TITUS
Archil, Archiliani
Part No. 181
Previous part

Chapter: 16-65  
Line: 26  აქა ოდეს რუსი განაძეს, თამარს შერთეს ოსთა მეფის ძე, თვით კაცი სრული
Line: 27 
სიკეთითა. ამისად შემდგომად იზრახეს გუზან, პატრონმან სავშეთისამან, სამცხის
Line: 28 
სპასალარმან ბოცო მისით მოკიდულით მესხთ, ყვარყვარემ ციხისჯვრელმა და
Line: 29 
მოიყოლეს იმერნი, დადიან-გურიელი, აფხაზი და სვანი. და მოიყვანეს რუსი და
Line: 30 
შემოებნეს დავითს და ამიერთა






Strophe: 811  
Line: 31  Verse: a        აწ იქმნა საქმე ბოროტი,   უშვერი, მოუწონარი,
Line: 32  Verse: b        არ ღვთის-მოყვარეთ საქნელი,   მძიმეა, მოუწონარი.
Line: 33  Verse: c        ამის მოქმედსა ეკალი   თვალსა ჰკარ, მოუწო ნარი.
Line: 34  Verse: d     და   აწცა თამარის ერთგულთა   შეუმკო, მოუწონ არი.






Strophe: 812  
Line: 35  Verse: a        გუზან განუდგა, პატრონი   შავშეთის, სულა კლარჯისა,
Line: 36  Verse: b     კვლავ სპასალარი სამცხისა   ბოცო, არ გიკვირს, რა რჯისა?
Page: 95   Line: 1  Verse: c        სხვა მათი მოკიდულობა   ყვარყვარე ციხისჯვარისა.
Line: 2  Verse: d     და   მათ უაუგოთ, ორგულთა,   ჯვარი ცხოველი გარჯისა.






Strophe: 813  
Line: 3  Verse: a        წავიდეს გეგუთს, შეკრიბეს   ლიხთ იქით, ვინ არს მყოფარი,
Line: 4  Verse: b        აფხაზნი, სვან[ნ]ი, მრაჭველნი,   სხვათ მთის კაცთ არ გამყოფარი,
Line: 5  Verse: c        აფიცეს რუსის სამეფოთ,   რა ამის განაყოფარი.
Line: 6  Verse: d     და   გაგზავნეს, რუსი მოიხმეს,   დააგდეს არ სამყოფარი.






Strophe: 814  
Line: 7  Verse: a        მოვიდა რუსი, გარდვიდეს,   გეგუთს შეჰყარეს ლაშქარი,
Line: 8  Verse: b        შემოიყარეს ყოველნი,   დადიანიცა, შაქარი,
Line: 9  Verse: c        იგინი იქით წამოდგეს,   თამარ ნათელი აქ არი.
Line: 10  Verse: d     და   მალ წაუხდებათ რჩევისა   მინაქარ-მათ-მონაქარი.






Strophe: 815  
Line: 11  Verse: a        მათ გარდმოვლეს მთა ლიხისა,   ქართლი მოწვეს, მოარბიეს,
Line: 12  Verse: b        არვინ დახვდა მეომარი,   ყოვლგან ცხენი მოარბიეს,
Line: 13  Verse: c        გარდიარეს რკინისჯვარი,   დასადგურდეს ციხისჯვარეს,
Line: 14  Verse: d     და   დაწვეს ქალაქი ოზურხე,   ურჩისა თქვეს: "დააბი ეს."






Strophe: 816  
Line: 15  Verse: a        დაასკვნეს პირველ აღება   ჯავახეთისა თმოგვისა,
Line: 16  Verse: b        თრიალეთს, ახალქალაქის,   სომხითის მიწას მოგვისა.
Line: 17  Verse: c        ავად მოუვათ ბოლო-ჟამს   წვა, ოხრობისა, დაგვისა.
Line: 18  Verse: d     და   მათ არ მართებდათ ღვთის მცნობთა,   ეს საქნელია მოგვისა.






Strophe: 817  
Line: 19  Verse: a        მეფეა მშვიდი სიბრძნითა,   ძნელის საქმისა შემმართი,
Line: 20  Verse: b        ორგულთა რისხვით მპყრობელი   და დრკუთა წამ-ერთ დამმართი.
Line: 21  Verse: c        უბრძანა ერთგულთ ამერთა:   "მალ წარვლეთ აღმართ-დაღმართი,
Line: 22  Verse: d     და   იქივ ჯავახეთს შეებით,   ბედი აქვთ მათ უკუღმართი."






