TITUS
Old Georgian Hagiographical Texts, vol. IV
Part No. 22
Previous part

Text: Petr.Ib.1  
Manuscript: A-111  
Page of ed.: 378  
Line of ed.: 1     [ Manuscript page: 135r  ] თუესა დეკენბერსა ბ̃
Line of ed.: 2     
დაძინება წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა
Line of ed.: 3     
პეტრე ქართველისა, მაიამოს ქალაქისა
Line of ed.: 4     
ეპისკოპოზისა


Line of ed.: 5        ესე იყო ნათესავით ქართველი, ძე ქართველთა მეფისა ვარაზ\ბაკურისა,
Line of ed.: 6     
რომელი იყო მეხუთე მეფე მირიანის მეფობითგან.

Line of ed.: 7        
ამიერითგან ყოველივე საქმე მისი საკჳრველ არს, რამეთუ
Line of ed.: 8     
მამასა ამის წმიდისასა ძილსა შინა ეჩუენა ანგელოზი და აუწყა
Line of ed.: 9     
შობა ყრმისა და ჰქუა, ვითარმედ: "იყოს ყრმა იგი დიდ წინაშე
Line of ed.: 10     
ღმრთისა და სათნო კაცთა".

Line of ed.: 11        
ხოლო ვითარცა იშვა, იქმნა სიხარული ყოველსა სამეფოსა
Line of ed.: 12     
შინა მისსა. და უწოდეს სახელად მურვანოს და აღზარდეს იგი
Line of ed.: 13     
სჯულსა შინა ღმრთისასა მართლითა სარწმუნოებითა. და იქმნა რა
Line of ed.: 14     
ათორმეტისა წლისა, მოსთხოვა იგი მძევლად მეფემან ბერძენთა\მან,
Line of ed.: 15     
მცირემან თეოდოსი, მამასა მისსა სპარსთა შიშითა, ნუუკუე
Line of ed.: 16     
ქართველნი თანა-შემწე ექმნენო.

Line of ed.: 17        
ხოლო მამამან მისმან წარავლინა კოსტანტინეპოლედ დიდითა
Line of ed.: 18     
დიდებითა და სამეფოთა წესითა. და ვითარ მიიწინეს სამეფოს
Line of ed.: 19     
ქალაქად, დიდითა პატივითა შეიწყნარეს მეფემან და დედოფალმან
Line of ed.: 20     
და შვილად თჳსად იპყრეს იგი.

Line of ed.: 21        
ხოლო ყრმა იგი განტკიცებულ იყო შიშსა შინა ღმრთისასა
Line of ed.: 22     
და კუალად, ვითარცა იხილნა წესნი იგი ქრისტიანობისანი და მე\ფისა
Line of ed.: 23     
და დედოფლისა მარხვა და მიმდემი ღამის-თევა, უმეტესად
Line of ed.: 24     
აღეგზნა სურვილითა საღმრთოჲთა და მოშურნე ექმნა კეთილსა
Line of ed.: 25     
მას მოქალაქობასა მათსა და მისცა თავი თჳსი უმეტესსა მარხვასა
Line of ed.: 26     
და მღჳძარებასა და ფიცხელსა მოღუაწებასა, რამეთუ შინაგან ემო\სა
Line of ed.: 27     
ფიცხელი ძაძისა სამოსელი და გარეგან სამეფოთა იყო შემოსი\ლი
Line of ed.: 28     
და ესრეთ სიყრმითგანვე დააჭნო აღძრვანი ჴორცთანი.

Page of ed.: 379  
Line of ed.: 1        
ღამესა ერთსა, დიდებულსა ნათლისღებასა უფლისა ჩუენისა იესუ
Line of ed.: 2     
ქრისტეს[ს]ა, ჩუეულებისაებრ მეფე და დედოფალი წარვიდეს ეკლესიად
Line of ed.: 3     
ღამის-თევად. ხოლო ყრმა იგი დაშთა სახლსა შინა, რათა მარტოებით
Line of ed.: 4     
აღასრულოს ღამის-თევა. მოუწოდა ერთსა მსახურსა თჳსთაგანსა, რა\თა
Line of ed.: 5     
ზეთი მოართუას კანდლისა სანთებელად [ Manuscript page: 135v  ] . ხოლო იგი აყენებდა
Line of ed.: 6     
და რისხვით ეტყოდა: "რასა იქმ, დააშრობ თავსა შენსა? არა უწყია,
Line of ed.: 7     
რამეთუ შენ მხოლო უვი მამასა შენსა და ყოველი სამეფო ქართველთა
Line of ed.: 8     
შენდა დამოკიდებულ არს"?

