TITUS
Ioseb Tpileli, Didmouraviani
Part No. 4
Previous part

Chapter: 2  
Line of ed.: 1  კარი მეორე






Strophe: 28  
Line of ed.: 2  Verse: a        28. შევსთვალე: "მეფევ, ისმინე   ეს სიტყვა გათავებამდი,
Line of ed.: 3  Verse: b        მეფეს ლუარსაბს როს ვახლდი,   ვით ვიყავ მისად ქებამდი;
Line of ed.: 4  Verse: c        ოცის წლის მამამ მიმართვა,   ის იყო ცამეტებამდი,
Line of ed.: 5  Verse: d     და   უწინაც მაპატივებდა,   სამუდმოდ გვერცა ხლებამდი.






Strophe: 29  
Line of ed.: 6  Verse: a        29. ხანი რამ გაჰხდა, მოვიდა   ამბავი ლაშქართ ყრისანი,
Line of ed.: 7  Verse: b        თათარხნის შემოგროვება,   თრიალეთს გარდმოსვლისანი,
Line of ed.: 8  Verse: c        მან იარალის უბძანა:   "შენ იცი შეყრა გზისანი,
Line of ed.: 9  Verse: d     და   თან ზაქარია წამოგყვეს,   ყმანი არ გინდა სხვისანი!






Strophe: 30  
Line of ed.: 10  Verse: a        30. გზანი დაცევით, თქვენ ქენით   კარგრიგად ყარაულობა,
Line of ed.: 11  Verse: b        თუ ჯარი ნახოთ, -- გვაცნობეთ,   ნუმცა ჰქნათ თავის წყლულობა!"
Line of ed.: 12  Verse: c        მათ ვერა უგრძნეს ლაშქართა,   ქნეს სხვას გზას გაპარულობა,
Line of ed.: 13  Verse: d     და   ბოლოს მათგანვე მოიკლნეს,   ქრისტეს შესწირეს სულობა!






Strophe: 31  
Line of ed.: 14  Verse: a        31. მათ თრიალეთი გარდმოვლეს,   თან აჰყვნენ მანგლისელები,
Line of ed.: 15  Verse: b        ზოგნი ნამგლითა მოსდევდეს,   ზოგთ ხელთა ჰქონდა ცელები;
Line of ed.: 16  Verse: c        კველთა, ოძისი დადაგეს,   არა ჰყვა შემნახ მცველები,
Line of ed.: 17  Verse: d     და   მეფის სვიმონის ხლმის ქნევა,   თურმე, არ ახსონსთ ძველები!






Strophe: 32  
Line of ed.: 18  Verse: a        32. კველთას თევდორე შეიპყრეს,   მცოდნე და კარგი მღდელია,
Line of ed.: 19  Verse: b        ლახტითა სცემდეს: "წაგვიძეხ,   გზა რომელ გარდამსვლელია?"
Line of ed.: 20  Verse: c        ერიქალზედან ავიდნენ,   ხუცესი წინწინ მვლელია;
Line of ed.: 21  Verse: d     და   აწ ნახეთ, როგორ მოუა,   რის ჭირის გარდამხდელია!






Strophe: 33  
Line of ed.: 22  Verse: a        33. გოსთიბის თავს რომ მოვიდეს,   ჯერ არ ჩაევლოთ სულებით,
Line of ed.: 23  Verse: b        უთხრეს: "მეფეზე მიგვიძეხ,   უკან მოგყვებით სულებით."
Line of ed.: 24  Verse: c        ორს კაცს ეჭირა მხარ შეკვრით,   ხელი ხელზედან სულ ებით,
Line of ed.: 25  Verse: d     და   მღდელმან გულში თქვა: "მე მამკლან,   არ დავიკარგვი სულებით!"






Strophe: 34  
Line of ed.: 26  Verse: a        34. ეს განიზრახა: "მეფეზე   მიუძღვე ჩემის შიშითა,
Line of ed.: 27  Verse: b        თან დავიდევნო ლაშქარი,   უმრავლე ზღვისა ქვიშითა;
Line of ed.: 28  Verse: c        ესენი ფაფარუჭობდენ   გახარებით და იშითა,
Line of ed.: 29  Verse: d     და   არვინ დავრჩებით უკვდავათ,   ვინც რომ დედითგან ვიშვითა!"


