Strophe: 1 | ||
Line of ed.: 3 Verse: a | 1. ღმერთო, ყოველთა ცხადთა და | იდუმალთ დაუფარაო, |
Line of ed.: 4 Verse: b | ვის სერაბინნი ვერ გხედვენ, | პირსა ფრთა-მოუფარაო, |
Line of ed.: 5 Verse: c | ვინ ისრაელნი განასხი, | ზღვასა დაანთქი ფარაო, |
Line of ed.: 6 Verse: d და | იგ შენთა ნებისმყოფელთა | ყოველთა სცავ და ჰფარაო. |
Strophe: 2 | ||
Line of ed.: 7 Verse: a | 2. ვის ძალუც ღირსად, ჯეროვნად | შენის რასამე ქებისა, |
Line of ed.: 8 Verse: b | ანუ მიწდომა მცირედ რამ | შენისა ხელმწიფებისა, |
Line of ed.: 9 Verse: c | ცა და უფსკრული, მთა-ბორცვი | შენის შიშითა დნებისა, |
Line of ed.: 10 Verse: d და | მხეცნი, ფრინველნი, ნიანგნი, | ან რაცა წყალში ძვრებისა. |
Strophe: 3 | ||
Line of ed.: 11 Verse: a | 3. დიონოს ბრძენმან მოგვითხრა | ანგელოზთ განწყობილობა, |
Line of ed.: 12 Verse: b | იგ ცხრა დას-დასი გუნდობა, | უკანა ანუ წინობა, |
Line of ed.: 13 Verse: c | წმინდა არსობით ხმობა და | იგ გალობისა ტკბილობა, |
Line of ed.: 14 Verse: d და | ვერც ხილვა შენი, ვერ ცნობა, | ვერცა რას მიწდომილობა. |
Strophe: 4 | ||
Line of ed.: 15 Verse: a | 4. სხვათ ბრძენთა თვითან ისიბრძნეს | გულისხმითა და ცნობითა, |
Line of ed.: 16 Verse: b | სოლომონს სიბრძნე შენ მიეც | შენისა მონდომობითა, |
Line of ed.: 17 Verse: c | მასთან _ სულიცა ცხოველი, | მით ვერვინ მის ოდნობითა, |
Line of ed.: 18 Verse: d და | ვერცა მან სრულქმნა, ცუდად შვრა | დავითის ქნართა თხრობითი |
Strophe: 5 | ||
Line of ed.: 19 Verse: a | 5. არისტრტელსა დაენთქა მისნი | უფსკრულნი ცნობანი, |
Line of ed.: 20 Verse: b | ეგოდენ ბრძენი ვერ მიხვდა, | დააკლდა შენი ცნობანი; |
Line of ed.: 21 Verse: c | გალილეველთა განაბრძვნეს | უწიგნოდ სულელობანი, |
Line of ed.: 22 Verse: d და | ჰყავ, ვითა თევზნი, უხმონი | _ რიტორთა ხელოვნებანი. |
Strophe: 6 | ||
Line of ed.: 23 Verse: a | 6. ეს მიკვირს: ვერცა მათ გიცნეს | _ ენოს და პითაღორამა, |
Line of ed.: 24 Verse: b | მათი ზღვა სიბრძნე, ცნობანი | _ მიკვირს თუ, მიუღო რამა! |
Line of ed.: 25 Verse: c | ვერ მოიხმარეს სწავლანი, | ვითა ვირმა და ღორამა, |
Line of ed.: 26 Verse: d და | გლახ, სულნი მათნი იგ თუ არ | ეშმაკმან _ მიიღო რამა? |
Strophe: 7 | ||
Line of ed.: 27 Verse: a | 7. არისტოტელმან აჯობა | ყოველსა სიბრძნე-მქონელსა; |
Line of ed.: 28 Verse: b | შენ, შემომქმედი, ვერ გიცნა, | ვერ მისწვდა მიუწდომელსა, |
Line of ed.: 29 Verse: c | სხვა რამცა ჰქონდეს ეშმაკსა, | ანუ კერპისა მდომელსა? |
Line of ed.: 30 Verse: d და | წარმართად მოკვდა, ჩავარდა | ცეცხლშიგან არ თუ მონელსა. |
Strophe: 8 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 8. სიბილა ბრძენმან სიბრძნითა | სოლომონ გააკვირაო, |
Line of ed.: 2 Verse: b | იგ გარდამოხდა სამხრეთით, | ვითა ფრინველი ირაო; |
Line of ed.: 3 Verse: c | შენი ცნობა და დიდება | იმასაც დაეძვირაო, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ჯვარისა მოსწავებანი | კარგა რამ გააპირაო. |
Strophe: 9 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 9. ბალამ ბოსორით ბრძენი და | გრძნეული, მოგვი, მისარი, |
Line of ed.: 6 Verse: b | იგ ვისცა სწყევდის გრძნებითა, | ფიცხლად საკვდავად ის არი; |