Line of ed.: 9        
ხოლო იგი შეწუხებული ევედრებოდა ღმერთსა და ზეთისა წილ
Line of ed.: 10     
მისცა პატრუქი წყალსა და ესრეთ აღანთო. და ეგო იგი ესრეთ
Line of ed.: 11     
აღნთებული ღამესა მას და ვიდრე შჳდსა დღესა და ღამესა არა
Line of ed.: 12     
დაშრტა თჳნიერ ზეთისა. ესე იხილეს მეფემან და დედოფალმან და
Line of ed.: 13     
მრავალთა ერთა, უკჳრდა ფრიად და ადიდებდეს ღმერთსა.

Line of ed.: 14        
ხოლო ყრმასა მას სძულდა ცუდი დიდებაჲ და სოფელი ესე წარ\მავალი
Line of ed.: 15     
და ენება სივლტოლაჲ და უცხოებად წარსლვა.

Line of ed.: 16        
იყო ვიმე საჭურისი სასუენებელთა ზედა მეფისათა, კაცი წმი\და
Line of ed.: 17     
და განშორებული ყოვლისა ბოროტისაგან. ესე თანა-განმზრახ ექმნა
Line of ed.: 18     
ძესა მეფისასა მურვანოს.

Line of ed.: 19        
ღამესა ერთსა აღიღეს რაოდენიმე საჴმარი და სივლტოლა იჴმიეს
Line of ed.: 20     
და განვიდეს ფარულად. და იხილეს სუეტი ნათლისა, რომელი უძ\ღოდა
Line of ed.: 21     
წინაშე მათსა. და ჴმა ისმა სუეტით გამო: "რომელი შემომი\დგეს
Line of ed.: 22     
მე, არა ვიდოდეს ბნელსა."

Line of ed.: 23        
ესმა რა ჴმა ესე, ფრიად განმხიარულდეს და იწყეს სლვად გზასა
Line of ed.: 24     
თჳსსა და წარემართნეს ალექსანდრიად.

Line of ed.: 25        
ცნა რა ესე მეფემან თეოდოსი, შეწუხნა ფრიად და წარავლინა
Line of ed.: 26     
ყოველსა ალაგსა კაცნი და ყოვლით კერძო ეძიებდა და ვერ პოვნა იგი\ნი,
Line of ed.: 27     
რამეთუ ღმერთმან დაფარნა მონანი თჳსნი.

Line of ed.: 28        
ხოლო ყრმა იგი და საჭურისი მიიწინეს ერთსა ქლაქთაგანსა.
Line of ed.: 29     
შეიპყრნა იგინი მთავარმან მის ქალაქისამან და შესხნა საპყრობილესა,
Line of ed.: 30     
ეგონა, ვითარმედ მონანი არიან და ლტოლვილნი. ხოლო ღამესა მას
Page of ed.: 380   Line of ed.: 1     
იქმნა ძრვა საშინელი და ელვანი და ქუხილნი სასტიკნი. და დაადგრა
Line of ed.: 2     
მთავარსა მას კაცი საშინელი და ეტყოდა: "განუტევენ კაცნი ეგე, უკუეთუ
Line of ed.: 3     
არა, დაქცევად არს ქალაქი შენი". ხოლო განთიად აღდგა შიშით და
Line of ed.: 4     
მოვიდა საპყრობილედ და შეუვრდა ფერჴთა მათთა და დიდითა პატი\ვითა
Line of ed.: 5     
განუტევნა იგინი. და მიერ წარვიდეს იერუსალიმად და, ვითარ\ცა
Line of ed.: 6     
მიიწივნეს, შეწყნარებულ იქმნნეს პინიანოსის ვისგანმე მეუღლისა
Line of ed.: 7     
მისისა მელანიასგან, რომელნი მოსრულ იყვნეს ჰრომით დიდნი მთა\ვართაგანნი,
Line of ed.: 8     
დამტევებელნი სოფლისანი, რომელთა მონაზონებისა
Line of ed.: 9     
ცხოვრება შეეტკბოთ, აღაშენნეს ორნი მონასტერნი და შეიწყნარებდეს
Line of ed.: 10     
მუნ მიმავალთა.

