TITUS
Archil, Archiliani
Part No. 189
Previous part

Chapter: 16-73  
Page: 99  
Line: 1  აქა იგი ბედკრული რუსი მაშინ, ოდეს ლტოლვილი ხელთა იგდო და არა ავნო
Line: 2 
და განუტევა, მივიდა ერანს ათაბაგთან და მან მისცა ქვეყანა არანისა; შეიყარა
Line: 3 
ლაშქარი და მოვიდა ქისიყს; კამბეჩოვანს შიგნით მინდორი მოარბია, წაეწია
Line: 4 
მახატელის ძე ხორნაბუჯელი და გაემარჯვა






Strophe: 846  
Line: 5  Verse: a        რუსი მაშინ გაქცეული   ხელთ იგდო და არა ავნო.
Line: 6  Verse: b        სადღა მოვა კვლა საბრძოლად,   ან თქვენ მოსდევთ ავ სად ავნო?
Line: 7  Verse: c        უღურსიძო ბედო მისო,   სვე-დოვლათო ერთად ავნო.
Line: 8  Verse: d     და   არა ხამს, რომ გაგემარჯოს,   ავის საქმის შენ მოდავნო.






Strophe: 847  
Line: 9  Verse: a        მივიდა ერანს მყოფელთან,   ათაბაგ წოდებულისა;
Line: 10  Verse: b        უბოძა არნის ქვეყანა,   ხელმწიფეთ შემსგავსულისა.
Line: 11  Verse: c        მუნით შემყრელი ლაშქრისა,   განძელთა ღვით გრძნეულისა,
Line: 12  Verse: d     და   მოვიდა კამბეჩოანსა   შემარცხვენელი სულისა.






Strophe: 848  
Line: 13  Verse: a        მის გარეშემო ალაგი   მოარბია და აიღო,
Line: 14  Verse: b        სიმრავლე ნაშოვარისა   მუნით დიდძალი წაიღო,
Line: 15  Verse: c        ვეღარ წაბძანდა მშვიდობით,   ვერც შინ ნაშოვნი მიიღო.
Line: 16  Verse: d     და   თუ ასრე გაემარჯოდა,   ავად ქნა, ქრთამი გაიღო.






Strophe: 849  
Line: 17  Verse: a        წაეწია მახატლის-ძე,   ხორნაბუჯის მჭერი საღირ,
Line: 18  Verse: b        მცირეს ლაშქრით შეუზახა:   "შენ ამ საქმეს როგორა ღირ?
Line: 19  Verse: c        ჩემის მეფის მაღლის სვისგან   ხმალსა ცუდად არ დაგაღირ!"
Line: 20  Verse: d     და   რას ვაგრძელებ, სასახელოდ   გაემარჯვა, დასო დაღირ.






Strophe: 850  
Line: 21  Verse: a        სანატრელია თამარის   მუდამ გამარჯვებულობა,
Line: 22  Verse: b        უსინჯო მისი სიტურფე,   შვენება, კვლავ უსულობა.
Line: 23  Verse: c        მინახავს მისთა მჭვრეტელთა   შორს ბნედა, შორს უსულობა,
Line: 24  Verse: d     და   მხეცთაგანც თავის დადება,   ვით მონა გაერთგულობა.





Next part



This text is part of the TITUS edition of Archil, Archiliani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.