ის წყეული
Line of edition: 30    
ნაჰანგალ დევის ძმა იყო და შემწედ მოიწვია. ხაყან ჩინისა ლაშქარნი ყოვლისა
Line of edition: 31    
მხრიდამ შემოკრბენ, სანი ნახეს და რიცხვით ოცდაათი ათასნი მეომარნი იყვნენ, და თავ-
Line of edition: 32    
თავის განწესებულს ალაგს კარვები დასცეს და დადგნენ.

Line of edition: 33       
რამდენსამე დღესა უკან ქეივან დევის ელჩი იახლა, თაყვანი-სცა და მოახსენა:
Line of edition: 34    
ქეივან დევი ხუთი ათასის ცეცხლისმფრქვეველის ხვადის დევითა თქვენს შესაწევნელად
Line of edition: 35    
მოვა. ხაყან ჩინმა ბძანა: სამხიარულო ნაღარა დაუკარითო. აქეთს მხარესა ამათის
Line of edition: 36    
ნაღარის ხმა საამ ფალავანსა და დიდებულთა მიესმათ, ფალავანმა იკითხა, ეს რა ამბავი
Line of edition: 37    
არისო. მოახსენეს: ფალავანო, ქეივან დევი ხაყან ჩინის შემწედ მოდის და იმის
Line of edition: 38    
სიხარულის ნაღარას ჰკრესო.

Line of edition: 39       
საამ ფალავანმა რა ესე გაიგონა, არაფრათ მიიჩნია: იმისმა ძმამ ნაჰანგალ დევმა
Line of edition: 40    
რა მიყო, რომ მაგან რა ქნას. თუ ჩემი დამბადებელი ჩემ კერძო არს, მე მაგისთანა დევნი
Line of edition: 41    
ვერას მიზმენო. ნაჰანგალ დევი სიმაღლითა დიდს მინარას
Page of edition: 392   Line of edition: 1    
ჰგვანდა, მკლავები დიდის ჩინრის ტოლები ჰქონდა, იმან რომ ვერა მძლია, ეგ რას
Line of edition: 2    
დამაკლებს, და ან ხაყან ჩინს რას შემწეობას უზამს. შამსალ მულუქს შეხედა და,
Line of edition: 3    
უბძანა: შენი ჩინეთის ქალაქში გაჴელმწიფების ჟამი მოახლოებულია. შამსალ მულუქმა
Line of edition: 4    
თაყვანი-სცა, და ლოცვა და მადლობა მოახსენა და მუხლსა აკოცა. ფალავანმა უბძანა,
Line of edition: 5    
ლაშქარი აამხედრეთო, თითონაც სამამაცოსა იარაღითა შეკაზმა, ყურაბი თიქაურსა
Line of edition: 6    
ამხედრდა. თავისისა ლაშქარითა ხაყან ჩინის ლაშქრისა პირისპირ დასტა-დასტა საფ-
Line of edition: 7    
გაწევით თავ-თავის განწესებულს ალაგს დასდგნენ, და გარსაშიბისეული დროშა
Line of edition: 8    
გაშალეს. ის დროშა ვეშაპისა ტყავისა იყო, საამ ფალავანის გვერდით დაიჭირეს. აქეთ
Line of edition: 9    
მხარესა ხაყან ჩინისა ლაშქარნი ამხედრდენ და გარიგებით თავ-თავის განწესებულს
Line of edition: 10    
ადგილს დადგნენ. ხაყან ჩინმა სპილოზე საჴელმწიფო ტახტი დაადგმევინა, და ზედ
Line of edition: 11    
დაბძანდა და თავისი მგლის ტყავის დროშა გააშლევინა. ორისავ მხრისა ლაშქართა
Line of edition: 12    
თვალი მეიდანსა ეჭირათ: ვნახოთ, დღესა ვინ გამოვა მეიდანსა, ანუ ვისი ცხენი
Line of edition: 13    
უპატრონოთ გამობრუნდებაო. ამჟამად ერთისა მხრისაკენ დიდი მტვერი აღდგა. რა მტვერი
Line of edition: 14    
გარდაიყარა, დევისა ლაშქარი გამოჩნდა, და ერთი დევი წინ მოუძღოდა. სამოცდაათის
Line of edition: 15    
მწყრთის სიმაღლისა მქონე იყო, რკინისა კეტი მხარზედ გაედო და განრისხებული
Line of edition: 16    
მოვიდოდა. ხაყან ჩინის პირისპირ მოვიდა, თაყვანი-სცა და მოახსენა: ვინ არის შენი
Line of edition: 17    
წინა აღმდგომიო, მითხარ, რომ იმისი სახსენებელი ქვეყნიდამ აღვხოცო. ხაყან ჩინმა
Line of edition: 18    
უპასუხა: დროშასთან რომ შავი ცხენოსანი კაცი დგას; საამ ის არის.

