TITUS
Flavius Iosephus, Antiquitates Iudaicae I-II
Part No. 111
Previous part

Section: 10  
Line: 27   თ. 10


Paragraph: 1  
Line: 28        1) ხოლო სალომონოჲს ძემან როვოამოს, ორთა ნათესავთა მეფემან,
Line: 29     
ვითარ წინაწარ-ვთქუთ, აღაშენნა ქალაქნი ძლიერნი და დიდნი: ვითლეემი და
Line: 30     
იტამე და თეკოე და ვითსურა და სოხო და ოდოლამ და იპან და მარისა და
Line: 31     
ზიფან და ადორემ და ლაქის და ზიკა და სარამ და ილომ და ქევრონაჲ. ესენი
Line: 32     
ვიდრემე იუდაჲს ნაწილსა შინა პირველნი აღაშენნა, ხოლო შეჰმზადნა და
Line: 33     
სხუანიცა დიდნი ვენიამიტიდის ნაწილსა შინა. და შემზღუდველმან სამლოცვე\ლონი
Line: 34     
დაადგინნა ყოველთა შინა და მთავარნი, თანად იფქლი ფრიადი და
Line: 35     
ღჳნოჲ და ზეთი და სხუანი საზრდელისა მიმართნი თითოეულსა ქალაქთასა
Line: 36     
შინა მრავლად დაიუნჯნა და ამათ თანა ფარნი მრავალნი და ჰოროლნი ბევრნი.
Line: 37     
ხოლო მივიდეს მისა მიმართ იეროსოლჳმად ყოველთა ისრაჲლიტთა შორის
Line: 38     
მყოფნი მღდელნი და ლევიტნი. და უკუეთუ ვინმე სხუანი სიმრავლისაგან იყვ\ნეს
Line: 39     
კეთილნი და მართალნი, დაუტეობდეს ქალაქთა მათთა, რაჲთა ჰმსახუ\რებდენ
Line: 40     
იეროსოლჳმათა შინა ღმერთსა, რაჲთა არა შუებით მქონებელ იყვნეს
Line: 41     
თაყუანისცემად იძულებულნი დიაკეულთანი, რომელნი იეროვოამოს შეჰმზად\ნა.
Page: II-37   Line: 1     
და აღაორძინეს როვოამოჲს მეფობაჲ სამთა წელთა შინა. ხოლო ქორწი\ნებულმან
Line: 2     
რომლისამე ნათესვისამან და სამთა ყრმათა მისგან მოქმედმან მი\იყვანა
Line: 3     
უკუანაჲსკნელ და ავესსალომოჲს ასულისგანცა, თამარაჲსა, ქმნილი,
Line: 4     
მიხან სახელით, და ესეცა ნათესვად მყოფი. და ყრმაჲ წულ იქმნა ამისგან
Line: 5     
მისდა, რომელსა ავიად სახელ-სდვა. ხოლო ექმნნეს შვილნი და სხუათაგანცა
Line: 6     
მრავალთა ცოლთა, გარნა უმჯობეს ყოველთასა უყუარდა მიხან. და აქუნდეს
Line: 7     
ვიდრემე სჯულიერად შეუღლვილნი მისდა ცოლნი რვანი და ათნი, ხოლო
Line: 8     
ხარჭნი -- ოცდაათნი. და ძენი ვიდრემე იქმნნეს მისდა რვანი და ოცნი და
Line: 9     
ასულნი -- სამეოცნი. ხოლო მონაცვალედ მეფობისა განაჩინა მიხანისგან
Line: 10     
მყოფი, ავიას, და საუნჯენი და ძლიერნი ქალაქნი ამას არწმუნნა.

