TITUS
Teimuraz, Timsariani
Part No. 2
Previous part

Chapter: 2 
კარი II
Line: 1    
*აქა უკეთესის ცოლისაგან მისვლა და ვეზირობის გამორჩევა


Line: 2       ხელმწიფისა ტახტისა პირსა წარდგა ჩვეულებისაებრ
Line: 3    
წესითამოაჯეთა. შეხედნა მეფემან და არა ენიშნა ეგრეთ წადგომა მისი,
Line: 4    
რამეთუ არს მოქენეთაგანი და არა უბრძანა რა, არამედ ელოდა
Line: 5    
მისგან თქმასა და უჭვრეტდა. ხოლო დედაკაცმან მან გონიერმან
Line: 6    
ბრწყინვალე პირი თვისი მიწასა დასდვა, ტახტისა ფერხთა აკოცა და
Line: 7    
თვალ-ცრემლიანმან იწყო სიტყვად და თქვა:

Line: 8       
"ეჰა, უსწორო, გონიერო და უამხანაგო, მაღალო ხელმწიფეო! მე,
Line: 9    
შენისა მხევლისაგან, ვბედავ მოხსენებასა, რათა ამად სიტყვა
Line: 10    
ბრძანებისა უწინ ზრახვად და კითხვად სიკვდილი აღვირჩიე დუმილსა. თქვენი ეგე
Line: 11    
ულხინოდ და უნიშატოდ ჯდომისა ყურება აწ რა არის? ესე რომე პირსა
Line: 12    
ყოვლისა ქვეყანისასა გარდასულნი და აწცა მეტახტენი შენსა
Line: 13    
სვიანობასა და სიდიდესა ინატრიან; სამოთხესა შინა მყოფნი შენსა
Line: 14    
მეჯლისსა ახსენებენ; შენისა მოსამართლოებითა ყოვლნი იხარებენ. არა
Line: 15    
თუ შენი სამეფო მხოლოდ, არამედ ოთხივე ყურენი ქვეყნისანი. მტერი და
Line: 16    
მავნენი სამეფოსა შენისანი, ჯერეთ ცოცხალნი, შენითა შიშითა
Line: 17    
დამარხულან. მაკედონელმან შენი მანდატურთ-უხუცესობა რომ
Line: 18    
იშოვნოს, იგიცა შესჯრდეს. რაცა რომელსა სიკეთესა სახელი ერქვას, შენ
Line: 19    
მიდამოსა შინა არს. ზღვასა შიგან სულიერნი შენსა ქებას წარმოიტყვიან;
Line: 20    
ნადიმნი ყოველნი შენგან შენითა მოსამართლეობითა, საბოვრისა
Line: 21    
სიმრავლითა შენითა, სახამსოთა თათბირთაგან მრავალთა მძლეთა მძლეობითა
Line: 22    
გამარჯვებისაგან თავ-დაჯერებით მხიარულნი სმენ, ლხინობენ და შენსა
Line: 23    
ხელმწიფებასა ადიდებენ. ლანჩიფართა და მოქალაქეთა ხარკთა ტვირთი ასე
Line: 24    
გაუმსუბუქებიათ თქვენითა ბრძანებითა, რომ თითითა ერთითაცა აღებად
Line: 25    
შემძლებელ არიან. ფანსკუჯნი შენთა სარაიათა შენსა სვიანობასა
Line: 26    
ქადაგებენ და მხარ-გაშლილნი ბრძანებითა ღვთისათა შენთა ტახტთა მხრითა
Line: 27    
ბედნიერთა ჰფარავენ და უჩრდილებენ. ფარშამაგნი შენთა მაღალთა კოშკთა
Line: 28    
მყოფნი შენსა ქებასა ყივიან, და მფრინველნი გარედ მყოფნი, შენთა
Line: 29    
ლაშქართა სიდიდესა აქებენ; ანგელოსთა დასნი და გუნდნი ეგების, თორემ
Line: 30    
სხვა სიმრავლე ვერცარა შეედრების. ვფიცავ ღმერთსა, რომ შენი არამი
Line: 31    
სამოთხეზედ არა დია უარესია. შენსა ბედნიერსა პირსა სევდიანობისა
Line: 32    
და შეჭირვებისა არმური დასჩნევია, ჩვენც სიკვდილს მივწურვილვართ. აწ
Line: 33    
ვიაჯი,რათა შენისა ტახტისა პირსა შენისა გამარჯვებულითა ხლმითა დაღვარო
Line: 34    
სისხლი ჩემი,და ანუ ხვაშიადი გამომიცხადო, და თქვენის მწუხარებისა და
Line: 35    
მჭმუნვარებისა მიზეზი მიბრძანო, გამაგონო და მერმე მომკლა, დიდო
Line: 36    
და მაღალო ხელმწიფეო, უხვო და უშურველო!"

Line: 37       
მაშინ ხელმწიფემან ასრეთ უბრძანა:

Line: 38       
"ხადუმო! ეს საწუთრო არვის გაუთავდების და არვინ დარჩების, რომ
Line: 39    
ამ სოფლიდამ არ გამანძულდეს. ვინც დაიბადების, სიკვდილი უკან მოსდევს,
Line: 40    
და ასეთი სიხირული არ იქნების, რომ შეჭირვება და მწუხარება უკან არ
Line: 41    
მოსდევდეს. ვინცა ადამის და ევას შვილნი არიან, უნდა რომ თითო ჯამი
Line: 42    
სიკვდილის სასმელი დალიოს, სულისა და ხორცისა სიმწარე სამსალაში გარიოს.
Line: 43    
აწე ცოტა ხანი მიკლია, რომ ჩემს ყურს სიკვდილის ხმა და ამბავი მიწურვილა.
Line: 44    
და ამ უხანოსა სოფელსა ასრე სწადიან, რომე ჩემი მორჭმა და
Line: 45    
დიდება ოხრად დამაგდებინოს. ჩემს უკან ჩემი შედეგი ნაყოფი აღარ
Line: 46    
მომდევს, რომ ჩემს უკან ეს ჩემი გამდიდრებული ტახტი შეინახოს და
Line: 47    
უპატრონოს, და ჩემს უკან ჩემს საპატრონოსა ზედან უცხომ
Line: 48    
არავინ გაიხაროს. როგორც ძიძამ ყმაწვილიანი აკვანი შეინახოს და
Line: 49    
მოუაროს, მე ჩემი სახელმწიფოს რიგი ისე შემინახავს. აწე მეშინიან,
Line: 50    
რომ როგორც ძიძას აკვანი წაექცეს და ყმაწვილიც მოუკვდეს, ისე ჩემი
Line: 51    
ქვეყანა ჩემს უკან მოუვლელობით არ აოხრდეს. მე არც სიკვდი ლისაგან
Line: 52    
მეშინიან და არც წასაწყმენდელი საქმე მიმიძღვის, რომ იმისთვის
Line: 53    
ვნაღლობდე და ვწუხდე. მე ამას ვნაღლობ და ეს არის ჩემი საფიქრელი
Line: 54    
სამძიმარი, რომე ჩემს უკან ასეთის ზალუმის ხელმწიფის ხელში არ
Line: 55    
ჩაცვივდნენ ჩემნი დაზრდილნი და ყმანი და ჩემგან შენახულნი
Line: 56    
ქვეყანი,რომ დღე და ნათელი ღამედ არ შეექნასთ და ვეღარ იცხოვრონ.
Line: 57    
ჩემი შეჭირვება ეს არის და ამასა ვფიქრობ".


Next part



This text is part of the TITUS edition of Teimuraz, Timsariani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 31.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.