TITUS
Melis cigni
Part No. 38
Previous part

Chapter: 38  
Line of ed.: 1  38


Line of ed.: 2       ერთს დედაკაცს ერთი შვილი ჰყვანდა. შვილს
Line of ed.: 3    
ბაზარში ხილსა და მხალს აპარვინებდა, და დედა სჭამდა,
Line of ed.: 4    
და ღვთის მცნებას არ ასწავლიდა. შვილმა ქურდობა
Line of ed.: 5    
გაამრავლა, მრავალს საქონელს და პირუტყვს
Line of ed.: 6    
იპარევდა. შეიქნა ქურდების მთავარი. ქურდობაზედ
Line of ed.: 7    
დაიჭირეს და დაჰკიდეს. თქვა: "დედა მომგვარეთო,
Line of ed.: 8    
რომ გამოვესალმოვო". რომ მოიყვანეს, წასწვდა და
Line of ed.: 9    
კბილით ცხვირი მოაგლიჯა. უბძანა ჴელმწიფემ: "დედაშენს
Line of ed.: 10    
ცხვირი რათ მოაგლიჯეო?" "ამისთვის მოვაგლიჯეო,
Line of ed.: 11    
რომ მანამ ყმარწვილი ვიყავ, რატომ არ
Line of ed.: 12    
მასწავლა მცნება ღვთისა, რომ ამ სასჯელში არ ჩავარდნილვიყავო,
Line of ed.: 13    
სამართლით მოვაგლიჯე ცხვირიო".
Line of ed.: 14    
ჴელმწიფემ ბძანა: "შვილი ჩამოუშვით და დედა დაჰკიდეთო!"
Line of ed.: 15    
შვილი მორჩა, დედა დაჰკიდეს.

Line of ed.: 16       
თარგმანი: რომელთაც მშობელთ შვილთ არ
Line of ed.: 17    
ასწავლონ მცნება ღვთისა, შვილთ შეცოდებას მშობელთა
Line of ed.: 18    
ჰკითხავს ღმერთი დღესა განკითხვისასა.



Next part



This text is part of the TITUS edition of Melis cigni.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 10.11.2017. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.