Line of edition: 19       
ქეივან დევმა თავი დაუკრა და მეიდანსა გამოვიდა და საამ ფალავანს შემოსძახა:
Line of edition: 20    
ჱეი, ადამიანთა მონათესავეო, ჩემსა საომრათ მეიდანს გამოდი, რომ შენი სახელი
Line of edition: 21    
ქვეყნიდამ აღვხოცო. საამ ფალავანმა რა ესე გაიგონა, გამობრუნდა და თავისი დროშა და
Line of edition: 22    
ლაშქარი თეიმურაზთაშსა მიაბარა, და თითონ განრისხებული გამობრუნდა და
Line of edition: 23    
გარსაშიბისეულს ას ოთხმოცისა წყრთისა ფოლადისა შუბსა ხელი მიჰყო, და ორისა
Line of edition: 24    
თითის ტრიალით განრისხებულსა დევსა მიმართა და შეუძახა: გამიფრთხილდი, მოველ
Line of edition: 25    
შენი სულთა მხდელი. ქეივან დევი ამა სიტყვაზედ განრისხდა და შემოსძახა: ჱეი,
Line of edition: 26    
უმგზავსო, როგორ გაბედე შენა ჩემი ომი. მე საამისა საომრად მოველი, შენ ვინა ხარო.
Line of edition: 27    
საამმა განრისხებული ხმა შემოსძახა; ჱეი, შე უმგზავსო, ბილწო, მე ვარ ნარიმანისა ძე
Line of edition: 28    
საამ, ქეივან დევმა შემოსძახა: ჩემნი ძმანი ნაჰანგალ დევი და მაქუქალ დევი, ზინდა
Line of edition: 29    
ჯადო შენ დახოცე? ფალავანმა უპასუხა: მე დავხოცე და ვაპირობ, რომ ღმრთის
Line of edition: 30    
შეწევნითა შენც იმათსა კვალსა გაგიყენო! დევი განრისხდა და მაღლისა ხმითა დაიძახა:
Line of edition: 31    
წყეული იყოს იმათი სახსენებელი, რომ შენისთანას უმგზავსოსა ხელითა დაიხოცნენ. ესე
Line of edition: 32    
სიტყვა სთქვა და თავის რკინის კეტს ხელი მიჰყო, რომელსაც რომ შვიდი წისქვილის
Line of edition: 33    
ქუა ჰქონდა დამაგრებული. განრისხებულმა, რამდენჯერმე თავსა შემოივლო, საამ
Line of edition: 34    
ფალავანსა მოუხდა და დასაკრავათ მოუქნივა.