Line of ed.: 11        
მაშინ მამასახლისმან მის მთისა მონასტრისამან წარიყვანნა საფ\ლავად
Line of ed.: 12     
განმაცხოველებელად და აღკუეცნა იგინი და შემოსა სახე მო\ნაზონებისა
Line of ed.: 13     
და უწოდა მურვანოს პეტრე და საჭურისსა მას - იოვანე.

Line of ed.: 14        
მიერითგან ვინ გამოთქუნეს ღუაწლნი და შრომანი მათნი,
Line of ed.: 15     
მღჳძარება და მარხვა, მოწყალება და უცხოთ-შეწყნარება, რამეთუ
Line of ed.: 16     
მიმოიქცეოდეს მონასტრებსა მას მათ კერძოთასა. და აღაშენნეს სახლნი
Line of ed.: 17     
სასტუმრო და მოჰმზადეს ტაბლა და ცხედარი და ფერჴთ-საბანელი
Line of ed.: 18     
და განუსუენებდეს ყოველთა მიმავალთა და უცხოთა მსახურებდეს.

Line of ed.: 19        
კუალად აღაშენნეს მონასტერნი სხუანი. მაშინ გამოუჩნდა
Line of ed.: 20     
ეშმ/აკი [ Manuscript page: 136r  ] და იწყო ბრალობად და სასოწარკუეთილებად მისა და
Line of ed.: 21     
ეტყოდა, ვითარმედ: "არარას გერგების ესოდენი ესე შრომა, ვინაჲთგან
Line of ed.: 22     
ზედგომადცა ვერ შემძლებელ ხარ". შეწუხნა პეტრე და შერისხნა ეშ\მაკსა
Line of ed.: 23     
და წარდევნა. მაშინ გამოუჩნდა უფალი და ნუგეშინი-სცა და მის\ცა
Line of ed.: 24     
სასოება და უჩუენა ცაჲ განღებული და ეკლესია ბრწყინვალედ
Line of ed.: 25     
შუენიერი და ერგასისნი კაცნი დიდებით ბრწყინვალენი და მგალო\ბელნი
Line of ed.: 26     
მას შინა და ეტყოდა: "ესე არს, რომელი აღგიშენებიეს. არა
Line of ed.: 27     
უწყია, პეტრე, ვითარმედ კეთილისა მოგონებისათჳს სასყიდლის მიმ\ნიჭებელი
Line of ed.: 28     
ვარ? ვითარმცა დავივიწყეა ესოდენი ესე შრომა შენი?" და
Line of ed.: 29     
კუალად ამაღლდა უფალი ზეცად, ხოლო წმიდაჲ პეტრე თაყუანი-სცემ\და
Line of ed.: 30     
და აღივსო გამოუთმელითა სიხარულითა.

Page of ed.: 381  
Line of ed.: 1        
მრავალნი სხუანი სასწაულნი იქმნებოდეს ამათ წმიდათა მიერ.

Line of ed.: 2        
ცნა რა ესე ნეტარმან ანასტასი პქტრიარქმან, მოიყვანა და უნე\ბლიეთ
Line of ed.: 3     
აკურთხა იგი ხუცად.

Line of ed.: 4        
მიერ განვიდეს უდაბნოთა იორდანისთა და აღაშენეს მუნცა მო\ნასტერი.

Line of ed.: 5        
ხოლო საჭურისსა იოვანეს გამოაჯდა პირსა მჯდომი რამე და მოა\ჭამა
Line of ed.: 6     
პირი მისი და მიუღო ნათელი თუალთა და დიდი მწუხარებაჲ
Line of ed.: 7     
დაეცა. მოვიდეს საფლავსა უფლისასა და ულოცა წმიდამან პეტრე. და
Line of ed.: 8     
აჰა გამოჩნდა ჴელი ლოდისა მისგან საფლავისა და შეეხო პირსა და
Line of ed.: 9     
თუალთა მისთა და მეყსეულად განიკურნა და მოეცა ხედვა და მადლობ\და
Line of ed.: 10     
ღმერთსა. და მიერ კუალად წარვიდეს უდაბნოთა მათ ეგჳპტისა და
Line of ed.: 11     
ალექსანდრიისა და მუნცა აღაშენეს ეკლესია და მოიყვანეს ეპისკოპო\ზი
Line of ed.: 12     
კურთხევად ეკლესიისა. და ვითარცა აკურთხევდეს, იხილეს ყოველ\თა
Line of ed.: 13     
წმიდა მარკოზ მახარებელი, რამეთუ სცხებდა მიჰრონსა ეკლესიასა
Line of ed.: 14     
მას და აკურთხევდა.

