TITUS
Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa
Part No. 146
Previous part

Chapter: 145:_Mavali_glaxaki  
Line of edition: 9  თქვა ჯუმბერ არაკი:
Line of edition: 10 
მავალი გლახაკი


Paragraph: 1  
Line of edition: 11       ერთი გლახაკი კაცი გამდიდრებულიყო და მისი შვილისათვის
Line of edition: 12    
ერთის მდიდრის ქალი ითხოვა. მან მდიდარმან თქვა: უარი უთხრა,
Line of edition: 13    
დამემტერება, და მივსცე არ იქმნება; ამასაც ვეცადო, მიზეზით მოვრჩეო.
Line of edition: 14    
უთხრა: თუცა ეგ შენი შვილის ერთს წელს სიგლახაკეს იწყებს
Line of edition: 15    
და კარდაკარ მავლი და მათხოვარი შეიქმნება, მივსცემო.

Paragraph: 2  
Line of edition: 16       
რა მისმან ძემან მოისმინა, იწყო წლამდის მავლობა და თხოვა.

Paragraph: 3  
Line of edition: 17       
რა წელიწადი გასრულდა, კიდევ სთხოვა. მერმე უთხრა: თუცა ახლა
Line of edition: 18    
მავლობას და თხოვნას მოიკვეთს, მივსცემ, თვარა მავალს როგორ
Line of edition: 19    
მივსცეო?

Paragraph: 4  
Line of edition: 20       
რა მას მავალს ესმა, შორს დაიჭირა: ერთს წელიწადს ძლივ
Line of edition: 21    
ვისწავლეო, როგორღა მოვიკვეთოო?

Paragraph: 5  
Line of edition: 22       
იმან მავლობა არ გაუშვა და მან ქალი აღარა მისცა.



______


Paragraph: 6  
Line of edition: 23       
-- აწ შენცა მაგ ჩხუბიანსა და ავს ენას ნაჩვევი ხარ და არას
Line of edition: 24    
მიზეზით არ მოიშლი, რადგან წლის ჩვეულება ძნელი მოსაკვეთია.
Line of edition: 25    
შენ ხომ შენი დღენი მაგ საქმეში დაგიღამებია.



Next part



This text is part of the TITUS edition of Sulxan-Saba Orbeliani, Sibrdzne sicruisa.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.