TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 54
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to exakLink to sept   მიუგო მოსე და ჰრქუა: უკუეთუ არა ჰრწმენეს ჩემი, არცა ისმინონ ჴმისა ჩემისა, რამეთუ მრქუან, ვითარმედ: არა გეჩუენა შენ ღმერთი, რაჲ ვჰრქუა მათ?

Verse: 2  Link to exakLink to sept   
ჰრქუა მას უფალმან: რაჲ არს ესე ჴელსა შენსა? ხოლო მან თქუა: კუერთხი.

Verse: 3  Link to exakLink to sept   
და ჰრქუა უფალმან, მიაგდე ეგე ქუეყანასა! ხოლო მან მიაგდო იგი და იქმნა გუელ. და ივლტოდა მოსე გუელისა მისგან.

Verse: 4  Link to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: მიყავ ჴელი შენი და უპყარ ბოლოჲ. მიყო ჴელი მისი მოსე და უპყრა მას ბოლოჲ. და იქმნა იგი კუერთხი ჴელსა მისსა.

Verse: 5  Link to exakLink to sept   
რათა ჰრწმენეს შენი, რამეთუ გეჩუენა შენ უფალი ღმერთი მამათა მათთა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მერმე ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: შეყავ ჴელი შენი წიაღსა შენსა. ხოლო მან შეყო ჴელი მისი წიაღსა თჳსსა. და ჰრქუა: გამოიღე ჴელი შენი. და გამოიღო და იქმნა ჴელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მერმე კუალად ჰრქუა: შეყავ ჴელი შენი წიაღადვე შენდა. და შეყო ჴელი მისი წიაღადვე თჳსა და გამოყო ჴელი მისი წიაღისაგან და კუალად მოეგო ფერსავე ჴორცთა მისთასა.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი, არცა ისმინონ ჴმისა შენისა სასწაულისა ამის პირველისაჲ, ჰრწმენეს, უკუეთუ არა ჰრწმენეს პირველისა მის სასწაულისა, მეორისა მის ჰრწმენეს.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყოს უკუეთუ არა ჰრწმენეს შენი ორთა ამათ სასწაულთა, არცა ისმინონ ჴმისა შენისაჲ, მოიღო წყლისა მისგან მდინარისა და დასთხიო ჴმელსა ზედა. და იყოს წყალი, რომელიცა მოიღო მდინარისაგან, სისხლ ჴმელსა ზედა

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა მოსე უფალსა: გევედრები, უფალო, ვერ შემძლებელ ვარ პირველ გუშინდლითგან და ძუღანდლის დღის წინათგანვე, არცა ვინათგან იწყე სიტყუად მსახურისა შენისა, რამეთუ ჴმაწულილ და ენამძიმე ვარ მე.

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: ვინ მოსცა პირი კაცსა, ანუ ვინ შექმნა მსმენელი და ყრუ მხედველი და ბრმაჲ, ანუ არამეა უფალმან ღმერთმან?

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო აწ შენ ვიდოდე * და მე აღვაღო პირი შენი და გასწაო შენ. რასა-იგი იტყოდი.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრქუა: გევედრები, უფალო, გამო-ვინ-ირჩიე შემძლებელი სხუაჲ, რომელი მიავლინო.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და განრისხნა უფალი გულისწყრომით მოსეს ზედა და თქუა: ანუ არა, ეგერა, აჰრონ ძმაჲ შენი ლევიტელი, ვიცი, რამეთუ სიტყჳთ გეტყოდის იგი შენ, აჰა ეგერა იგი მოგეგებვოდის შენ შემთხუევად შენდა ღა გიხილოს შენ და განიხაროს გულსა თჳსსა.

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უთხრნე მას სიტყუანი ესე და მისცნე მას სიტყუანი ჩემნი პირსა მისსა და მე აღვაღო პირი შენი და პირი მისი ** და გასწაო თქუენ, რაჲ ჰყოთ.