Line of ed.: 7 Verse: c | მგზავრ ანგელოზი წინ დახვდა, | ხმალი აქვს, არ თუ ისარი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ჯორმან იხილა, დაუდგა | უძრავად _ ჰგავს, თუ ქვის არი. |
Strophe: 10 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 10. ვერცა მან გიცნა სიბრძნითა, | ვერც სწავლა მოიხმარაო, |
Line of ed.: 10 Verse: b | ვარსკვლავი იაკობისი | _ ეს უნებურად წამაო, |
Line of ed.: 11 Verse: c | ბაბილოვანით ბეთლემად, | ვინ მოგვნი მოიყვანაო, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ცრუ წინასწარმეტყველებით | ეშმაკნი წარიყვანაო. |
Strophe: 11 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 11. მე რა ვთქვა ცნობა-უსრულმან | შენთვის საფერნი, რანი და, |
Line of ed.: 14 Verse: b | ცოდვითა დაშავებულმან | მართ ვითა იგ ყორანი და, |
Line of ed.: 15 Verse: c | თუ კი წავწყმდები, რას მარგებს | იგ ვინმე მომცეს რანი და! |
Line of ed.: 16 Verse: d და | ქრისტეს მონა ვარ, მითა მძულს | მეჩიტი, მინარანი და. |
Strophe: 12 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 12. სრულ განსაცდელში დავლიე | ჩემნი ჟამნი და დღენია, |
Line of ed.: 18 Verse: b | სხვას ვისმე ჩემნი პატიჟნი | არც ვის კი ამბად სმენია; |
Line of ed.: 19 Verse: c | თვალთაგან ცრემლი უწყვეტი | ნილოსის მსგავსად მდენია, |
Line of ed.: 20 Verse: d და | ცუდად უსაქმოდ ყოფითა | ცნობანი გარდამელია. |
Strophe: 13 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 13. მე გასაძლებლად დავწერე | ხან ისი, ხან ეს რამეო, |
Line of ed.: 22 Verse: b | გული ამაზედ დავაპყარ, | ბევრი დღე დავაღამეო, |
Line of ed.: 23 Verse: c | სრულად ფიქრშიგან ჯდომითა | გული არ შევიღამეო, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ჩარხი უკუღმა დაბრუნდა, | ბედი დამტერდა, ვა მეო! |
Strophe: 14 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 14. რაც გამეგონა სპარსთაგან | წიგნები ლაყაბიანი, |
Line of ed.: 26 Verse: b | ამბავი ანუ შაირნი | სალაღობო და წყლიანი, |
Line of ed.: 27 Verse: c | ლექსი ლექსად ვთქვი, ამბავი | არც ყოლ არ დავაგვიანი, |
Line of ed.: 28 Verse: d და | პირველად სამიჯნურონი, | ვითა ვარდი და იანი. |
Strophe: 15 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 15. ვარდს გავაუბნე, გავაბჭე | ბულბული მისთვის ხელები, |
Line of ed.: 30 Verse: b | ხელს მოვაგონე ხელმქნელი, | ცრემლი ვადინე ცხელები, |
Line of ed.: 31 Verse: c | ბრძენთაგან შესაწყნარები, | სიტყვა არ საკიცხელები, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ცოტა რამ უკუ ვიყარე, | სევდა ვქენ განათხელები. |
Strophe: 16 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 16. შემოდგომა-გაზაფხული | ერთმანერთსა შევადარე, |
Line of ed.: 2 Verse: b | მე გაბჭობით გავაუბენ, | სიტყვა ესრეთ მოვაგვარე, |
Line of ed.: 3 Verse: c | ყველას ვისმე ცოტას ხანსა | ვალაღობე, უკუ ვყარე, |
Line of ed.: 4 Verse: d და | რაც რამ კარგი ორთავ სჭირდა, | ყველას თავი მოუყარე. |
Strophe: 17 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 17. შამი-ფარვანას წიგნისა | ვინებე გარდმოღებანი, |
Line of ed.: 6 Verse: b | ესოდენ ცუდთა ლაყაბსა | ვინცა-ვინ მითხრას ქებანი! |
