TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 10
Previous part

Chapter: 10  
Page of edition: 455  
Line of edition: 1  აქა ბაამან ხელმწიფისაგა ერანელთა ფალავანთა ბირება


Line of edition: 2       მერმე მწიგნობარი უჴმო და ერანელთა ფალავანთა წიგნისა დაწერა
Line of edition: 3    
უბრძანა. პირველ საჴელი ღვთისა აჴსენა, მინდობილობა და მერმე ესე დააწერინა:
Line of edition: 4    
მე, რაცა მჭირს და დამემართა ჩემითა ავათ ქნითა, ყველა გაუგონლობითა წამეკიდა,
Line of edition: 5    
რომე ქიშმარით შარიარისაგან ერთისა ნასყიდის ქვემო მონისა შვილი,
Line of edition: 6    
ქეთევანისათვის ზითვად წამოტანებული, იმა საზომსა გავიყვანე და საჴელმწიფოსა
Line of edition: 7    
ტაჴტსა ზედა დავსვი, გვირგვინითა, ხოსროულითა ტანისამოსითა შემოსილი,
Line of edition: 8    
საჴელმწიფო საჭურჭლეთა კლიტენი წინა დაუსხენ. იმა გრძნეულისა დიაცისა
Line of edition: 9    
სიყვარულითა სიტყვითა ვქენ. ჩემის გონებისა თვალნი დამეყვნეს. ესე ყოველი ჭირი
Line of edition: 10    
და მიჭირვება ყველა ჩემზედა მოდგა, რომე ჩვენნი ერთგულნი და მისანდონი ყმანი
Line of edition: 11    
მიღალატებდეს და მომკლევდეს, ამისთვის რომე ჩემნი საგანძურნი ავის მოქმედმან
Line of edition: 12    
დიაცმან და ლულემ მათ გაუყო. აწე, ვითა თქვენ უბრალო ჴართ ამა საქმისაგან,
Line of edition: 13    
საწუთროსა დამბადებელსა ამისად თავდებად მოგცემ, რომე თქვენ არავის რა
Line of edition: 14    
გაბრალო და დიადი მოგცე. მე თვით ჩემი ნაქმარი შემინანია და თქვენ უფროსი
Line of edition: 15    
პატივი და დიდება მოგიმატო. მე ეს მიყავით, რომე მაგა უსჯულოსა, დევისა
Line of edition: 16    
ნაშობსა ლულეს უღალატეთ და ღმერთი ბრალად არას მოგცემსთ, ამად რომე არა
Line of edition: 17    
სჯულ წმინდა არის, და თქვენ ეზომსა საქონელსა მოგცემ, რომე დღეთა შენთა
Line of edition: 18    
შიგა არ დაგელიოსთ.

Page of edition: 456  

Line of edition: 1       
ესე წიგნი დაწერეს, ერთსა ფაიქსა მისცეს და გაგზავნეს. რა ფალავანთაა
Line of edition: 2    
თანა მივიდა, ერთად შეიყარნეს და წიგნი წაიკითხეს, და ესრე შერცხვენდათ. რომე
Line of edition: 3    
აღარა აჴედვა აუგათ უჩნდათ. ესე ერთგან შეყრილი ოცდაჩვიდმეტი გამოჩენილი,
Line of edition: 4    
საწუთროსა შიგან მოწონებულნი ფალავანნი იყვნენ. ასრე თქვეს: აუგიანსა
Line of edition: 5    
სიცოცხლესა სიკვდილი გვიჯობსო, რომე დიდისა გვარიანისა შარიარისათვის
Line of edition: 6    
სწორულად და უსირცხვილოდ პირი მიგვიპყრია, მას ვებრძვით. ამას თუ არ
Line of edition: 7    
შევინანებთ, ნუთუ წმინდასა მოსამართლესა ეწყინოს და ჩვენისა ავკაცობისა მუქაფა
Line of edition: 8    
დაჭირებისა ჟამსა მოგვაგოს, ვინათგან მასცა შეუნანია, და დიდი რამე დავაკლოთ
Line of edition: 9    
ქეთევანისა მიზეზითა ჩვენსა პატივსა. აწე მივიდეთ და პირი მის წინაშე
Line of edition: 10    
გავაერთოთ.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.