TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 26
Previous part

Chapter: 26 

Section: (a) 
Verse: 1   Link to oskijerLink to sept   და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.

Verse: 2   Link to oskijerLink to sept   
ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.

Verse: 3   Link to oskijerLink to sept   
და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.


Section: (b) 
Verse: 4   Link to oskijerLink to sept   
და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. ** და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

Verse: 5   Link to oskijerLink to sept   
ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.

Verse: 6   Link to oskijerLink to sept   
და დაეშენა ისაკ გერარეთს.

Verse: 7   Link to oskijerLink to sept   
ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე_მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.

Verse: 8   Link to oskijerLink to sept   
და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.

Verse: 9   Link to oskijerLink to sept   
მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით.


Section: (g) 
Verse: 10   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა-იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა

Verse: 11   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.

Verse: 12   Link to oskijerLink to sept   
სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან.

Verse: 13   Link to oskijerLink to sept   
და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.

Verse: 14   Link to oskijerLink to sept   
და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი.


Section: (d) 
Verse: 15   Link to oskijerLink to sept   
და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა.

Verse: 16   Link to oskijerLink to sept   
ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.

Verse: 17   Link to oskijerLink to sept   
და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.

Verse: 18   Link to oskijerLink to sept   
და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.

Verse: 19   Link to oskijerLink to sept   
და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ.

Verse: 20   Link to oskijerLink to sept   
და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.


Section: (e) 
Verse: 21   Link to oskijerLink to sept   
წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".

Verse: 22   Link to oskijerLink to sept   
და წარვიდა იგი მიერ_ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.

Verse: 23   Link to oskijerLink to sept   
აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

Verse: 24   Link to oskijerLink to sept   
და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.


Section: (v) 
Verse: 25   Link to oskijerLink to sept   
და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.

Verse: 26   Link to oskijerLink to sept   
და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ.

Verse: 27   Link to oskijerLink to sept   
და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან.

Verse: 28   Link to oskijerLink to sept   
ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ.

Verse: 29   Link to oskijerLink to sept   
რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ.

Verse: 30   Link to oskijerLink to sept   
და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.

Verse: 31   Link to oskijerLink to sept   
და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.

Verse: 32   Link to oskijerLink to sept   
და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.

Verse: 33   Link to oskijerLink to sept   
და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე.

Verse: 34   Link to oskijerLink to sept   
იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.

Verse: 35   Link to oskijerLink to sept   
და * იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.