Line of ed.: 7 Verse: c | არც ჩემის საქმით ნათქვამი, | არც გულსა მქონდა დებანი, |
Line of ed.: 8 Verse: d და | სპარსთ უთქვამსთ აშიყ-მაშიყად, | მათგან არს მოგონებანი. |
Strophe: 18 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 18. შამი სპარსულად სანთელსა | ჰქვიან მათისა ენითა, |
Line of ed.: 10 Verse: b | ფარვანა მისთვის მიჯნურად | უთქვამს, გლახ, ცრემლთა დენითა, |
Line of ed.: 11 Verse: c | ყოვლთა მიჯნურთა უსაწყლე | იგ სურვილისა სენითა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | იგ გაულექსავთ ყურთათვის | შაქრად და თაფლად სმენითა. |
Strophe: 19 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 19. იფიქრა ისპაანელმან, | მელექსეთ შიგან ქებულმან, |
Line of ed.: 14 Verse: b | კაცმან განთქმულმან სპარსთ შიგან, | არ ცუდად მიდ-მოდებულმან; |
Line of ed.: 15 Verse: c | განფინა მისნი სიბრძნენი, | იგ უქეს ბრძენთა კრებულმან, |
Line of ed.: 16 Verse: d და | მისთა ლაყაბთა თარგმნითა | იგ არც მე დადუმებულმან. |
Strophe: 20 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 20. თქმულა პირველად ფარვანა | იგ სანთლისათვის ხელადო. |
Line of ed.: 18 Verse: b | დასაბამითგან იგ მისთვის | გაჭრილი მინდვრად, ველადო, |
Line of ed.: 19 Verse: c | მისთა შუქთა და სხივთაგან | უწყალოდ დანამწველადო, |
Line of ed.: 20 Verse: d და | იგ მისთვის ყურბან-სადაღად, | ფარვანა თავსა მვლელადო. |
Strophe: 21 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 21. არც ერთი არის მართალი, | ზღაპარი ყოვლის ხონები, |
Line of ed.: 22 Verse: b | სარგებლად თქმულა კაცთათვის | ეს ყველა მოსაგონები, |
Line of ed.: 23 Verse: c | შეექცეს, ყური მიუპყრას | სევდითა დანაღონები, |
Line of ed.: 24 Verse: d და | იგ რიტორება გამოჩნდეს | და სიბრძნე მოსაწონები. |
Strophe: 22 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 22. ვინ ხართ გონების უფალი, | მთარგმნელი დაღრმობილისა, |
Line of ed.: 26 Verse: b | მოდით, სიბრძნისა ტრფიალნო, | სმენად სიტყვისა ტკბილისა! |
Line of ed.: 27 Verse: c | სცანით ღარიბთა სიტყვათა | სალიზღად შეწყობილისა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ვით ნაკადული ღარშიგან, | სწორად მიდენით მილისა. |
Strophe: 23 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 23. მოდით, მუჯნურნო, რომელთა | ცრემლთა გდისთ ნაკადულები, |
Line of ed.: 30 Verse: b | იგ მოყვრისათვის საკვდავად, | ვის შეგიწირავს სულები; |
Line of ed.: 31 Verse: c | ვისაც გწვავს ცეცხლი უშრეტი, | გაქვს გული დანაწყლულები |
Line of ed.: 32 Verse: d და | ნახეთ ფარვანა დამწვარი, | მკვდარი, სულ-ამოსულები. |
Strophe: 24 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 24. მისგან ისწავეთ ყოველთა | ხელობა, მიჯნურობანი, |
Line of ed.: 2 Verse: b | სიყვარულისა ცეცხლშიგან | იგ მისებრ გამოდნობანი; |
Line of ed.: 3 Verse: c | მას ვითარ თავი გარდაუც, | თქვენ მიაყოლეთ ცნობანი, |
Line of ed.: 4 Verse: d და | თითი უკავეთ ყოველთა, | ვინც ვერ, ჰქნათ მის ოდნობანი. |
Strophe: 25 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 25. მას არგეთ რამე საწყალსა, | დამწვარსა, დავალებულსა, |
Line of ed.: 6 Verse: b | მას ტკბილი ამხანაგობა | ავასხეთ, დავალებულსა; |
