Strophe: 800 | ||
Line: 13 Verse: a | კვალად მეფემან რუსის ძემ, | სპათა ჯარისა შემყრელმან, |
Line: 14 Verse: b | ბრძანებით თამარისითა | ქვეყნისა მაოხრებელმან, |
Line: 15 Verse: c | მიმართა პართთა ქვეყანას, | უყურე ამის მსმენელმან! |
Line: 16 Verse: d და | მან ამღებელმან ქალაქის, | ვერ უდგნა სიმაგრემ ძნელმან. |
Strophe: 801 | ||
Line: 17 Verse: a | მუნ შიგან მყოფთა საუნჯეთ | და ტყვეთა მოგვრის თამარსა, |
Line: 18 Verse: b | სულსა ნათელსა, ბრწყინვალეს, | წინაშე მას მის ამარსა; |
Line: 19 Verse: c | მას თაყვანისცეს, ვინ იპყრობს | ყველასა მისსა დამარსა, |
Line: 20 Verse: d და | ესრეთ სვე-ბედთა უკლები | თქვიან თუ "სადამ არსა?" |
Strophe: 802 | ||
Line: 21 Verse: a | ხანდახან მოისვენებდეს | ლაშქრობისაგან საშვებად, |
Line: 22 Verse: b | გარდავიდიან იმერეთს | გულთა ნაღვლისა საშვებად; |
Line: 23 Verse: c | აღჯდის ტახტზედა შუქითა | მზე ლომს მაისში აშვებად, |
Line: 24 Verse: d და | მოვლის ქვეყანა აფხაზთა, | სიმაღლით დაბლა დაშვებად. |