TITUS
Antoni I. Bagrationi
Part No. 32
Previous part

Chapter: 12  
Page of ed.: 231  
Line of ed.: 1  თავი XII


Line of ed.: 2  აღჳსებითგან მეშჳდესა ოთხშაბათსა


Line of ed.: 3  ღირსისა მამისა ჩუენისა დოდოჲსი


Strophe: 537.  
Verse: a   Line of ed.: 4    537.   დიდსა მთიებსა დოდოს, ღამისა მნათსა
Verse: b   Line of ed.: 5       
მცხინვარებითა უზადოჲსა მზისაჲთა,
Verse: c   Line of ed.: 6       
ყოვლად სავსესა ნათლისა ორღანოსა,
Verse: d   Line of ed.: 7       
უდაბნოთა და ქალაქთა მადღეესა,
Verse: e   Line of ed.: 8       
ვაქებდეთ ღირსად ღმრთივ-შუენიერ შემსხმელნი.

Strophe: 538.  
Verse: a   Line of ed.: 9    538.   
სიმგრგულე მთოვარებს ნაკუეთისა სრულისა,
Verse: b   Line of ed.: 10       
ყოველი ყოვლსა მიუპყარ უზადოსა,
Verse: c   Line of ed.: 11       
ნათელსა დოდოს, რათა აღივსოს მისგან,
Verse: d   Line of ed.: 12       
ყოვლად უბრყვილოდ უზესთაეს მთოვარის,
Verse: e   Line of ed.: 13       
დაუცხრომელად სავსეო ბრძენო, მისგან.

Strophe: 539.  
Verse: a   Line of ed.: 14    539.   
ცრემლნი ნაკადად მარად ადინენ დოდოს,
Verse: b   Line of ed.: 15       
რათა მედინსა ცხოვრებასა სცვალვიდე
Verse: c   Line of ed.: 16       
წარუდენისად ყოფისა, საკჳრველო.
Verse: d   Line of ed.: 17       
ეჰა, სიბრძნისა დიდსა საიდუმლოსა,
Verse: e   Line of ed.: 18       
რამეთუ მრთელი მოიგების ტკივილით!

Strophe: 540.  
Verse: a   Line of ed.: 19    540.   
რწმუნვა აღზავე სიხარულსა ტრფიალმან,
Verse: b   Line of ed.: 20       
სატრფიალოჲსა ნამდვილ უუთქჳსამან,
Verse: c   Line of ed.: 21       
და სასქეტონი ოთხნი კეთილობანი
Verse: d   Line of ed.: 22       
ტაკუკსა შინა კრძალვისასა შთაასხენ _
Verse: e   Line of ed.: 23       
მსმელმან სურვილით მის ამვროსიისამან.


Line of ed.: 24  დიდება


Strophe: 541.  
Line of ed.: 25    541.   
ხატ კრძალულების, სარკე გულისჴმის-ყოფის
Line of ed.: 26       
და იგავ გლოვის, სახე სიკუდილის ჴსოვნის
Page of ed.: 232   Line of ed.: 1       
არს შენი, ბრძენო, ცხოვრება მონაზონთა.
Line of ed.: 2       
ყოვლად ნეტარ ხარ ამისთჳს, სამ-ნეტარო,
Line of ed.: 3       
დოდოს მმარხუელთა საღმრთოთა სიკეთეო.


Line of ed.: 4  აწდა დღესასწაულისა


Strophe: 542.  
Verse: a   Line of ed.: 5    542.   
რომელმან ჴორცთა სიმძიმე არ-საოცარ
Verse: b   Line of ed.: 6       
მიღებად ითნო ჭეშმარიტებით, ღმერთმან,
Verse: c   Line of ed.: 7       
ხერუვიმებრთა ბეჭთაგან ყვანებული
Verse: d   Line of ed.: 8       
სხეულით ჰაერს განჰკუეთს ღმერთ-მამაკაცებრ;
Verse: e   Line of ed.: 9       
ამაღლებული მამისად დაისაყდრებს.


Next part



This text is part of the TITUS edition of Antoni I. Bagrationi.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 19.1.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.