Line of ed.: 7 Verse: c | წყალი დაასხით მოსწრაფედ | მას გულსა დავალებულსა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | ხელი დახურეთ თვალზედან | საკვდავად დალულებულსა. |
Strophe: 26 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 26. ცოცხალს მიუსწრათ, ისმინეთ | იგ მისი ნაუბარები, |
Line of ed.: 10 Verse: b | რას ეტყვის მისსა დამწველსა | _ სცნათ სიტყვა მისი მწარები, |
Line of ed.: 11 Verse: c | საყვარელისა შუქითა | ფრთანი გარ შემომწვარები, |
Line of ed.: 12 Verse: d და | უცილოდ მოკვდეს _ დამარხეთ, | თან მიატანეთ ბარები. |
Strophe: 27 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 27. სანთელი ბრწყინავს, მიჯნურნი | სხედან მის გარეშემოსა, |
Line of ed.: 14 Verse: b | მას ადიდებენ, ვინ ეგრეთ | ტურფად და ნათლად შემოსა, |
Line of ed.: 15 Verse: c | ლალისა ფერსა ღვინოსა | სმენ გემრიელსა გემოსა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ფარვანას ხედვენ მასთანა | ხელსა, შემცდარსა, დელოსა. |
Strophe: 28 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 28. ფარვანა სანთელს ევლება, | შექმნილა მისთვის სადაღა, |
Line of ed.: 18 Verse: b | ჭკუა და ცნობა წასვლია | _ მას დაუკარგავს სადა ღა? |
Line of ed.: 19 Verse: c | მის მეტი მისად პატრონად | სხვა ვინ უნდოდეს, სად აღა? |
Line of ed.: 20 Verse: d და | მიჯნურთა მისის ბრალითა | გული დასწვია სადაღ ა! |
Strophe: 29 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 29. მათ გაუარმდა მეჯლისი | მის საბრალოსა მზერითა, |
Line of ed.: 22 Verse: b | იგ იტყვის: "ჩემსა ხელმქნელსა, | ხედავთო, სჯობსო მზე რითა? |
Line of ed.: 23 Verse: c | სრულად ერთობით ციერნი | იგ აჭარბებენ ზე რითა? |
Line of ed.: 24 Verse: d და | თქვენც მოიგონეთ მზე მზებად, | ვინც ვინმე შეიზვერითა." |
Strophe: 30 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 30. მათ გაუახლდა სახმილი, | ვინც ვისთვის ვინმე იწოდა, |
Line of ed.: 26 Verse: b | სურვილმან მუნით საკვდავად | იგ მათთვის დანა იწოდა; |
Line of ed.: 27 Verse: c | უხელეს სხვათა მიჯნურთა | ახლა ფარვანა იწოდა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | აწ მოსთქვამს მისთა ჭირთა და | საკვდავად გამოიწოდა. |
Strophe: 31 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 31. ფარვანა ეტყვის სანთელსა: | "მანათობელო ღამისა, |
Line of ed.: 30 Verse: b | შენისა სიყვარულითა | სული ამოსვლას ლამისა, |
Line of ed.: 31 Verse: c | აშიყობამ და სურვილმან | მე გული შემიღამისა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | ნუმცა მექნების უშენოდ | სიცოცხლე ერთის წამისა." |
Strophe: 32 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 32. "ამან შემშალა _ ვერ ვხედავ | ქვეყნად მე შენსა დარესა, |
Line of ed.: 2 Verse: b | ზოგი რამ მზესა მიგიგავს | და ზოგი რამე მთვარესა, |
Line of ed.: 3 Verse: c | შენმან სხივმან და ციმციმმან | ჭირსა დამაბა მწარესა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | თავსა გევლები, ნუ მომკლავ | მე შენსა მემუდარესა." |
Strophe: 33 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 33. "კურთხეულმც არის, რომელმან | ესრეთ დაგბადა შენაო, |
Line of ed.: 6 Verse: b | ბრწყინვალედ კამკამებითა | შეგამკო, დაგაშვენაო; |
