TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 23
Previous part

Chapter: 23 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   იყო ცხორებაჲ სარრასი ასოცდაშჳდ წელ.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
და მოკუდა სარრა ქალაქსა შინა არბოკსა, რომელ არს ღელოვანსა მას, ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისსა. მოვიდა აბრაჰამ ტყებად სარრასა და გლოვად.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და აღდგა აბრაჰამ მკუდრისა მისგან და ჰრქუა ძეთა ქეტისთა მეტყუელმან:

Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
მწირ და წარმავალ ვარ მე თქუენ თანა. მომეცით მე ადგილი საფლავისაჲ თქუენ შორის და დავფლა მკუდარი ჩემი ჩემგან.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
მიუგეს ძეთა ქეტისთა აბრაჰამის მიმართ და ჰრქუეს.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
რად უფალო? ისმინე ჩუენი: მეფე ხარ ღმრთისა მიერ. ჩვენ(?) შორის რჩეულთა საფლავთა დაჰფალ მკუდარი შენი არა ვინ ჩუენგანმან დააყენოს საფლავი მისი შენგან დაფლვად მკუდარი შენი მუნ.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
აღდგა აბრაჰამ და თაყუანი_სცა ერსა მას მის ქუეყანისასა, ძეთა ქეტისთა.


Section: (b) 
Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და ეტყოდა მათ და ჰრქუა: უკუეთუ გულითად გნებავს, რათა დავჰფლა მკუდარი ჩემი პირისაგან ჩემისა; ისმინეთ ჩემი და ეტყოდეთ ჩემთჳს ეფრონს, ძესა სარისსა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
და მომეცინ მე ქუაბი მრჩობლი. რომელ არს მისი, რომელ-იგი არს ერთკერძო აგარაკსა მისსა, ვეცხლის რაჲ ღირდეს, მომეცინ მე იგი თქუენ შორის მონაგებად საფლავისა.

Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
ხოლო ეფრონ ჯდა შორის ძეთა ქეტისთა, მიუგო ეფრონ ქეტელმან აბრაჰამს და ჰრქუა წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა, რომელნი შევიდეს ქალაქად.


Section: (g) 
Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა: ჩემდა მოიხილე, უფალო და ისმინე ჩემი: აგარაკსა მას და ქუაბსა, რომელ არს მას შინა, შენ მიგცემ, წინაშე ყოველთა მოქალაქეთა ჩემთა დაჰფალ მუნ მკუდარი შენი.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
თაყუანის-სცა აბრაჰამ წინაშე ყოვლისა ერისა მის ქუეყანისა.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა ეფრონს ყურთა მიმართ ყოვლისა ერისა მის ქუეყანისათა: რამეთუ ჩემ კერძო ხარ, ისმინე ჩემი, ვეცხლი აგარაკისა მის მიიღე ჩემგან და დავფლა მკუდარი ჩემი მუნ.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და მიუგო ეფრონ აბრაჰამს და ჰრქუა:

Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
არა, უფალო, რამეთუ მასმიეს, ვითარმედ ქუეყანა ოთხასისა დიდრაქმისა ვეცხლისა არს, არამედ შენ შორის და ჩემ შორის რაჲ არს ესე? ხოლო შენ დაჰფალ მკუდარი შენი.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
და ისმინა აბრაჰამ ეფრონისი * და მისცა აბრაჰამ ეფრონს ვეცხლი იგი, რომელ თქუა ეფრონ წინაშე ძეთა ქეტისთა, ოთხას დიდრაქმაი ვეცხლი გამოცდილითა სავაჭროჲთა.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და დაამტკიცა აგარაკი იგი ეფრონისი. რომელი იყო ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ არს პირისპირ წინაშე მამბრესსა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელი იყო მას შინა და ყოველი ხე, რომელი იყო აგარაკსა შინა, რომელ არს საზღვართა მისთა გარემო.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
ესე მოიგო აბრაჰამ წინაშე ძეთა ქეტისთა და ყოველთა შემავალთა ქალაქისათა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და ამისსა შემდგომად დაჰფლა აბრაჰამ ცოლი თჳსი სარრა, ქუაბსა მას შინა აგარაკისასა მრჩობლსა, რომელ არს წინაშე მამბრესსა. ესე იგი არს, ქებრონი ქუეყანასა ქანანისასა.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და დაამტკიცნა აგარაკი იგი და ქუაბი, რომელ იყო მას შინა აბრაჰამისად, მოსაგებად საფლავი ძეთაგან ქეტისთა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.