Paragraph: 1  
Line: 11        
2) ხოლო მიზეზ, ვჰგონებ, მრავალგზის ბოროტთა და უსჯულოებისა
Line: 12     
ექმნების კაცთა სიდიდე საქმეთაჲ და უმჯობესისა მიმართ მიდრეკაჲ მათი.
Line: 13     
რამეთუ მეფობასა ესრეთ აღორძინებულსა მხედველი როვოამოს უსამართ\ლოთა
Line: 14     
მიმართ და უსახურთა მიდრკა საქმეთა და ღმრთისა მსახურებაჲ შეუ\რაცხ-ყო,
Line: 15     
ვიდრეღა და ერიცა მის ქუეშე მიემსგავსა უსჯულოებითა. რამეთუ
Line: 16     
თან-განიხრწნებიან ჩუეულებანი მთავრებულთანი ქცევისა მიერ მმთავრობთაჲ\სა
Line: 17     
და ვითარ სამხილებელად უძღებებისა მათისა კრძალულებასა მათსა დამ\ტევებელნი,
Line: 18     
ვითარ სათნოებასა სიბოროტეთა მათთა შეუდგებიან, რამეთუ
Line: 19     
არა შესაძლებელ არს მოთმინებით შეწყნარებაჲ საქმესა მეფეთასა უკუეთუ
Line: 20     
არა მათვე მოქმედ იყვენენ იგინიცა. ესე უკუე შეემთხუეოდა და როვოამოჲს
Line: 21     
ქუეშეცა დაწესებულთა, რამეთუ უსახურებდა რაჲ იგი და უსჯულოებდა, მოს\წრაფე
Line: 22     
იყვნეს, რაჲთა არა ეკუეთნენ მეფესა, მნებებელნი გამოცდილად ყო\ფისანი.
Line: 23     
ხოლო სასჯელსა მიჴდად მისა მიმართთა გინებათათჳს ზედ-მოუვლინა
Line: 24     
ღმერთმან ეგჳპტელთა მეფე სუსაკოს, რომლისათჳს შეცთუნებულმან იროდო\ტოს
Line: 25     
საქმენი მისნი სესოსტრისს შეათხზნა.

Line: 26        
რამეთუ ამან სუსაკოს მეხუთესა წელსა როვოამოჲს მეფობისასა აღი\მჴედრა
Line: 27     
მრავალთა ბევრეულთა თანა, რამეთუ შეუდგეს მას ათასნი და ორას\ნი
Line: 28     
ეტლნი რიცხვთ, ხოლო ცხენოსანნი -- ექუსნი ბევრნი და ქუეითნი --
Line: 29     
ბევრნი ორმეოცნი. და უმრავლესნი ამათ ლივჳელნი მიიყვანნეს და ეთიოპნი.

Line: 30        
მიწევნილმან უკუე ქუეყანასა ევრაელთასა, იპყრნა ძლიერნი როვოამოჲს სამეფოჲსა
Line: 31     
ქალაქისანი უბრძოლველად და ამათი განმამტკიცებელი უკუანაჲ\სკნელი
Line: 32     
მივიდა იეროსოლჳმათა ზედა.

Paragraph: 3  
Line: 33        
3) Page of ms.: 148v  განმტკიცებულ იყო როვოამოს და სიმრავლე მათ შინა აღმჴედრები\სათჳს
Line: 34     
სუსაკოჲსა და ევედრებოდეს ღმერთსა მიცემად ძლევასა და ცხორება\სა,
Line: 35     
არამედ არა არწმუნეს ღმერთსა დაწესებაჲ მათ თანა. ხოლო სამეას წინა-წარმეტყუელმან
Line: 36     
ჰრქუა მათ, ვითარმედ აქადებს მათ ღმერთი დატევებასა, ვი\თარ
Line: 37     
და მათცა დაუტევეს მსახურებაჲ მისი. ამათნი მსმენელნი მეყუსეულად
Line: 38     
დაეცნეს სულითა და არღა მერმეცა ცხორებასა მხედველთა აღსაარებად მიი\მართეს
Line: 39     
ყოველთა, ვითარმედ მართლიად უგულებელს-ყვნა იგინი ღმერთმან, ვინაჲთგან
Line: 40     
უსჯულოება ქმნნეს მისა მიმართ და შეამრღჳნეს სჯულიერნი.
Line: 41     
ხოლო ესრეთ მდებარეთა ზედა მომხედველმან ღმერთმან, აღმსაარებელთა
Page: II-38   Line: 1     
ცოდვათა მათთასა, თქუა წინაწარმეტყუელისა მიმართ არა წარწყმედაჲ მათი,
Line: 2     
გარნა ქმნაჲ ვიდრემე ჴელისქუედ ეგჳპტელთა, რაჲთა ისწავონ, უკუეთუ კა\ცისა
Line: 3     
მსახურებაჲ უადვილეს არს, გინა თუ ღმრთისაჲ. ხოლო სუსაკოს მიმ\ღებელი
Line: 4     
ქალაქისაჲ უბრძოლელად, ვინაჲთგან შეიწყნარა იგი როვოამოს შიში\სა
Line: 5     
ძლით, არა დაადგრა ქმნილთა აღთქუმათა ზედა, არამედ განფხურა სამღ\დელოჲ
Line: 6     
და საუნჯენი ღმრთისანი და სამეფონი დააცალიერნა, ოქროჲსა და
Line: 7     
ვეცხლისა ბევრეულთა ურიცხუთა მტჳრთველმან და ყოვლითურთ არარაჲსა დამტევებელმან.
Line: 8     
ხოლო მიიხუნა და ოქროჲსა ფარნიცა და ჰოროლნი, რო\მელნი
Line: 9     
შეჰმზადნა სალომონ მფემან, და არა უტევნა არცა ოქროჲსა კაბარჭ\ნი,
Line: 10     
რომელნი დავიდის შეწირნა ღმრთისა, მიმღებელმან სოფნისა მეფისაგან.
Line: 11     
და ამის მოქმედი უკუნ-იქცა სახიდ თჳსად.