Line of ed.: 15        
მრავალნი სხუანი საკჳრველებანი ქმნა ღმერთმან მის მიერ ად\გილთა
Line of ed.: 16     
მათ და ყოველთა: მრავალნი ეშმაკეულნი, ბრმანი და მკელო\ბელნი
Line of ed.: 17     
განიკურნებოდეს მიერ და ადიდებდეს ღმერთსა.

Line of ed.: 18        
კუალად მოიქცეს იერუსალიმადვე და სხუაცა მონასტერი აღა\შენეს
Line of ed.: 19     
და სასნეულო და უცხოთა განსასუენებელი.

Line of ed.: 20        
ოდესმე მოაკლდა საზრდელი ძმათა და არარა ეპოებოდათ არცა
Line of ed.: 21     
ძმათა და არცა უცხოთათჳს. ვითარცა შეიწრდენ ფრიადისა ნაკლულევა\ნებისაგან,
Line of ed.: 22     
მაშინ ილოცა წმიდამან პეტრე [და] მეყსეულად აღივსნეს ყო\ველნივე
Line of ed.: 23     
ჭურჭელნი და გარდაეცნეს საიფქლენი, საღჳნენი, სა\ზეთენი,
Line of ed.: 24     
საფქვილენი და საცერცუენი და ადიდებდეს და მადლობდეს
Line of ed.: 25     
ღმერთსა და უხუებით განუყოფდეს ყოველთა.

Line of ed.: 26        
მაშინ მუნ ყოფასა მათსა აღესრულა სანატრელი იოვანე საჭური\სი
Line of ed.: 27     
და დიდითა დიდებითა და პატივითა დამარხეს იგი მათ მიერ აღშე\ნებულსა
Line of ed.: 28     
მონასტერსა.

Line of ed.: 29        
მას ჟამსა აღესრულა ეპისკოპოზი მიამოს ქალაქისა. შეკრბეს
Line of ed.: 30     
მკჳდრნი მის ქალაქისანი და ევედრებოდეს პატრიარქსა, რათა წმიდა
Line of ed.: 31     
პეტრე მისცეს მათ ეპოსკოპოზად. ხოლო პატრიარქმან ისმინა
Page of ed.: 382   Line of ed.: 1     
ვედრება მათი, წარავლინნა კაცნი ძიებად მისსა და პოვეს იგი ადგილ\სა
Line of ed.: 2     
უდაბნოსა და აიძულებდეს წარმოსლვად და, ვითარცა არა ერჩდა.
Line of ed.: 3     
შეიპყრეს იგი და იძულებით წარმოიყვანეს. და დაივანეს ერთსა სახლ\სა
Line of ed.: 4     
ვისამე. და იყო სახლი იგი ქორედი.

Line of ed.: 5        
მას ღამესა ეგულებოდა, რათა სიმაღლისაგან შთაიჭრეს, ანუ გა\ნერეს,
Line of ed.: 6     
ანუ შეიმუსროს ფერჴი და არღარა იქმნეს ეპისკოპოზ და გა\ნერეს
Line of ed.: 7     
საწუთროსა ამის დიდებისაგან. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა,
Line of ed.: 8     
კუალად გამოუჩნდა მას ღმერთი მჴედრობითა ანგელოზთათა და ჰრქუა
Line of ed.: 9     
მას: "პეტრე, უწყია, რა იგი ვარქუ პეტრეს საიდუმლოსა მას ფერჴთ\ბანისასა,
Line of ed.: 10     
რაჟამს იგი ურჩ მექმნებოდა? და აწ შენ გეტყჳ: არა გიც
Line of ed.: 11     
ნაწილი, არცა სამკჳდრებელი ჩემთა, უკუეთუ არა დამწყსნე ცხოვარ\ნი
Line of ed.: 12     
ჩემნი". და ვითარცა ესე რქუა, ნუგეშინი-სცა, განაძლიერა და
Line of ed.: 13     
ამაღლდა. ხოლო იგი თაყუანი-სცემდა და ადიდებდა.

