TITUS
Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa
Part No. 134
Previous part

Chapter: 133:_Ganshorebuli_da_martvili  
Line of edition: 29  თქვა ჯუმბერ არაკი:
Line of edition: 30 
განშორებული და მარტვილი


Paragraph: 1  
Line of edition: 31       იყო ერთი წმიდა კაცი, განშორებული. მოინება სოფლად გამოსვლა.
Line of edition: 32    
გამოვიდა, მოვიდა ქალაქსა ერთსა, შევიდა კაცისა დიდებულისასა.
Line of edition: 33    
დია კარგა დაჰხვდა. ვითა ჰმართებდა, გაასვენა. დიდებულს
Line of edition: 34    
ერთის რვის წლის მარტვილი ჰყვანდა, უხაროდა.
Page of edition: 135  
Paragraph: 2  
Line of edition: 1       
გამოხდა ჟამი. კარზე ტირილი შემოესმათ, მკვდარი მიაქვნდათ.

Paragraph: 3  
Line of edition: 2       
უთხრა მამამან:

Paragraph: 4  
Line of edition: 3       
-- გადი, შვილო, მკვდარი მიაქვთ; ნახე: წარწყმდა, თუ
Line of edition: 4    
ცხონდა?

Paragraph: 5  
Line of edition: 5       
გავიდა მარტვილი. მოვიდა და მოახსენა სიხარულით: ცხონდაო!

Paragraph: 6  
Line of edition: 6       
მეორეზე სხვა მკვდარი გამოატარეს. გაგზავნა კიდევ.

Paragraph: 7  
Line of edition: 7       
მარტვილი მერმე მწუხარებით შემოვიდა: ეს კი წარწყმდაო!

Paragraph: 8  
Line of edition: 8       
თქვა მან განშორებულმან: მე ორმოცი წელიწადია უდაბნოში
Line of edition: 9    
ვარ და ანგელოზი საზრდოს მიზიდავს; მე ვერა ვსცნობ, ვინ ცხონდა
Line of edition: 10    
და ანუ ვინ წარწყმდა, ამ მარტვილმან ვით სცნაო?

Paragraph: 9  
Line of edition: 11       
უთხრა მარტვილმან: წმიდასა ამით ვსცნობ: ვინცა ვინ უკან
Line of edition: 12    
ერთი მისდევს, მას ყური დავუგდე. წეღან ამას ამბობდენ: კარგი
Line of edition: 13    
და ღირსი იყოო, უწყინარი და ღვთის მაამებელიო, და ვიცი ცხონებულია,
Line of edition: 14    
საქმით შეიტყობა. ახლა ამას ყველანი უჩიოდენ: ავი, უწყალო
Line of edition: 15    
და უსამარლო, მტყუანი იყო, ღვთისა არ ეშინოდა და კაცისა არა
Line of edition: 16    
რცხვენოდაო. ამით ვიცი, კაცი მისი საქმით იცნობებაო.



______


Paragraph: 10  
Line of edition: 17       
-- ახლა შენცა გეტყობა, შენის ავსიტყვით და საქმით მრავალის
Line of edition: 18    
ავის მოქმედი ხარ და ჩვენც შეგვიტყვია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.