TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 11
Previous part

Chapter: 11 
Verse: 1  Link to sept   ** და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა.

Verse: 2  Link to sept   
და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ.

Verse: 3  Link to sept   
და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ.

Verse: 4  Link to sept   
და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

Verse: 5  Link to sept   
და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა.

Verse: 6  Link to sept   
და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ_თა_ცა ინებონ ქმნად.


Section: (b) 
Verse: 7   Link to sept   
მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა.

Verse: 8   Link to sept   
და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი.

Verse: 9   Link to sept   
ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა.

Verse: 10   Link to sept   
და ესე შობანი სემისნი * : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა.

Verse: 11   Link to sept   
და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 12   Link to sept   
და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა.

Verse: 13   Link to sept   
და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 14   Link to sept   
და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ.


Section: (g) 
Verse: 15   Link to sept   
და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 16   Link to sept   
და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ.

Verse: 17   Link to sept   
და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 18   Link to sept   
** და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ.

Verse: 19   Link to sept   
და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 20   Link to sept   
და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ.

Verse: 21   Link to sept   
და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 22   Link to sept   
და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ.

Verse: 23   Link to sept   
და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.

Verse: 24   Link to sept   
და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა.

Verse: 25   Link to sept   
და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა.


Section: (d) 
Verse: 26   Link to sept   
და ცხოვნდა თარრა *** სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან.

Verse: 27   Link to sept   
ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ.

Verse: 28   Link to sept   
და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა.

Verse: 29   Link to sept   
და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი.

Verse: 30   Link to sept   
და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ.

Verse: 31   Link to sept   
**** და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ.

Verse: 32   Link to sept   
და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.