Line of ed.: 7 Verse: c | მეყოფის მუდამ უწყალოდ | გულსა ლახვრისა შენაო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | სულისა ამოსასვლელად | შემქნია ბერვა, ქშენაო." |
Strophe: 34 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 34. "სხვას ვერას ვხედავ საწყალი, | იგ თუ არ შენსა შუქებსა, |
Line of ed.: 10 Verse: b | პირი და ენა დაეყო | ყოველსა შენსა უქებსა! |
Line of ed.: 11 Verse: c | სმა-ჭამა დამვიწყებია, | ნეტარ რა გამასუქებსა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ფრთასა შემომწვავ საწყალსა, | ვიცი, რომ ჩამსვამ ქუქებსა". |
Strophe: 35 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 35. "რა შენ ბრწყინვალედ აენთი, | მე დასაწვავად მზა ვარ და, |
Line of ed.: 14 Verse: b | მე შენთვის დავბადებულვარ, | სხვა არ ვიცი თუ, რა ვარ და, |
Line of ed.: 15 Verse: c | ჩემი სიცოცხლე, მორჩენა | სათუოს იქით ჩავარდა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | შენ ხელმქმნელი და მე ხელი | _ ეს ყოვლს ქვეყანას გავარდა." |
Strophe: 36 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 36. "ბრძანება ღვთისა ეს არის, | ამ ნივთზე დავიბადეო: |
Line of ed.: 18 Verse: b | შენი ტყვე ვიყო საწყალ, შენი | მეხვიოს ბადეო, |
Line of ed.: 19 Verse: c | არც წყალი მასვი საწყალსა, | არცა წამალი მადეო, |
Line of ed.: 20 Verse: d და | მოინდომე და მომკვდარვარ | _ შენ ესრეთ მოიწადეო." |
Strophe: 37 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 37. სანთელმან გასცა პასუხი, | ძლივღა აღირსა გვიანად: |
Line of ed.: 22 Verse: b | _ "მე შენი რაც გავიგონე, | არც ერთი მესმა ჭკვიანად, |
Line of ed.: 23 Verse: c | ღვთისაგან დაბადებული | მე რომ ვნათობდე მზიანად, |
Line of ed.: 24 Verse: d და | რა გრჯის, რასათვის მოკვდები, | დაიწვი დანაცრიანად!" |
Strophe: 38 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 38. ფარვანას ესმა პასუხი | მისისა დამდაგავისა, |
Line of ed.: 26 Verse: b | იგ შორად განსაშორავი, | არ თუ შეწყობა ზავისა, |
Line of ed.: 27 Verse: c | თქვა: "თუ გავძლებდე უშენოდ, | ვის რა შურს, ვის რა გავისა? |
Line of ed.: 28 Verse: d და | არცა ვარ ცნობისუფალი, | არცა ხელთ მქონე თავისა". |
Strophe: 39 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 39. "გული, ცნობა და გონება | წამართვი ჩემო მზეო, და, |
Line of ed.: 30 Verse: b | შენ გაქვს საკუთრად, ჩემთანა | არც ბეწვი მოიძეოდა, |
Line of ed.: 31 Verse: c | ჩემი სისხლი და სიკვდილი | სრულად შენ დაგეზღვეოდა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | როგორიცა ხარ, მე შენი | ქება აწ დავიწყეო და" |
Strophe: 40 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 40. "მზისაგან უბრწყინვალეა | ეგ შენი კამკამებანი, |
Line of ed.: 2 Verse: b | ქვეშე თეთრი და ზე წითლად | ალისა მცხინვარებანი, |
Line of ed.: 3 Verse: c | ვინმცა თქვას თქვენი შუქი და | ან შვენებისა ქებანი! |
Line of ed.: 4 Verse: d და | გულსა და თვალსა ახარებს | შენი წინ ანათებანი." |
Strophe: 41 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 41. "ოქროზედ ვინმე აგანთებს, | ჩამოსხმული ხარ ტანადო, |