Page of ed.: 8  




Strophe: 35  
Line of ed.: 1  Verse: a        35. ერთაწმინდაზე ჩაუძღვა,   გზა ჩავლო ქვენადრისანი,
Line of ed.: 2  Verse: b        ცხირეთზედ დიაღ შორს დარჩა,   მყარი ვლო სხვის სამძღვრისანი,
Line of ed.: 3  Verse: c        მღდელს თავი გააგდებინეს,   წამებით სისხლთა ღვრისანი,
Line of ed.: 4  Verse: d     და   მაშინ ერთ კაცად კმარიყო,   რაც ვნახე ჩემის ძმისანი!






Strophe: 36  
Line of ed.: 5  Verse: a        36. მეფე ცხირეთს ბძანდებოდა   უგრძნაულად, მოსვენებით,
Line of ed.: 6  Verse: b        მეც გვერც ვახლდი, იგ მწყალობდა   სიკეთით და თავის ნებით.
Line of ed.: 7  Verse: c        გარდმოვხედე, სულ მოიცვეს   დაბლა მხარი, ვიქმენ ვებით,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გულსა უთხარ: "მე ქართველნი   მათ შევაბა კაის ცნებით!






Strophe: 37  
Line of ed.: 9  Verse: a        37. მეფეს ვჰკადრე: "ნუ დაიძვრი,   დამაცალე შვიდს ჟამს ჯერე,
Line of ed.: 10  Verse: b        რაცა გკადრო, ის ისმინე,   სიტყვა ჩემი დაიჯერე,
Line of ed.: 11  Verse: c        შენს წინ მოვჰკვდე უსაცილოდ,   ფიცი ჩემი ეს იჯერე,
Line of ed.: 12  Verse: d     და   სარდრობით და კაის საქმით,   ნახავთ, ვითა შევაჯერე"!






Strophe: 38  
Line of ed.: 13  Verse: a        38. დამიჯერა, მეფე დადგა,   მე კავთისხევს ვიწყე რბენა,
Line of ed.: 14  Verse: b        ბარათიანთ ვის შეეტყო,   მათ დაიწყეს კვლავ მოდენა,
Line of ed.: 15  Verse: c        ვინც ვიპოვე შევაგროვე,   ოთხასი ვჰთქვა ან რამდენა? --
Line of ed.: 16  Verse: d     და   ღვთით მოხდომა დავანახო,   მათ ცოლთა ქნან ცრემლთ მოდენა!






Strophe: 39  
Line of ed.: 17  Verse: a        39. დელუმაჰმადხანს ვაცნობე:   "წამოდი, მალე ირები,
Line of ed.: 18  Verse: b        მალ მოგვეშველე, შეგვექნა   დღე რამე გასაჭირები,
Line of ed.: 19  Verse: c        ნუ გაგვიდრკები, აქამდი   ჩვენ ერთად გვქონდა პირებით"!
Line of ed.: 20  Verse: d     და   არვინ დავაგდე, საომრად   მოდიან ჯოხით გზირები.






Strophe: 40  
Line of ed.: 21  Verse: a        40. მეშვიდეს საათს მეფესთან   მოველ, მოვხვივე ჯარია,
Line of ed.: 22  Verse: b        აწ ნახავთ, როგორ შევიქმენ   თავისა გამსაჯარია,
Line of ed.: 23  Verse: c        ზაზა ციციშვილს იცნობდით,   როგორ გულ სრული არია,
Line of ed.: 24  Verse: d     და   მას გვერც ვიახელ, მრავალი   კაცი შეჰვქმენით მკვდარია!






Strophe: 41  
Line of ed.: 25  Verse: a        41. ნიაბთ ბოლოს სხერტა ჰქვიან,   არის რამე მცირე ჭალა,
Line of ed.: 26  Verse: b        ზაზას ვახლდი, იქ წინ დავხვდით,   გული გვაქვს და მცირე ძალა,
Line of ed.: 27  Verse: c        ზაქარიას იარალი   მასთან მოსდევს, მოვლენ მალა,
Line of ed.: 28  Verse: d     და   მორწყულს ხნულში შემოცვივდეს,   სისხლი მათი იქ გამშრალა!






