TITUS
Archil, Archiliani
Part No. 174
Previous part

Chapter: 16-58  
Line: 15  აქა თურქნი მიუხდეს შავშეთს და გუზან აბულის-ძემან შეიყარა ტბელნი, კლარჯელნი.
Line: 16 
აქათ შეებნეს მესხნი და გაემარჯვათ იმავ ჟამ






Strophe: 794  
Line: 17  Verse: a        თურქნი მოვიდეს ამ ჟამად   შავშეთს, გამრისნი, შამელნი,
Line: 18  Verse: b        კარელნიც თან მოიტანეს,   მოარბიეს სრულ კლარჯელნი.
Line: 19  Verse: c        აქათ გუზან აბულის-ძემ   შეიყარნა ტაოელნი,
Line: 20  Verse: d     და   კვლა ბოცო და სხვანი მესხნი   ზედ მიესწრნენ ომ-შემძლენი.






Strophe: 795  
Line: 21  Verse: a        თურქთ მარბიელ გაშვებულთა   შეებნენ და გაემარჯვა,
Line: 22  Verse: b        წარიქციეს წინ მეოტნი,   რაღაც უნდა მოემარჯვა,
Line: 23  Verse: c        დაავიწყეს მათ იმათი   მოისური, გზის დათარჯვა.
Line: 24  Verse: d     და   მოულოცა თამარ მეფეს,   გუზან შავში მოეკლარჯვა.






Strophe: 796  
Line: 25  Verse: a        მოიღეს კაცი მრავალი   ცხენითურთ მეფეს წინაშე,
Line: 26  Verse: b        მხარ-დაკრულებთა წარმართთა   უნახე მათი თამაშე.
Line: 27  Verse: c        ხმლით, ისრით, შუბით ვიბრძოდით,   არა ვთქვით "თოფი დამაშე,"
Line: 28  Verse: d     და   ჩვენ ხარაჯაცა მოგვციან,   თქვენ მტერიც ვერ დაამაშე.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.