Strophe: 834 | ||
Line: 17 Verse: a | ამას შუა არც თვე ერთი | გამოსულა, ეს ვილაშქრეთ. |
Line: 18 Verse: b | მსწრაფლ წავედით აზრუმზედა, | კარისაკენ თავნი ვარეთ, |
Line: 19 Verse: c | მოქალაქეთ ციხის მცველთა | ყოფა დიაღ გაუმწარეთ, |
Line: 20 Verse: d და | მას შიგნითი ანადოლი | ჩვენად სამტროდ შემოვჰყარეთ. |
Strophe: 835 | ||
Line: 21 Verse: a | პირველ დღის ცისკრისა ომსა | ულხინა ჟამ მწუხარისა, |
Line: 22 Verse: b | დილას მოვიდა ლაშქარი, | ვნახეთ გარდმდგომი კარისა. |
Line: 23 Verse: c | ცხენ, ქვეითისა რაზმი ჩნდა, | აბჯარი საომარისა. |
Line: 24 Verse: d და | დაჰკრეს ბუკსა და დუმბულსა, | ხმა არს სახდელი ზარისა. |
Strophe: 836 | ||
Line: 25 Verse: a | რა ნახა დავით მეფემან, | ლაშქართა სპათა მისთამან |
Line: 26 Verse: b | დასტეხა მსგავსად მეხისა, | დაზვლოს მაღნარი ვით მთამან. |
Line: 27 Verse: c | რაც მორჩა, ციხეს შეგვასწრეს, | იკივლეს ცოლთა მათთამან. |
Line: 28 Verse: d და | აავსო გზა და სახლები | ნაგლეჯმა მათთა თმათამან. |
Strophe: 837 | ||
Line: 29 Verse: a | ვეღარც ციხემან დაგვიდგა, | ავიღეთ, ავიალაფეთ, |
Line: 30 Verse: b | ხმალ-შემოკრულნი იზახდეს: | "ნუ მამკლავ, ხორცსა ნუ აფეთ!" |
Line: 31 Verse: c | შერცხვენილნი და კდემულნი | მათ ცოლთან გავათავლაფეთ. |
Line: 32 Verse: d და | გამარჯვებულნი მოვბრუნდით | თამარის კვლავ სიიეფეთ. |