Strophe: 818  
Line: 23  Verse: a        კვლავ უბრძანა გამრეკელსა,   მაშინ ამირ-სპასალარსა,
Line: 24  Verse: b        მისთ ერთგულსა ოთხთავ მხარგრძელთ,   საჭურჭლეთა მათა-ლარსა:
Line: 25  Verse: c        "მამაცობა პატრონთანა   იცით, კაი მასალ არსა,
Line: 26  Verse: d     და   პატრონისა ერთგულობა   ყმისთვის დიდი წამალ არსა."






Strophe: 819  
Line: 27  Verse: a        დადვეს თავი პატრონისთვის   თამამად და უშიშარად,
Line: 28  Verse: b        კარგსა კაცსა ერთგულობა   წინა უძეს უში[შ] შარად,
Line: 29  Verse: c        მეცა მათი თანმხლებელი   ვერ ამიგდო უშიშ არად.
Line: 30  Verse: d     და   ადრე დავსთმე თავი ჩემი   პატრონისთვის მოსახმარად.






Strophe: 820  
Line: 31  Verse: a        აიღეს დროშა სვიანი,   მაღალი, გორგასლიანი,
Line: 32  Verse: b        მის სპათა ღმერთსა ვედრებ[დ]ა   თამარ ნათელი მზიანი:
Line: 33  Verse: c        "ზუფალმან ჩემმან მიჩვენოს,   ყმანო, ნუ თქვენი ზიანი."
Line: 34  Verse: d     და   გავლეთ, მივედით ჯავახეთს,   თამარ თბილის[ს] დგა სვიანი.






Strophe: 821  
Line: 35  Verse: a        ჩვენ იმედი გვაქვს სიმხნითა,   მერმე თამარის სვისაგან.
Line: 36  Verse: b        შეიქნა ომი ფიცხელი   იმერთა ამერისაგან,
Line: 37  Verse: c        იყო სროლა და ყივილი   აფხაზთა, მეგრელისაგან.
Line: 38  Verse: d     და   იმ დღეს სიღამემ გაგვყარნა,   ევნეს მათ ჩვენგანისაგან.


Page: 96  




Strophe: 822  
Line: 1  Verse: a        ნახეს სიქველე ჩვენ-კერძი,   შეკრბეს იმ ღამეს, არჩიეს,
Line: 2  Verse: b        მუნ ომი ვეღარ გაბედეს,   მთას ასვლა გამოარჩიეს;
Line: 3  Verse: c        ტორნაძად სახელდებულსა   მიმართეს, ჯარი არიეს.
Line: 4  Verse: d     და   ძლევის მომჭირნეთ თამარის   მონათა ხელი დარიეს.






Strophe: 823  
Line: 5  Verse: a        გავედით ხიდსა მტკვრისასა,   მივჰყევით, დევნა უყავით,
Line: 6  Verse: b        ლიანის ველსა ვეწიეთ,   მათ ხორცთა შუბნი უყავით;
Line: 7  Verse: c        სინგარის წყალზედ მივედით,   ჩვენ ჯარი არ გაუყავით.
Line: 8  Verse: d     და   ერუშეთსა და თმოგვს შუა   ყრიალი იყო მუყა ვით.






Strophe: 824  
Line: 9  Verse: a        შეიქნა ომი კისკასი,   ვით მართებს იმერთ-ამერთას,
Line: 10  Verse: b        ქვეითნიც მწოვედ იბრძოდეს,   სამების მიმნდო ამ ერთას,
Line: 11  Verse: c        მეხეთქეობდა ჰოროლი,   ხრმალი ხორცთ სჭრიდა ამ ერთას.
Line: 12  Verse: d     და   ძველთ გოლიათთგანც კმაროდა,   რაც ომი იქნა წამ-ერთას.






Strophe: 825  
Line: 13  Verse: a        ომთა სიგრძესა მიეცა   ძლევა ჩვენს ბუმბერაზებსა,
Line: 14  Verse: b        დახოცეს, დაიონრესცა,   ტყვე ჰყოფდეს გულით ბრაზებსა,
Line: 15  Verse: c        ჩვენს არვის ევნო მის მეტსა,   ივანე ცოტად ივნებსა.
Line: 16  Verse: d     და   მოვედით გამარჯვებულნი   წინაშე, ვის მზე იმზებსა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.