Line of ed.: 6 Verse: b | დასჩაგრავ ბრწყინვალებითა, | ვინ შვენის შენისთანადო? |
Line of ed.: 7 Verse: c | ვერცხლს უთეთრე ხარ, შენთანა | იგ გახდეს გასაბანადო, |
Line of ed.: 8 Verse: d და | იგ სახლი სახლად არ ვარგა, | უშენოდ _ ბანი ბანადო." |
Strophe: 42 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 42. მთვარე რაზომცა ნათობდეს | გავსილი ბნელ საღამოსა, |
Line of ed.: 10 Verse: b | მისთა შუქთაგან უშენოდ | ვახშამი ვერვინ ჭამოსა, |
Line of ed.: 11 Verse: c | უშენოდ ლხინი, მეჯლისი | _ ვინძლი _ ვინ შეიწამოსა! |
Line of ed.: 12 Verse: d და | ეგზომმა უებრობამა, | გლახ, შენმან მე მიწამოსა." |
Strophe: 43 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 43. "აწ რა ვქნა ხელმან, საწყალმან | _ სიკვდილი მამეწურაო, |
Line of ed.: 14 Verse: b | თვალთაგან სისხლის ცრემლი მდის, | ერთ წამ არ მამეწურაო, |
Line of ed.: 15 Verse: c | შენ მოწყალება არა გაქვს, | არ ვიცი რა ვქნა, თუ რაო, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ერთ ლუკმად არვის ვეყოფი | მგელი შემჭამს, თუ ტურაო." |
Strophe: 44 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 44. "რასთვის პასუხსა მიძვირებ, | თვალთა საჩენო სულო, და, |
Line of ed.: 18 Verse: b | ვირემდის სრულად არ მომკლავ, | ნუ მეჭვ, რომ დამასულო და, |
Line of ed.: 19 Verse: c | თავიდგან ჩემო დამწველო, | აწ ჩემო აღსასრულო და, |
Line of ed.: 20 Verse: d და | წადი, რას ჰყოვნი, რასა მრჯი | შენ სულო ამოსულო და." |
Strophe: 45 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 45. სანთელმან უთხრა პასუხი | ბრძენი, არ ცუდი ყბედობით: |
Line of ed.: 22 Verse: b | _ "მე ღმერთმან შემქნა სამადლოდ, | შენ სადით მომხვდი ბედობით? |
Line of ed.: 23 Verse: c | ხატთა და ჯვართა წილი ვარ | სულისა საიმედობით, |
Line of ed.: 24 Verse: d და | შენ რომ შემცდრობით დაიწვა, | სისხლი რად ჩემსა ქედობით?" |
Strophe: 46 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 46. ფარვანას ესმა, ატირდა | მეტის მეტისა წყენითა, |
Line of ed.: 26 Verse: b | ღონე მოეღო საწყალსა, | მხარი დაუშვრა ფრენითა, |
Line of ed.: 27 Verse: c | კვლავცა დაუწყო ქება და | ხვეწნა ცრემლისა დენითა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | ჭირსა სჭამს, თავსა ევლება | მასვე გარშემო ფრფენითა. |
Strophe: 47 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 47. "ნუ მომკლავ უწყლად, ნუ გინდა | ჩემი ცოდვა და ბრალები, |
Line of ed.: 30 Verse: b | სხვას შენთვის მკვდარი ვის უნდი, | თუ შენ არ შეგებრალები? |
Line of ed.: 31 Verse: c | შენის სიტურფით ვერ არის | ვერ ბროლი, ვერცა ლალები, |
Line of ed.: 32 Verse: d და | აგავსებ ჩემის ცოდვითა, | სიკვდილსა არ ვეკრძალები". |
Strophe: 48 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 48. "სხვა არვინ ვარგა უშენოდ, | მე როგორ ვიყო ხელი და, |
Line of ed.: 2 Verse: b | ლხინი და ჭირი, სმა-ჭამა | უშენოდ ყველა ბნელი და, |
Line of ed.: 3 Verse: c | ერთაჭამა და ქორწილი, | მასპინძელ-საწვეველი და, |
Line of ed.: 4 Verse: d და | ტურფა-კეკლუცთა ყრილობა, | მიჯნურთა სულ დამწველი და." |
Strophe: 49 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 49. "ჭამასა გახდი სამოთხედ | ბრწყინვალედ ელვარებითა, |