Strophe: 42  
Line of ed.: 29  Verse: a        42. ისინი ორნივ დახოცეს,   ჩვენ დავრჩით, იყო ველია;
Line of ed.: 30  Verse: b        შუბებსა ხელი ვამაგრეთ,   მოგვგონდა საქმე ძველია;
Line of ed.: 31  Verse: c        ჯიღოსანთ კაცთა უტყუბეთ,   წინ იყვნენ, არ ჰყვა მშველია,
Line of ed.: 32  Verse: d     და   ზაზასი მიკვირს იმ დღესა,   თუ რას საქმისა მქნელია!


Page of ed.: 9  




Strophe: 43  
Line of ed.: 1  Verse: a        43. ფაშები იყვნეს, რომ ვჰხოცეთ,   გარდახლტა, მოსჭრა თავია,
Line of ed.: 2  Verse: b        სისხლით შეღება დოლბანდი,   კაბა მწვანე თუ მავია,
Line of ed.: 3  Verse: c        მათ მოგვატანეს რაზმითა,   არ ჰქონდა ჩვენზე ზავია,
Line of ed.: 4  Verse: d     და   წვერით კბილს თავი მიიცა,   ცხენსა მოახლტა: "ჰაია!"






Strophe: 44  
Line of ed.: 5  Verse: a        44. მაშინ მტკვარი მდიდროობდა,   ჟამი იყო თიბათვისა,
Line of ed.: 6  Verse: b        მუხრანთ მპყრობს და ერისთვებსა   ვჰკადრეთ: "გვინდით ამისთვისა!
Line of ed.: 7  Verse: c        ამილახორს მოახსენეთ,   მტერი ცეცხლზე დაერთვისა"!
Line of ed.: 8  Verse: d     და   მალ ავლევით ზემო ქართლი,   სად ფრონენი მტკვარს ერთვისა.






Strophe: 45  
Line of ed.: 9  Verse: a        45. დელუმაჰმადხან მოვიდა,   შვიდასი კაცი ხლებოდა,
Line of ed.: 10  Verse: b        გულსრულობასა ჩემობდა,   მამაცად რასმე დგებოდა,
Line of ed.: 11  Verse: c        "მგლის, ტყაოსანთა" შევებნეთ,   ომი მწვე შეგვეძლებოდა;
Line of ed.: 12  Verse: d     და   ვიცი, რომ ხმალთა ჩვენთაგან   მათ გული დალებებოდა!






Strophe: 46  
Line of ed.: 13  Verse: a        46. აიყარნენ წასასვლელად,   მათ პირი ქნეს ყარაღაჯით,
Line of ed.: 14  Verse: b        კაცი კარგად მოაგვარებს   დიდს ლაშქარზე კარგის გარჯით!
Line of ed.: 15  Verse: c        მეფეს ვჰკადრე: "აწ ქართველნი   მე ავავსო მათის ხარჯით,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ბძანება ქენ, ნურვინ არჩენს   შეხვეწნით და ნურას აჯით."






Strophe: 47  
Line of ed.: 17  Verse: a        47. წყნარა მიდიან რაზმ წყობით,   ჩვენ უკან მივსდევთ ნელაო,
Line of ed.: 18  Verse: b        მათი შებმა და შეტევა   არავინ გაიძნელაო,
Line of ed.: 19  Verse: c        მე სადავენი შევტაცი,   ვინ შუბი წაიგრძელაო,
Line of ed.: 20  Verse: d     და   სამოციათასს კაცზედა   როგორ არ გვინდა შველაო?






Strophe: 48  
Line of ed.: 21  Verse: a        48. ერთი ტერტერა გორიდამ   მოვა უგრძნულად გზაზედა;
Line of ed.: 22  Verse: b        დოესის ბოლოს წინ დახვდეს,   გულს ელდა ეცა მაზედა;
Line of ed.: 23  Verse: c        გაფრინდა, ხიდის ფიცრები   მან გარდიყარა წყალზედა,
Line of ed.: 24  Verse: d     და   თუ არ ენახა ტერტერას,   ხიდს გაივლიდენ მზაზედა!






