TITUS
Shahname 3: Prose parts: Baamiani
Part No. 15
Previous part

Chapter: 15  
Page of edition: 459  
Line of edition: 1  აქა ჴორშევარდისა და ფარსის ომი


Line of edition: 2       ფარსი მივიდა საომარსა ადგილსა, ესეთნი დაიზაჴნა, თუ სთქო, საწუთრო
Line of edition: 3    
დევებითა აივსო. იქით ჴორშად აჩქარდა და ცხენი შეუტივა. ჯაჯური მშვილდი
Line of edition: 4    
ამოიღო, ერთი არყის ისარი შეუდვა, ფარსის შესტყორცა, ესეთი კრა, რომ ფარი
Line of edition: 5    
და აბჯარი გაუტეჴა, მარჯვნისა მჴარსა შიგან გაავლო და ფრთამდის მიწასა ზედან
Line of edition: 6    
დაასო. ფარსის ჴელითა ჴმალი გავარდა, მობრუნდა და ლაშქართაკენ წამოვიდა
Line of edition: 7    
პირგაყვითლებული, აუგითა სავსე. ამაზედა ბაამან ჴელმწიფემან აბჯარი ითხოვა,
Line of edition: 8    
გაგულისდა და ჩაიცვა. საომართა ნაღარასა კრეს და ორგნითვე ლაშქარნი შეიძრნეს.
Line of edition: 9    
ქოსთა და ნაღარათა ჴმა ცამდისინ გაიწეოდა. შეიქნა ფალავანათაგან რბევა, ჴმა
Line of edition: 10    
გაჴშირდა: შეიპყარ, ჩამოაგდე, შეკარ, მოკალ! შავისა მტვერისაგან საწუთრო
Line of edition: 11    
დაბნელდა და მათსა მესისჴლობისა კარი გაეღო და სისჴლისა ღვარნი ადინეს.
Line of edition: 12    
მრავალთა საჴელდებულთა თავი უპატიოთ მიწასა ზედან გორევდა. მინდორსა შიგან
Line of edition: 13    
მოკლულისა კაცისაგან აღარ ივლებოდა.

Line of edition: 14       
მას დღესა საღამომდინ ომი იყო, ფალავანთა ზაჴილი და აჴტათა ჴვივილი.
Line of edition: 15    
საწუთრო შავსა ზანგსა დაემსგზავსა. სითაცა ჴორშედ მიმართის, მინდორი უთაოთა
Line of edition: 16    
ტანითა აივსის და რაზმსა ფრეწდის მარჯვნივ და მარცხნით. მერმე ღამისა
Line of edition: 17    
შემოსწრებამან გაყარნა. და მერმე მკვდარნი დათვალნეს. ექვს და ექვსი ათასი კაცი
Line of edition: 18    
ბაამანისა ლაშქართაგან დაჴოცილიყო და ათი ათასი ლულეს ლაშქართაგან
Line of edition: 19    
დაჴოცილიყო.


Next part



This text is part of the TITUS edition of Shahname 3: Prose parts: Baamiani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.