TITUS
Archil, Archiliani
Part No. 2
Previous part

Work: Gvam.rv.as.  
Chapter: _  
Page: 14  
Line: 25  გვამისა რვათა ასოთა






Strophe: 1  
Line: 26  Verse: a        კიდევ ესეცვთქვა თვალსა და   ცხვირსა და ორსავ ყურებსა,
Line: 27  Verse: b        ენა, პირს, ხელსა და ფერხსა   _ რა ზნე სჭირს, რას უყურებსა,
Line: 28  Verse: c        გული_ ხელმწიფე გვამისა,   ვის როგორ იმსახურებსა.
Line: 29  Verse: d     და   მოკლედ ვთქვა, არ გავაგძელო,   ვაამო ნაბახურებსა.






Strophe: 2  
Line: 30  Verse: a        თვალი რა ნახავს საყვარელს,   მოხედვას აღარ ინებსა,
Line: 31  Verse: b        მის გამო წყალსა მოიცემს,   სიხარულს მოიგუნებსა;
Line: 32  Verse: c        ცხვირსა მისი ფშვა სწადიან,   იყნოსებს, მას უსუნებსა,
Line: 33  Verse: d     და   თუ წამს მოსცილდეს, მრჩობლთავე   ხშირ-ხშირად არუდუნებსა.






Strophe: 3  
Line: 34  Verse: a        თვალს ესე სჭირს ზნედა, მაგრამ   აწ ჩვენ საქმე გაუსინჯოთ,
Line: 35  Verse: b        ცუდსა რასმე შემხედვარობს,   ტრფიალია თუ უსინჯოთ;
Line: 36  Verse: c        შევიტყოთ და მას ნუ ვეტყვით,   დავიდუმოთ, დავიმუნჯოთ,
Line: 37  Verse: d     და   ამად რომე არ დაიჯერს,   რაზომ სიტყვით გაუგონჯოთ.


Page: 15  




Strophe: 4  
Line: 1  Verse: a        ყური კარია სიტყვისა   შესვლისა, განსვენებისა,
Line: 2  Verse: b        ზოგი სიბრძნისად ღიაა,   ცუდზედან არ იხსნებისა,
Line: 3  Verse: c        მეორე კარზედ დახშულა   და ავზედ მალ იხსნებისა.
Line: 4  Verse: d     და   სადაც ამბობენ სიცრუვეს,   მას მისდევს, არ ეხსნებისა.






Strophe: 5  
Line: 5  Verse: a        რა ქნას სიტყვამ მჭევრმან, სრულმან,   თუ კარი შინ არ შეუშვებს,
Line: 6  Verse: b        გარ დარჩება, შესცივდება,   ათრთოლდება, წუხს და უშვებს;
Line: 7  Verse: c        ძალუძს მისი შესაფერიც,   მისებრ ნამუსს თუ გაუშვებს,
Line: 8  Verse: d     და   მაგრამ როგორ შევადარო,   ვინ კარგს ისმენს, ავს გარდუშვებს?






Strophe: 6  
Line: 9  Verse: a        მაშ, უნდა სიტყვა უპოვნო   მათ-მათი შესაგვანეო,
Line: 10  Verse: b        ბრძენს საბრძნო, უცებს საუცბო,   მის-მის დროს მოუპოვნეო;
Line: 11  Verse: c        სრულს სრული საზრდო და ჩჩვილთა   ვითა სძე მოაწოვნეო.
Line: 12  Verse: d     და   ვინც დაგიწუნოს ეს სიტყვა,   შენ პავლე მოაგონეო.






Strophe: 7  
Line: 13  Verse: a        ერთი ბრძენი ასრეც იტყვის   მრჩობლს ყურსა და ერთს ენასა,
Line: 14  Verse: b        ეს შეიქნა სამი კარი,   ნუ მომიწყენ მოსმენასა;
Line: 15  Verse: c        ორით ბევრი გაიგონო   და არ აჰყვე შესმენასა,
Line: 16  Verse: d     და   ენას ცოტა ათქმევინო,   მოუხდენდე წარდენასა.






Strophe: 8  
Line: 17  Verse: a        ენაა კარგი წამალი   ბრძნისა მის ხელოვანისა,
Line: 18  Verse: b        მის ალაგს კაცმან იცოდეს,   უთხრას მგზავს-შესაგვანისა,
Line: 19  Verse: c        სხვა ბერის, სხვა ჭაბუკისა,   ვით ყმაწვილს სააკვანისა.
Line: 20  Verse: d     და   ვერ გააგონო ყოველთა   ერთი "ხი" ბრიყვი სვანისა.






Strophe: 9  
Line: 21  Verse: a        ყოველს სენს ერთი წამალი   ვერ ჰკურნებს, ვერ უშველისა,
Line: 22  Verse: b        ამას შაქარი ულხენს და,   ჰე, იმას შხამი გველისა,
Line: 23  Verse: c        სხვასა ჰაერის სიხმელე   და სხვასა მწვე სისველისა,
Line: 24  Verse: d     და   ბერთ იაგუნდის მაჯუნი,   ჭაბუკთ კაჭკაჭი ველისა.






Strophe: 10  
Line: 25  Verse: a        ენას არ უხამს სიმწარე   ბუნებით ჰქონდეს შერთულად,
Line: 26  Verse: b        ბევრი სხვაც უნდა იცოდეს,   სრულ არ უბნობდეს ქართულად;
Line: 27  Verse: c        თუ სხვისად გვიხმდეს სარგებლად   სიმქისეზედან დართულად,
Line: 28  Verse: d     და   მსწრაფლ უნდა მოუშოვოთცა,   ასრე სჯობს, იყოს მორთულად.