Line of edition: 35       
საამ ფალავანმა რა ესე იხილა, გარსაშიბისასეული ფარი ცალისა ხელითათავსა
Line of edition: 36    
დაიფარა და სამამაცოთ დადგა. ამ წყეულისა რკინისა კეტი საამისა ფარსა ესრეთ
Line of edition: 37    
ეკვეთა, რომ თუმცა იალბუზის მთისათვის დაეკრა, იმასაც დაარღ+ვევდა, მაგრამ
Line of edition: 38    
ფალავანსა მკლავიც ვეღარ მოუდრიკა. და იმ წყეულს ესრეთ ეგონა, რომ მიწასთან
Line of edition: 39    
გავასწორეო. გაბრუნდა და ხაყან ჩინსა თაყვანი-სცა და მოახსენა: მომილოცამს, რომ
Line of edition: 40    
საამ ფალავანი ერთის კეტის დაკვრით მიწასთან გავასწორეო. საამ ფალავანმა ისეთისა
Line of edition: 41    
მაღლისა ხმით გაიცინა, რომ ორსავ მხრისა
Page of edition: 393   Line of edition: 1    
ლაშქართა გაიგონეს. საამ ფალავანმა თავისი ფარი ბეჭსა გარდიგდო და მაღლისა ხმით
Line of edition: 2    
შესძახა: ჱეი, შენ წყეულო, დევთა ნაშობო, რა მამაცობა ჰქენ, რომ ამდენსა სტრაბახობ
Line of edition: 3    
და მხიარულობ! საამ ფალავანი უნაგირსა გამაგრდა, და გარსაშიბისეულს ხარის თავის
Line of edition: 4    
სახეს, ფოლადის ცხრაასლიტრიანს გურზსა ხელი მიჰყო და მაღლისა ხმითა შესძახა:
Line of edition: 5    
ჱეი, შე წყეულო, მოველ შენთა სულთამხდელი, ჩემისა გურზისა ძლიერებას მოუცადე!

Line of edition: 6       
დევმა, რა ესე გაიგონა, თავისი კეტი რკინისა ორისა ხელითა ფარისა მაგიერათ
Line of edition: 7    
თავსა დაიფარა, მიუხდა და თავსა დაჰკრა, იმა გურზისა ძლიერებისაგან ისეთი ძალა
Line of edition: 8    
დაადგა, რომ შვილდურათ წელში ორად მოიხარა. საამ ფალავანსა ყურაბი თაქაურმა
Line of edition: 9    
თავში გასწივა და მეიდნის თავსა გაიყვანა. ფალავანმა ყურაბა თაქაური გამოიბრუნა,
Line of edition: 10    
მოვიდა და შემოსძახა: ახლა რიგი შენი არის! დევმა თავისი რკინის კეტი საამ
Line of edition: 11    
ფალავანსა მოუქნია, ფალავანმა ფარსა აატანინა, საამ ფალავანმა მეორედ, თავისი გურზი
Line of edition: 12    
რამდენჯერმე თავსა შემოივლო, ლამოდა დევისა დაკვრასა. დევმა გულსა შინა თავისსა
Line of edition: 13    
განიზრახა: მე ამ გურზისა ძალასა ვეღარ გაუძლებო, გაქანდა და ფალავანსა ორისა
Line of edition: 14    
ხელითა მარჯვენასა ხელსა ხელი შესტაცა. ფალავანმა გურზი შორს გასტყორცნა, დევსა
Line of edition: 15    
ცალიხელი საყელოს ჩაავლო და მეორე ხელი სარტყელში გაუყარა, დევიც მოს წვდა და
Line of edition: 16    
ერთმანეთს მედგრად ერკინენ და შეიჭიდნენ. დიდხანს იჭიდავეს, საამ ფალავანმა სიმხნესა
Line of edition: 17    
ძალი მისცა, მაღლისა ხმითა ღმრთის სახელი ახსენა, დაიქნივა დევი, მედგრად ასწია,
Line of edition: 18    
თავისა სისწორ აიყვანა, რამდენჯერმე თავსა შემოივლო, ესრეთ მედგრათ დასცა მიწასა,
Line of edition: 19    
რომ იმისი ტანის სახე მიწასა ზედა გამოისახა, მსწრაფლად მკერდსა შეახტა და თავი
Line of edition: 20    
ტანთაგან განაშორა და, როგორც აღუთქუა, ისეთ თავის ძმის კვალსა შეაყენა, და იმისი
Line of edition: 21    
ბილწი სული ჯოჯოხეთს მიაბარა.