Strophe: 49  
Line of ed.: 25  Verse: a        49. გმირთ ზღაპრულს წიგნში სწერია   ჯეონის გავლა ადვილად,
Line of ed.: 26  Verse: b        მდევრისა ვეღარ მიწევა,   ვერც ჯავრთ ამოყრა ადვილად.
Line of ed.: 27  Verse: c        გივისგან ქაიხოსროსი   მორჩენა კარგა წადილად;
Line of ed.: 28  Verse: d     და   მათ დავაშხამებ ხვალ დილას,   რაც რომ მომზადონ სადილადი






Strophe: 50  
Line of ed.: 29  Verse: a        50. იმ ღამეს მართლმორწმუნენი   იყვნეს სულ ღამე თევითა,
Line of ed.: 30  Verse: b        ზოგნი ხშირ-ხშირად ვდგებოდით,   ზოგნი აქა-იქ თევითა,
Line of ed.: 31  Verse: c        ღირსნი კაცები გვიახლნეს,   ვესევდით ჩვენ მათევითა,
Line of ed.: 32  Verse: d     და   არ იყო მათში ცთუნება   გველისგან იმათ ევითა.


Page of ed.: 10  




Strophe: 51  
Line of ed.: 1  Verse: a        51. დილა გათენდა, ვახსენეთ   ღმერთი და წმინდა ყოველი:
Line of ed.: 2  Verse: b        მარიამ დედა ქალწული   და მერმე ძელი ცხოველი,
Line of ed.: 3  Verse: c        კვართი და მკლავი მარჯვენა,   ღვთივ ქმნული სვეტიცხოველი:
Line of ed.: 4  Verse: d     და   თქვენ დაგვიფარეთ, დაგვცევით,   რა წყალში ვიქმნეთ სოველი!






Strophe: 52  
Line of ed.: 5  Verse: a        52. გაღმა მტრის შიში არა გვაქვს,   წყალს ხმალი არსით ეკვრისა,
Line of ed.: 6  Verse: b        ტანსა ჩავიცვით ჯაჭვები,   ტალიკით აღარ ეკრისა,
Line of ed.: 7  Verse: c        ჩვენი სიკვდილი აღარ გვჩნდა   იოტად, ანუ კეკრისა,
Line of ed.: 8  Verse: d     და   გზები შეუკარ კორტანეთს,   შალვა უფროსი მეკრისა!






Strophe: 53  
Line of ed.: 9  Verse: a        53. შევედით, წყალსა გავედით,   გვეგონა თავი მცურავი,
Line of ed.: 10  Verse: b        ცხენები წყალში ფრტვინვიდა,   უკუღმა აღარ მბრუნავი,
Line of ed.: 11  Verse: c        იმიერ ნაპირს გავედით   უბე და კალთა მწურავი,
Line of ed.: 12  Verse: d     და   აწ თათარხნისას გაცნობებ,   ვით შევჰქნა მოსამდურავი!






Strophe: 54  
Line of ed.: 13  Verse: a        54. წყალს უზიანოდ გავედით,   ეს დიდი სასწაულობა!
Line of ed.: 14  Verse: b        ივნისში მტკვარს ვინ გასულა,   არ მიხდომოდეს რჩულობა?
Line of ed.: 15  Verse: c        არ მოგვრჩობია ერთიცა,   იმდენი ერთა სულობა,
Line of ed.: 16  Verse: d     და   ცხენთ ცურვა გაუადვილდა,   გასვლა თუ გამოსულობა.






Strophe: 55  
Line of ed.: 17  Verse: a        55. სურამის ბოლოს მოვიდნენ,   ქართველნი შევიყარენით,
Line of ed.: 18  Verse: b        იმათაც დიდად იამა,   ჩვენ ხომ მწვედ გავიხარენით,
Line of ed.: 19  Verse: c        ომსა ბედევდეს ყველანი,   არვინ არ დავიზარენით,
Line of ed.: 20  Verse: d     და   ღმერთო, მოგვხედე, თათარხნის   რომ სისხლი ხარბად ვღვარენით!




Page of ed.: 11  
Next part



This text is part of the TITUS edition of Ioseb Tpileli, Didmouraviani.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.8.2016. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.