Line of ed.: 6 Verse: b | ტურფათა გამომჩენელი | _ შემატებ, არ თუ კლებითა, |
Line of ed.: 7 Verse: c | მას სრასა, სახლსა საჯდომსა | ავსებ მათისა ქებითა, |
Line of ed.: 8 Verse: d და | გონჯის სიგონჯეს დაჰფარავ | შენისა მოხმარებითა". |
Strophe: 50 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 50. "მტერიც ვერ გაძლებს უშენოდ, | ხარ ყოვლთა მოსახმარია, |
Line of ed.: 10 Verse: b | მოყვარე ვარ და მიჯნური, | ნუ ეჭვ, რომ გაგეყარია; |
Line of ed.: 11 Verse: c | სიკვდილისაგან სიცოცხლე | აწ ჩემი უფრო მწარეა, |
Line of ed.: 12 Verse: d და | ვეღარ მოვიწვდი _ ასეთი | გულსა ისარი მკარია." |
Strophe: 51 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 51. სანთელმან უთხრა: "დამეხსენ | ნეტარ, შენ ვინ და მე ვინა? |
Line of ed.: 14 Verse: b | სამადლოდ შემქნა, რომელი | საყდართა მჯდომი, ზე ვინა, |
Line of ed.: 15 Verse: c | ეკლესიათა მსახურად | სრულ ღამე გამათევინა, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ვინ მკვდარსა მუდამ ამინთოს, | მას ცოდვა არ აზღვევინა." |
Strophe: 52 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 52. "სრულ ჩემი საქმე სამღთოა, | მე ვინ და მიჯნურობანი, |
Line of ed.: 18 Verse: b | მუდამ მით ვნათობ, არა აქვს | მით ვაარდსა ჩემსა ძრობანი, |
Line of ed.: 19 Verse: c | ეგ შენგან არ მეკადრების, | ეს არის მართლის თხრობანი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, | რად გინდა სუდარობანი!" |
Strophe: 53 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 53. ფარვანა ეტყვის მტირალი, | იგ საწყლად მოუბარადო: |
Line of ed.: 22 Verse: b | _ "სულ ბრწყინავ უამხანაგოდ, | მისთვის ხარ საქებარადო, |
Line of ed.: 23 Verse: c | უნდა, რომ თავს გევლებოდე | სრულა თესლად და გვარადო, |
Line of ed.: 24 Verse: d და | ვირემდი დავიწვებოდე, | გარე გირბენდე ჩქარადო. |
Strophe: 54 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 54. ვითა ბულბული ვარდისთვის | გაჭრილი, გახელებული, |
Line of ed.: 26 Verse: b | შენ სჯობხარ ვარდსა სინათლით, | მეტი ხარ, არ თუ კლებული; |
Line of ed.: 27 Verse: c | ბულბულს მე ვჯობვარ მიჯნურად, | გული უწყალოდ ღებული, |
Line of ed.: 28 Verse: d და | შენთა შუქთა და სხივთაგან | დამწვარი, დავალებული." |
Strophe: 55 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 55. "იგი იმღერს და იზახის, | ყეფს ხმასა რასმე ამოსა, |
Line of ed.: 30 Verse: b | არ იწვის, არცა მოკვდების, | არც არა გაიმწაროსა; |
Line of ed.: 31 Verse: c | პირსა გიყურებ მნათობსა | და ტანსა ალვა-საროსა, |
Line of ed.: 32 Verse: d და | რა ვეგდო მკვდარი, დამწვარი | _ შენც მნახავ უსუდაროსა." |
Strophe: 56 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 56. ვინ აქო ვარდი-ბულბული, | შამი-ფარვანაც უქია, |
Line of ed.: 2 Verse: b | ბულბულს ჰკლავს ვარდის შვენება, | ფარვანას _ სანთლის შუქია, |
Line of ed.: 3 Verse: c | ვარდს უმზეობა დააჭკნობს, | სანთელს დაავსებს ბუქია, |
Line of ed.: 4 Verse: d და | საბრალოს მათსა მიჯნურსა | ჭირი სჭირს არსუბუქია. |
Strophe: 57 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 57. დრო მომეახლა ლხენისა-სიკვდილი | მონაწურია, |