Line of edition: 22       
დევთა რა ესე იხილეს, ერთობით საამ ფალავანს შემოუტივეს. საამ ფალავანი
Line of edition: 23    
თავისისა ყურაბი თიქაურსა ამხედრდა და თავისის ას ოთხმოცლიტრიანს ჴმალს ხელი
Line of edition: 24    
მიჰყო და დევთა ლაშქარში გაერია, რომელსაც დევს თავსა დაჰკრემდა, სარტყელამდინ
Line of edition: 25    
გააპობდა და, რომელსაც წელზედ შემოჰკრემდა, შუაზედ გაწყვეტდა. საამისა ლაშქრიდამ
Line of edition: 26    
თემურთაშ სახელოვანმა. შაფური შირდილმა სეილი ჯანსუზმა, ყალვადმა და
Line of edition: 27    
ყულუშმა თავისის ლაშქარითა დევთა ლაშქართა მიესივნენ და უწყალოდ სვრა დაუწყეს,
Line of edition: 28    
და ერთი მეორესა უძახდა: ჰკარ, მოჰკალ, შეიპყარ, და ნურც ერთსა ცოცხალსა ნუ
Line of edition: 29    
განუტევებო. საამ ფალავანი ბაირახტარს შემოხვდა და ესეთი ჴმალი შემოჰკრა, რომ
Line of edition: 30    
ბაირახტარი და ბაირაღი ოთხათ გაკვეთა. თურქისტნის ლაშქართა ერანელთ ომი
Line of edition: 31    
ვეღარ გაბედეს, სადავე გაიბრუნეს გასაქცევათა. თემურთაშ თავისის ლაშქრითა
Line of edition: 32    
უწყალოდ ხოცდა თურქთა ლაშქართა. იქითის მხრიდამ ხაყან ჩინი მედგრად იბრძოდა
Line of edition: 33    
და თემურთაშის ლაშქართა უწყალოდ ხოცდა. მეორეს მხრიდამ ხაყან ჩინის ომი
Line of edition: 34    
ვეღარავინ გაბედა და გასაქცევად სადავე გამოიბრუნეს.

Line of edition: 35       
რა თემურთაშმა ესე იხილა, თავის ბიძას ხაყან ჩინს შეუტივა და ცხენი
Line of edition: 36    
მიიგდო. ხაყან ჩინმა ჴმალი დასაკრავად მიუტანა. თეიმურთაშმა მოქნეულსა ჴმალს
Line of edition: 37    
ფარი მიაგება, ჴმალი ფარსა ეკვეთა და ხმლისა შაშარი თემურთაშსა წარბსა ეკვეთა და
Line of edition: 38    
არა მცირედ დაკოდა. თემურთაშ მთვრალს ლომსავით განრისხდა, თავისსა ბასრსა
Line of edition: 39    
ჴმალსა ხელი მიჰყო, ესრეთი მედგრად შემოჰკრა წელსა, რომ შუაზედ გაჰკვეთა და ორათ
Line of edition: 40    
გაკვეთილი ძირსა დაეცა. თემურთაშ გამობრუნდა და საამ ფალავნის დროშასთან მივიდა.
Line of edition: 41    
დადგა. ხაყან ჩინის ლაშქარნი
Line of edition: 42       
.
Page of edition: 394   Line of edition: 1    
გაიქცნენ, ზოგნი ბეებანსა გარდაიხვეწნენ, ზოგნი ქალაქში შევიდნენ და ზოგნი ომსა შინა
Line of edition: 2    
დაიხოცნენ და ზოგნი ცოცხალი შეიპყრეს, ერანის ლაშქართა ხაყან ჩინისა ხაზინანი
Line of edition: 3    
და კარავნი იავარჰყვეს.