Line of ed.: 14        
მაშინ მისცა თავი თჳსი ნებასა მათსა და წარმოვიდეს. და კუალად
Line of ed.: 15     
იძულებითა დიდითა აკურთხა პატრიარქმან, რამეთუ მიზეზობდა უძლუ\რებასა
Line of ed.: 16     
და იტყოდა თავსა თჳსსა ცოდვილად, და წარავლინა ქალაქსა
Line of ed.: 17     
მაიამოსა. მაშინ დიდითა სიხარულითა მიეგებნეს და პატივითა შეი\წყნარეს
Line of ed.: 18     
და აღამაღლეს ბრწყინვალე სანთელი სასანთლესა ზედა.

Line of ed.: 19        
ამიერითგან ვინ-მე გამოთქუნეს ღუაწლნი და შრომანი მისნი,
Line of ed.: 20     
რაოდენნი თავს-ისხნა პირ-მეტყუელთა ცხოვართათჳს, რაოდენნი
Line of ed.: 21     
კერპთ-მსახურნი მოაქცივნა და ნათელ-სცა, რავდენთა მწუალებელთა
Line of ed.: 22     
არწმუნა შეერთება კათოლიკე ეკლესიასა? უწჳმრობასა მრავალგზის
Line of ed.: 23     
წჳმა ზეცით გარდამოიყვანა. მრავალგზის ესმა ჴმა ზეცით შეწირვასა
Line of ed.: 24     
უსისხლოსა მსხუერპლისასა და საკჳრველება დიდი იხილის. მრა\ვალთა
Line of ed.: 25     
უშვილოთა შვილიერება მიჰმადლა. ხოლო აქუნდა მადლიცა
Line of ed.: 26     
წინაწარმეტყუელებისა და ყოფადთა საქმეთა, ვითარცა ყოფილთა
Line of ed.: 27     
ესრეთ ხედვიდა.

Line of ed.: 28        
და ესეცა მადლი მოეცა ღმრთისაგან, რომელ მრავალგზის
Line of ed.: 29     
იხილნის სულნი წმიდათანი ზეცად აღსრულნი, გან-რაჲ-ვიდიან
Line of ed.: 30     
ჴორცთაგან. რამეთუ იხილა სული მამისა ესაიასი და მამისა ზენონ
Line of ed.: 31     
სკიტელისა ზეცად აღსრულნი.


Page of ed.: 383  
Line of ed.: 1        
ერთსა უკუე დღესა შემოკრბა ერნი მრავალნი და ასწავა მათ
Line of ed.: 2     
სწავლა სულიერი და აუწყა ამიერ განსვლა თჳსი. ხოლო იგინი შე\წუხნეს
Line of ed.: 3     
ფრიად და იწყეს ტირილად. ხოლო თავადი შევიდა სენაკს
Line of ed.: 4     
მოღუაწებისა თჳსისასა.