Line: 12        
ხოლო მოიჴსენებს ამის მჴედრობისასა და ალიკარნასელიცა იროდო\ტოს,
Line: 13     
მხოლოდ მეფისა ოდენ სახელისაგან შეცთუნებული და ვითარმედ მრა\ვალთა
Line: 14     
ნათესავთა ზედა მივიდა და პალესტინისა სჳრიაი დაიმონა, უბრძოლე\ლად
Line: 15     
მიმყვანებელმან მას შინათა კაცთამან. ხოლო ცხად არს, ვითარმედ ნა\თესვისა
Line: 16     
ჩუენისა ცხად-ყოფასა მნებებელ არს პყრობილად ეგჳპტელისა მი\მართ,
Line: 17     
რამეთუ იტყჳს, ვითარმედ ძეგლნი დაუტევნა უბრძოლელად თავთა
Line: 18     
თჳსთა მიმცემელთანი, სარცხჳნელსა დედაკაცთასა ზედდამსახველმან, ხოლო
Line: 19     
როვოამოს მისცა მას, მეფემან ჩუენმან, უბრძოლელად ქალაქი. იტყჳს უკუე
Line: 20     
და ეთიოპთასაცა ეგჳპტელთაგან სწავლად დაკუეთასა საკდემელთასა, რამეთუ
Line: 21     
ფჳნიკელნი და სჳრნი პალესტინეს შინა აღიარებენ ეგჳპტელთაგან სწავლასა.
Line: 22     
ცხად-არს უკუე, ვითარმედ არავინ სხუანი წინა-დაიკუეთნენ პალესტინეს
Line: 23     
შინა, გარნა თუ ჩუენ მხოლოდ. არამედ ამათთჳს ვიდრემე თითოეულნი იტყო\დედ,
Line: 24     
რომელი რაჲ სათნო არს მათდა.

Paragraph: 4  
Line: 25        
4) ხოლო წარვიდა რაჲ სუსაკოს, როვოამოს მეფემან, ნაცვლად ოქროჲ\სა
Line: 26     
ფართა და ჰოროლთა რვალისათა მოქმედმან მითვე რიცხჳთა, მისცნა
Line: 27     
მცველთა სამეფოთა და ნაცვლად მჴედრობისა საჩინოჲსა და საქმეთა შინა ბრწყინვალედ
Line: 28     
ქცევისა, მეფობდა დაწყნარებულებითა მრავლითა და შიშითა,
Line: 29     
ყოველსა ჟამსა მტერად მყოფი იეროვოამოჲსი. ხოლო აღსრულდა ცხორებუ\ლი
Line: 30     
წელთა ორმეოცდა და ათთა და შჳდთა და მმეფობი ამათგან შჳდთა და
Line: 31     
ათთა, ქცევითა მამაკაცი ზუავი და უგუნური და არა მორჩილებისა ძლით
Line: 32     
მამისა მისისა მოყუარეთაჲსა მთავრობასა წარმწყმედელი. ხოლო დაეფლა იეროსოლჳმას,
Line: 33     
ლარნაკთა შინა მეფეთასა. და მეფობაჲ უკუე მისი მიითუა\ლა
Line: 34     
ძემან ავიას, მერვესა აწღა და მეათესა წელსა იეროვოამოჲს ათთა ნათე\სავთა
Line: 35     
მეფობისასა. და ამათ ვიდრემე ესევითარი აქუნდა დასასრული. ხოლო
Line: 36     
იეროვოამოჲს ძლითთა შემდგომად ამათსა გუაქუს წარმოთქუმაჲ, ვითარ
Line: 37     
დაამჴუა ცხორებაჲ, რამეთუ ესე არა მოაკლებდა, არცა დაწყნარებულ იყო
Line: 38     
მაგინებელი ღმრთისა მიმართ, არამედ დღითი-დღე მაღალთა მთათა ზედა
Line: 39     
ვომონთა აღმმართებელ იყო და მღდელთა სიმრავლისაგან განმაჩინებელ.




Next part



This text is part of the TITUS edition of Flavius Iosephus, Antiquitates Iudaicae I-II.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 21.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.