Line of edition: 4       
საამ ფალავანმა გასაყარისა ნაღარისა დაკვრა უბძანა და თითონ ერთსა გორასა
Line of edition: 5    
აბძანდა, და ლაშქარნი იქა შემოკრბენ და ფალავანსა გამარჯვება მიუ ლოცეს. წამობძანდა
Line of edition: 6    
და თავისსა ურდოსა მობძანდა, და გარდახდა და თავისსა კარავსა ტახტზე დაბძანდა,
Line of edition: 7    
ლაშქარნი თავ-თავის განწესებულს ალაგს დადგნენ, სარდალნი და დიდებულნი ფალავანს
Line of edition: 8    
იახლნენ და თავ-თავის განწესებულს ალაგს დასხდნენ. თემურთაშ და ფრანგ დივზადა
Line of edition: 9    
დაკოდილნი საამ ფალავანთან მოიყვანეს. ფალავანი ზე ადგა, თემურთაშს გარდაეხვია
Line of edition: 10    
და პირსა აკოცა, და ხაყან ჩინის ვითარება ჰკითხა. თემურთაშმა მოახსენა: ფალავანო,
Line of edition: 11    
ხაყან ჩინსა ომსა შინა შევხვდი და ჴმალი შემომჰკრა და წარბსა დამკოდა, ჩემი
Line of edition: 12    
მოქნეული ჴმალი წელსა ეკვეთა და შუაზედ გავკვეთე. საამ ფალავანმა უბძანა, ჴემწიფეს
Line of edition: 13    
როგორ კადრე სიკვდილიო. თემურთაშმა მოახსენა: თუ იმას არ გამოვემეტე
Line of edition: 14    
სასიკვდილოთა, არც მე გამოვიმეტებდი. საამ ფალავანმა ფრანგს უბძანა: შენ წადი და
Line of edition: 15    
ნაომარსა ალაგსა ხაყან ჩინის გვამი იპოვე და აქ მოიღე. ფრანგ მსწრაფლად წავიდა
Line of edition: 16    
მცირისა ლაშქრითა, ხაყან ჩინის გვამი იპოვა ორათ გაკვეთილი, და ფალავნისა წინაშე
Line of edition: 17    
მოიღო.

Line of edition: 18       
საამ ფალავანმა ჴემწიფურისა დიდებით ხაყან ჩინი დამარხა და სამ დღეს
Line of edition: 19    
იგლოვა. მეოთხეს დღეს საამ ფალავანი ფერიდუხტისა კარავსა მიბძანდა და შაქარ და
Line of edition: 20    
ფერინუშ ფერიდუხტისა კარავსა იმყოფებოდნენ, და თავიანთ მამას ხაყან ჩინს
Line of edition: 21    
იგლოვდნენ. ფალავანმა დიდის თავაზით და ვედრებით შავი გახადა, თალხობიდამ
Line of edition: 22    
გამოიყვანა, საამ ფალავანმა თავისი ლაშქარი ფალავანთა მიაბარა და თითონ ქალებითა
Line of edition: 23    
ჩინეთისა ქალაქს წაბძანდა, და ხაყან ჩინის ქალაქსა და სასახლესა მიბძანდა.
Line of edition: 24    
დასხდნენ და მეჯლიში გამართა. ლხინითა და ღვინის სმით შეექცეოდნენ.

Line of edition: 25       
მეორესა დღესა საამ ფალავანი გარეთ გამობძანდა, შამსალ მულუქს ფერინუშ
Line of edition: 26    
უბოძა და შაქარნუშ შაფური შირდილს უბოძა. მძიმე ქორწილი გარდაიხადა. შაფური
Line of edition: 27    
შირდილმა შაქარნუშ თავისსა სასახლეს მიიყვანა. შამსალ მულუქ და ფერინუშ
Line of edition: 28    
არამხანისა ერთსა ოთახსა მიიყვანეს და იმ ღამესა თავისსა საწადსა ეწივნენ.

Line of edition: 29       
მეორესა დღესა საამ ფალავანმა შამსალ მულქს ჩინეთისა ჴემწიფობა უბოძა
Line of edition: 30    
და საჴემწიფო გვირგვინი თავსა დაადგა, აიყვანა და ტახტსა დასვა, და ფრანგ
Line of edition: 31    
დივზადას უბძანა: ჩვენი ბძანება გამოუცხადე, რომ აქაური თეთრი შამსალ მულუქის
Line of edition: 32    
სახელზედ მოსჭრან! გაისტუმრა. შემდგომად საამ ფალავანმა ფრანგსა უბძანა: ხაზინანი
Line of edition: 33    
გაახვენ და ერთობით ლაშქართა კმასაყოფლად განუწილე, და შემდგომად ფრანგსა
Line of edition: 34    
უბრძანა, რომ ჟამი არს ჩვენი ერანის ქუეყანას წასვლისა. გემები მოამზადებინე, აქაური
Line of edition: 35    
ხაზინანი და ნაჰანგალის დევის ხაზინანი, და ნაჰანგალ დევისა ბალახითა გატენილი
Line of edition: 36    
ტყავი, და ზინდა ჯადოს ხაზინანი, და მაქუქალ დევის ხაზინანი და რიზვანფერის
Line of edition: 37    
ალმასისა თილისმიდამ გამოტანილი ხაზინანი, და ხაყან ჩინის თაჯი, ჯიმშიდ შაჰის
Line of edition: 38    
ნაქონი თაჯი, რომელიც რომ ხაყან ჩინის მივართვით, ხაზინანი სრულებით გემებსა
Line of edition: 39    
ჩააწყვე და მეწინავეს სარდალთა გამოუცხადე, რომ ერანისაკენ გაემართნენ, და ჩვენც,
Line of edition: 40    
ჩვენის ლაშქრითა და არამხანითა წამოვალთ.