Line of ed.: 5        
ძმა ვინმე ერთი, სახელით ათანასე, მოწაფე ყოფილ იყო ზენონ
Line of ed.: 6     
სკიტელისა და იყოფოდა ამის წმიდისა თანა. ესე ღამესა ერთსა ტირო\და
Line of ed.: 7     
მწარედ. და ესმოდა ჴმა ტირილისა წმიდასა მას და ჰრქუა: "რასა
Line of ed.: 8     
სტირ, ძმაო, და იგლოვ ესრეთ?" ხოლო მან ჰრქუა: "რასა მკითხავ,
Line of ed.: 9     
მამაო, რომელსა არცა სიწმიდე შენი უმეცარ არს?" ხოლო იგი კუა\ლად
Line of ed.: 10     
ჰკითხვიდა და მან ჰრქუა, ვითარმედ: "ამას ღამესა მოვიდა მო\ძღუარი
Line of ed.: 11     
ჩემი ზენონ და მრქუა მე, ვითარმედ: "ყოველნი წმიდანი
Line of ed.: 12     
შეკრბეს წინაშე ღმრთისა და ევედრებოდეს: "უფალო, ბრძანე, რათა
Line of ed.: 13     
პეტრე ეპისკოპოზი განვიდეს ჴორცთაგან და დაემკჳდროს ჩეუნ თა\ნა
Line of ed.: 14     
და განისუენოს, რამეთუ ფრიად ტანჯნა ჴორცნი თჳსნი და [ Manuscript page: 136v  ]
Line of ed.: 15     
დაშურა სიყუარულისათჳს შენისა". ხოლო უფალმან ბრძანა: "ჯერ
Line of ed.: 16     
არს ყოფა მისი კუალად ქუეყანასა ზედა, რათა მრავალნი სულნი
Line of ed.: 17     
შეიძინნეს". ხოლო წმიდანი იგი კუალად ევედრებოდეს, რათა წარი\ყვანოს
Line of ed.: 18     
მათ თანა. მერმე ბრძანა უფალმან ყოველთამან, რათა შემდგო\მად
Line of ed.: 19     
ათისა დღისა აღესრულოს". ესე ჩუენება მიუთხრა ძმამან ათანასი
Line of ed.: 20     
წმიდასა პეტრეს ტირილითა მწარითა, ხოლო წმიდამან ნუგეში\ნი-სცა.

Line of ed.: 21        
მათ დღეთა შინა არარას გემო იხილა, არამედ ილოცვიდა ჴელ\აპყრობით.
Line of ed.: 22     
და ვითარცა მოიწია დღე მეათე, განაღო სენაკი თჳსი
Line of ed.: 23     
და აღვიდა ეკლესიად. მოუწოდა ყოველსა მას ქალაქსა, ასწავა მათ
Line of ed.: 24     
ფრიად სარგებელი სულისა და ნუგეშინი-სცა, შეწირნა მსხუერპლნი,
Line of ed.: 25     
აზიარნა მღდელნი და დიაკონნი და მერმე ერნი და მისცა ყოველთა
Line of ed.: 26     
მშჳდობა ჯმნისა, და შევიდა სენაკად თჳსად. და ვიდრე იგი ილოცვიდა
Line of ed.: 27     
ჴელ-აპყრობით, გამოჴდა ფრიადი სული სულნელებისა. განმარტნა
Line of ed.: 28     
ფერჴნი თჳსნი და თქუა: "ჴელთა შენთა, უფალო, შევვედრებ სულსა
Line of ed.: 29     
ჩემსა" და დაიძინა ძილი იგი მართალთა თჳნიერ ყოვლისა სალმობი\სა.
Line of ed.: 30     
და ვითარცა ესე თქუა, აჰა, დასი ანგელოზთა და სიმრავლე წმიდა\თა
Page of ed.: 384   Line of ed.: 1     
შემოკრბეს და წარუძღუეს სულსა მისსა და მრავლითა პატივითა
Line of ed.: 2     
და დიდებითა და გალობითა აღიყვანეს ზეცად, რომელთა წინა უპი\რობდა
Line of ed.: 3     
წმიდაჲ მღდელთ-მოწამე პეტრე ალექსანდრიელი.

Line of ed.: 4        
ესრეთ დიდებით წარადგინეს წინაშე ღმრთისა, ხოლო მრავალ
Line of ed.: 5     
მოღუაწე გუამი მისი დაუსუენეს მასვე ეკლესიასა შინა. მაშინ შემო\კრბეს
Line of ed.: 6     
ყოვლით კერძოვე უძლურნი და სნეულნი და უშურველად
Line of ed.: 7     
მიიღებდეს კურნებასა. ბრმანი, მკელობლები და ეშმაკეულნი განიკურ\ნებოდეს
Line of ed.: 8     
და ადიდებდეს ღმერთსა.

Line of ed.: 9        
აღესრულა უკუე წმიდა მამა ჩუენი პეტრე ეპისკოპოზი თუესა
Line of ed.: 10     
დეკენბერსა ორსა, დღესა პარასკევსა, წლისა სამეოცდახუთისა, ჟამთა
Line of ed.: 11     
ზენონ მეფისა ბერძენთა ზედა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Old Georgian Hagiographical Texts, vol. IV.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 3.5.2015. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.