Line of ed.: 6 Verse: b | აღარც მე მინდა სიცოცხლე, | რადგან შენ აგრე გსურია, |
Line of ed.: 7 Verse: c | რად არ გეწყალვი, უღვთოო, | ხარ თურე კარა ურია! |
Line of ed.: 8 Verse: d და | ეგ ეგრეც მიყავ _ დამმარხე | _ ცოტა რამ სამსახურია!" |
Strophe: 58 | ||
Line of ed.: 9 Verse: a | 58. სანთელმან უთხრა: "საწყალო, | რად გარდასრულხარ ჭკვისაგან? |
Line of ed.: 10 Verse: b | ვით გასძლებს ჭირსა ეგზომსა | გული უმაგრე ქვისაგან? |
Line of ed.: 11 Verse: c | მე შენს სიბრალულს ჩამომხსენ, | შენც მოისვენე წვისაგან, |
Line of ed.: 12 Verse: d და | წადი და თავსა ეწივე | მუდამ ლახვრისა ჭრისაგან!" |
Strophe: 59 | ||
Line of ed.: 13 Verse: a | 59. "ღმერთსა გაფუცებ, დამეხსენ, | წადი და სხვაგან ირეო, |
Line of ed.: 14 Verse: b | ცუდად ნუ გინდა სიკვდილი, | შენთვის ნუ ამატირეო, |
Line of ed.: 15 Verse: c | შენისა სიბრალულითა | მეც ლხინი დამიძვირეო, |
Line of ed.: 16 Verse: d და | ცეცხლი გწვავს, ცეცხლი უშრეტი, | ლახვრითა გაიგმირეო." |
Strophe: 60 | ||
Line of ed.: 17 Verse: a | 60. ფარვანას ესმის სიტყვები | მისისა დამწველისანი, |
Line of ed.: 18 Verse: b | თქვა: "ამას იქით ვერ გავსძლებ | _ გულიცა მქონდა ქვისანი, |
Line of ed.: 19 Verse: c | დრო მოუვიდა ბედკრულსა | ამ სოფლით გარდასვლისანი, |
Line of ed.: 20 Verse: d და | აწ ამას იქით მოკვდების, | ამას აწ უნდა მისანი. |
Strophe: 61 | ||
Line of ed.: 21 Verse: a | 61. მხარი გაშალა, მიჰმართა, | სად სანთლის შუქი კრთებოდა, |
Line of ed.: 22 Verse: b | სულ მისთა ჭირთა, წაღებად, | სადაღად თავს ევლებოდა; |
Line of ed.: 23 Verse: c | _ თქვენც აგრე ჰქენით, მიჯნურნო, | ვინცა-ვინ ვისთვის კვდებოდა! |
Line of ed.: 24 Verse: d და | თავგაწირული სიკვდილად | ცეცხლშიგან შეიწვებოდა. |
Strophe: 62 | ||
Line of ed.: 25 Verse: a | 62. მხარნი მოეწვნეს სრულობით, | ქვე ჩამოვარდა, დაეცა, |
Line of ed.: 26 Verse: b | მისთვის საკვდავად ლახვარი | უნდოდა, მგონივ, და... ეცა, |
Line of ed.: 27 Verse: c | ცოტა ხანს მუცლით იღოღა, | სული უნდოდა გაეცა, |
Line of ed.: 28 Verse: d და | გასწირა მისმან ხელმქნელმან, | სხვას ვის უნდოდა დაეცა?! |
Strophe: 63 | ||
Line of ed.: 29 Verse: a | 63. მკვდარიც არ მოსხლტა სანთელსა, | იგ ზედა ეკრა, ეხია, |
Line of ed.: 30 Verse: b | ეწამა მისთვის, დაიწვა, | მოკვდა, ლახვარსა ეხია; |
Line of ed.: 31 Verse: c | მისად წაღებად საკაცე, | არც უნაგირი, კეხია, |
Line of ed.: 32 Verse: d და | არც ვინ დამარხა, შესუდრა, | არც არა ზედა ეხვია. |
Strophe: 64 | ||
Line of ed.: 1 Verse: a | 64. რა ჩამოვარდა სანთლითა, | სასანთლეზედან მდებობდა, |
Line of ed.: 2 Verse: b | მკვდარი, უსულო, დამწვარი | გაცივდა, აღარ თბებოდა; |
Line of ed.: 3 Verse: c | მისის ცოდვითა სანთელი | თავის სიკვდილსა ნებობდა, |
Line of ed.: 4 Verse: d და | მიჯნურნი მისთვის მტირალნი | ყველა მუნ შემოკრბებოდა. |
Strophe: 65 | ||
Line of ed.: 5 Verse: a | 65. მუნით ტირს ცხელის ცრემლითა, | სანთელს ღვარი სდის წვეთადო, |
Line of ed.: 6 Verse: b | მისისა სიბრალულითა | გულსა სჭრის დანა მკვეთადო; |
Line of ed.: 7 Verse: c | ნათელი სინანულისა | მიჯობს გულს მადგეს სვეტადო; |
Line of ed.: 8 Verse: d და | ეს უსარგებლო ლაყაბი | მეყოფა მეტის-მეტადო. |