Line of edition: 41       
ფრანგ დივზადამ ფალავნისა ბძანებისამებრ აღასრულა, და შემდგომად
Page of edition: 395   Line of edition: 1    
საამ ფალავანმა შაფური შირდილსა და სეილი ჯანსუზსა უბძანა: თქვენ, როგორც
Line of edition: 2    
თქვენს ფალავნობას მართებდა, ისე მაამეთ და მემსახურეთ, და ამის მუქაფათა ჩინეთისა
Line of edition: 3    
საჴემწიფოში აღირჩიეთ, და იქ გაგაჴემწიფებთ, და შამსალ მულუქთან ერთობა და
Line of edition: 4    
სიყვარული გქონდესთ და, თუ მტერი აღგიჩნდეს საითმე, სამნივ ერთად შეკრბებოდეთ და
Line of edition: 5    
ავათ მოეპყრობოდეთ! და შემდგომად თემურშას უბძანა: შენ მაჩინისა ჴემწიფე ბძანდები
Line of edition: 6    
და იქაურსა საქმეს განაგებდე, მოსვენებასა და შექცევასა იყავ.

Line of edition: 7       
ფალავანთა რა ესე გაიგონეს, დიდათ ეწყინათ და მოახსენეს, ჱეი,
Line of edition: 8    
სახელგანთქმულო ფალავანო, ჩვენსა სიცოცხლესა თქვენსა სამსახურში აღვასრულებთ,
Line of edition: 9    
საითაც თქვენ წაბძანდებით, ჩვენც თან უნდა გიახლოთ, უშენოთ ჩვენი სიცოცხლე დიახ
Line of edition: 10    
გამწარებული იქნების. საამ ფალავანმა რა ესე სიტყვანი მოისმინა, დიდათ იამა და
Line of edition: 11    
მადლობა მოახსენა, გარდეხვია და სამთავ შუბლზედ აკოცა და უპასუხა: თქვენგან მე რომ
Line of edition: 12    
ესდენი სიკეთეები და სიყვარული მამაგონდეს, საბაოთ ღმერთს ვფიცამ, რომ უთქვენოთ
Line of edition: 13    
ჩემი ყოველი დიდება და პატივი და სიმხიარულე ჩემთვის გამწარებული იქნება, ღმერთმან
Line of edition: 14    
შემაძლებინოს თქვენი მაგიერი სამსახური.

Line of edition: 15       
იმ დღეს იქ განისვენეს. მეორესა დღესა თავისისა ლაშქარითა, ფალავნებითა და
Line of edition: 16    
სარდლებითა ერანისაკენ გაემართნენ: და ფრანგ დივზადასა უბძანა: შენ მანუჩარ
Line of edition: 17    
ჴემწიფესთან უნდა გაგისტუმრო და ჩვენი ვითარება უნდა შეატყობინოთ! წიგნები
Line of edition: 18    
დასწერეს და ფრანგს მოსცეს. ფალავანმა უბძანა: ჱეი, ჩემო საყვარელო ძმაო ფრანგ,
Line of edition: 19    
სწრაფისა სიარულითა უნდა მიხვიდე მანუჩარ ჴემწიფესთან და წიგნები თავ-თავის
Line of edition: 20    
პატრონს მისცეს! ყოველი ჩემი ანბავი წერილით მაცნობე და იქაური ანბავი მალე
Line of edition: 21    
მოგვიტანე. ფრანგმა თაყვანი-სცა, და გამოესალმა და ერანისაკენ გაემართა, დილის
Line of edition: 22    
ნიავსავით სწრაფლად წავიდა და ერანისა სამძღვარსა მიაწია.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Saamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 2.6.2014. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.