Strophe: 11  
Line: 29  Verse: a        ბრძენმან ენამ მაშინ რა ქნას,   კაცი შეხვდეს რა ასეთი,
Line: 30  Verse: b        ტკბილი უთხარ შაქრის უფრო,   მერმე ლახვრებ მოსაკვეთი,
Line: 31  Verse: c        ვერც ერთი ვერ შეაგონო,   ვერც სთქვა თუ, ეს შევიკვეთი?
Line: 32  Verse: d     და   იმას რაღა გაეწყობა,   საზდოთ თუა ანაკვეთი?






Strophe: 12  
Line: 33  Verse: a        პირია გემოს შემტყობი   სანოვაგისა კაისა,
Line: 34  Verse: b        ტკბილისა, მწარის, მჟავისა,   ცხარისა, დია მწვავისა;
Line: 35  Verse: c        ვის რა ნებს, იმას მიიღებს   და არვინ შეაგინისა.
Line: 36  Verse: d     და   ნუ დაუწუნებთ, ნუ ეტყვით:   ეგ ავია და კა ისა.


Page: 16  




Strophe: 13  
Line: 1  Verse: a        ფერხნი არ ვარგა ასეთი,   სადა გინდ წაეკვეთოდეს,
Line: 2  Verse: b        ასეთს რაზედმე წავიდეს,   იმ საქმით მოეკვეთოდეს;
Line: 3  Verse: c        ან სად გინდ ჩაჰკრას ავს ალაგს,   მერმე "ფუი, მე" ფინთობდეს.
Line: 4  Verse: d     და   სწორად ხამს მიაბიჯებდეს,   მრუდად სავალზედ უთრთოდეს.






Strophe: 14  
Line: 5  Verse: a        ფერხთა დიდება ეს არი,   ფიცხობდეს, მერმე მალობდეს,
Line: 6  Verse: b        მალ მიაშუროს კარგს საქმეს   და ავსა დაემალოდეს,
Line: 7  Verse: c        ღვთის სამსახურზედ მტკიცედ დგეს,   მოშიშრად მოეკრძალოდეს,
Line: 8  Verse: d     და   არ იწიხლოდეს ჯორულად,   უბრალოდ არ იძალოდეს.






Strophe: 15  
Line: 9  Verse: a        ხელს ძალუც ბევრი სიკეთე   ზნეობისა თუ საქმისა,
Line: 10  Verse: b        ხელოვნებისა კაისა,   კალმითა ტკბილადა თქმისა,
Line: 11  Verse: c        მშრომელი მოღვაწებისა,   ზეცად ამპყრობი აღთქმისა,
Line: 12  Verse: d     და   დაფარვით ქველი საქმისა,   მიმცემი ცოდვის დანთქმისა.






Strophe: 16  
Line: 13  Verse: a        ის ხელი სანატრელია,   ვინ სხვის მოცემას კრძალობდეს,
Line: 14  Verse: b        თვით მიცემასა მრავალთას   ისწრაფდეს, მაზედ მალობდეს,
Line: 15  Verse: c        კეთილს გონებას ამონოს,   ფსალმუნებდეს თუ გალობდეს,
Line: 16  Verse: d     და   ღმერთს აღუპყრობდეს დღე და ღამ,   სიმართლით ცოდვას სწამლობდეს.






Strophe: 17  
Line: 17  Verse: a        გულია მეფე მთავარი   გვამისა ყოვლთა ასოთა,
Line: 18  Verse: b        უმისოდ ყველა ცუდია   მრავალ ნაწერად ასოთა;
Line: 19  Verse: c        ვის რა აამოთ, თუ არ მას,   რაზომც რამ ტკბილ[ი] ასოთა?
Line: 20  Verse: d     და   ის უნდა ღმერთსა მიუპყრათ,   შემსჭვალოთ, მაგრა ასოთა.






Strophe: 18  
Line: 21  Verse: a        დაღაცა თუ გულსა ასო   დააკლდება ყველა რამე,
Line: 22  Verse: b        ხელსა ფერხად ვერ მოიხმარს,   უთვალ-ყუროდ მას რა ამე?
Line: 23  Verse: c        თუცა რამე მოიგვაროს   უამათოთ, არამე!
Line: 24  Verse: d     და   ვეჭვ ასრეა, დაიჯეროთ,   მოგახსენო ყველა რამე.






Strophe: 19  
Line: 25  Verse: a        ყოველი ასო გულისა   მსახურია და მონა და,
Line: 26  Verse: b        გარე მოისხა საშრომლად,   ამუშავებს და მონადა.
Line: 27  Verse: c        რა ის არ მიჰყვეს სიმართლით,   ღმერთს ვინ რა მოაწონა და?
Line: 28  Verse: d     და   ვინ შექმნა პირველ სიბრძნითა,   მან ასრე მოიგონა და.






Strophe: 20  
Line: 29  Verse: a        თუ თვალი ხატსა შემსჭვალოს   და ფერხი უდგეს სულ ზეზე,
Line: 30  Verse: b        ენა არ დაშვრეს ლოცვითა,   სხვა რამე არ იმიზეზე;
Line: 31  Verse: c        ხელი სამუდმოდ განიპყრა   არ ხანდახანა, სულ ზეზე,
Line: 32  Verse: d     და   უმისოდ ყველა ცუდია,   ჭოთ-მუთი ვერ გაიზეზე.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.