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იგი ეტყოდის შენ წილ ერსა მას და იგი იყოს პირ შენდა და შენ ეყო მას ღმრთისა მიმართ.

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და კუერთხი ეგე, რომელ გარდაიქცა გუელად, მიიღო ჴელითა შენითა, რომლითა-იგი ჰყოფდე სასწაულებსა.

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
წარმოვიდა მოსე და მიიქცა იოთორისა, სიმამრისა თჳსისა, და ჰრქუა მას: წარვიდე მე და მივიქცე ძმათა ჩემთა, რომელნი არიან ეგჳპტეს, და ვიხილნე იგინი, ცოცხალ-ღა თუ არიან, და ჰრქუა იოთორ მოსეს: გუალე, ვიდოდე ცოცხლებით!

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
შემდგომად დღეთა მრავალთა მოკუდა მეფე იგი ეგჳპტისაჲ. ჰრქუა უფალმან მოსეს მადიამს შინა: გუალე და მივედ შენ ეგჳპტედ, რამეთუ მოსწყდეს ყოველნი, რომელნი ეძიებდეს სულსა შენსა

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
წარმოიყუანა მოსე ცოლი თჳსი და ძენი თჳსნი და აღსხნა იგინი კარაულებსა და მოიქცა ეგჳპტედ და მოიღო მოსე კუერთხი იგი ღმრთისამიერი ჴელითა თჳსითა.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან მოსეს: მი-რა-ხჳდე შენ ეგჳპტედ და მიიქცე, იხილე ყოველი იგი ნიშები, რომელ მიგეც ჴელთა შენთა, ქმენ იგი წინაშე ფარაოჲსა. ხოლო მე განვაფიცხო გული მისი და არა გამოუტეოს ერი იგი.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო შენ არქუ ფარაოს: ამას იტყჳს უფალი: ძე ჩემი პირმშო არს ისრაჱლი.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
გარქუ შენ: გამოუტევე ერი ჩემი, რათა მმსახურებდენ მე, უკუეთუ არა ინებო გამოვლინებად, იხილე: მე მოვკლა ძე შენი პირმშოჲ.

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და იყო გზასა ზედა სავანესა მას შეემთხჳა მას ანგელოზი უფლისაჲ და ეგულვა მოკლვაჲ მისი.

Verse: 25  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მოიღო სეფორა ბასრი და წინადასცჳთა წინადაცუეთილებაჲ ძისა თჳსისაჲ და შეუვრდა ფერჴთა მისთა და თქუა: დადეგინ სისხლი წინადაცუეთისა ძისა ჩემისა.

Verse: 26  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი, რამეთუ თქუა: დადგა სისხლი წინადაცუეთისაჲ ყრმისა ჩემისაჲ.

Verse: 27  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ჰრქუა უფალმან აჰრონს: განვედ შენ უდაბნოდ და მიეგებვოდე მოსეს, და განვიდა და შეემთხჳა მას მთასა მას ზედა ღმრთისასა და ამბორს-უყვეს ურთიერთას.

Verse: 28  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უთხრა მოსე აჰრონს: ყოველნი ესე სიტყუანი უფლისანი, რომლისათჳს მოავლინა და ყოველნივე იგი სასწაულნი, რომელ ამცნო მას.

Verse: 29  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მოვიდეს მოსე და აჰრონ და შეკრიბნეს მოხუცებულნი ძეთა ისრაჱლისათანი.

Verse: 30  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ეტყოდა აჰრონ ყოველთავე მათ სიტყუათა, რომელთა ეტყოდა ღმერთი მოსეს და ქმნნა სასწაულნი იგი წინაშე ერისა მის.

Verse: 31  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰრწმენა ერსა მას და განიხარეს, რამეთუ მოხედა უფალმან ერსა თჳსსა ძეთა ისრაჱლისათა, და რამეთუ იხილა ჭირი იგი მათი. და მოდრკა ერი იგი და თაყუანი-სცეს ღმერთსა.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.