TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 73
Previous part

Chapter: 23 
Verse: 1  Link to oskijerLink to exakLink to sept   არა შეიწყნარით სასმენელი ამაო, არა დაშჯდე ცრუჲსა თანა ყოფად მოწამედ ცრუდ.

Verse: 2  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა იყო მრავალთა თანა სიბოროტესა ზედა, არა შეეძინო სიმრავლესა თანა მიდრეკად მრავალთა თანა, ვითარმცა მისდრიკე საშჯელი.

Verse: 3  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დავრდომილი არა შეიწყალო საშჯელსა შინა.

Verse: 4  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და უკუეთუ შეემთხჳო ზროხასა მტერისა შენისასა, ანუ კარაულსა მისსა შეცთომილსა, მომაქცეველმან მისმან კუალად აგნე მას.

Verse: 5  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო უკუეთუ იხილო კარაული მტერისა შენისა დაცემული ტჳრთსა შინა მისსა, არა თანაწარჰჴდე მას, არამედ შეეწიო მას მის თანა.

Verse: 6  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა გარდაჰგულარძნო სამართალი დავრდომილისაჲ საშჯელსა შინა მისსა.

Verse: 7  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ყოვლისაგან სიტყჳსა ცრუჲსა განეშორო, უბრალოჲ და მართალი არა მოაკუდინო და უღმრთოჲ არა განამართლო ქრთამისათჳს.

Verse: 8  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ქრთამი არა მიიღო, რამეთუ ქრთამი დააბრმობს თუალთა მხედველთასა და განაბოროტებს სიტყუათა მართალთა.

Verse: 9  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და მწირი არა შეაწუხოთ, არცა შეაურვოთ, რამეთუ თქუენ უწყით სული მწირისაჲ, რამეთუ თქუენცა მწირ იყვენით ქუეყანასა ეგჳპტისასა.

Verse: 10  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ექუს წელ სთესვიდე ქუეყანასა შენსა და შეჰკრებდე ნაშრომთა მისთა.

Verse: 11  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ხოლო მეშჳდესა წელსა განტევებაჲ ჰყო და განუსუენო მას და ჭამდენ გლახაკანი ნათესავისანი, ხოლო დანაშთომთა მისთა ჭამდენ მჴეცნი ველურნი. ესრეთ უყო ვენაჴსა შენსა და ზეთის ხილოანსაცა შენსა.

Verse: 12  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ექუს დღე იქმოდი საქმესა შენსა, ხოლო დღესა მეშჳდესა განისუენო, რათა განისუენოს ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და რათა ილხინოს ძემან მჴევლისა შენისამან და მწირმან.

Verse: 13  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ყოველნი რაოდენნი ვთქუენ თქუედა მომართ, დაიმარხენით და სახელი ღმრთისა სხუათა არა მოიჴსენოთ, არცა ისმეს პირთაგან თქუენთა.

Verse: 14  Link to oskijerLink to exakLink to sept   
სამთა ჟამთა წელიწადისათა იდღესასწაულოთ ჩემდა.

Verse: 15  Link to oskijerLink to exakLink to sept   
დღესასწაული უცომოთაჲ დაიმარხეთ, შჳდთა დღეთა შჭამდეთ უცომოსა ვითარ-იგი გამცენ შენ ჟამსა თთჳსა ახალთაჲსასაჲ, რამეთუ მას შინა გამოხუედ ეგჳპტით. არა მეჩუენო ცალიერი წინაშე ჩემსა.

Verse: 16  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დღესასწაული მკისა პირველისა ნაშრომთასაჲ ჰყო საქმეთა შენთა, რომელნიცა სთესნე აგარაკსა შენსა და დღესასწაული დასასრულისაჲ განსლვასა წელიწდისასა, შეკრებასა საქმეთა შენთასა აგარაკისაგან შენისა.

Verse: 17  Link to oskijerLink to exakLink to sept   
სამთა ჟამთა წელიწდისათა ეჩუენოს ყოველი წული შენი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

Verse: 18  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა აკუმივო ცომითა სისხლი საკუმეველისა ჩემისა, არცა დაიძინოს ცმელმან დღესასწაულისა ჩემისამან განთიადმდე.

Verse: 19  Link to oskijerLink to exakLink to sept   
დასაბამნი პირველთა ნაშრომთა ქუეყანისა შენისათანი შეიხუნე სახლად უფლისა ღმრთისა შენისა, არა შეაგბო კრავი სძითა დედისა მისისათა.

Verse: 20  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და აჰა, მე წარვავლენ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რათა დაგიცვას შენ გზასა ზედა, რათა შეგიყვანოს შენ ქუეყანასა, რომელი განგიმზადე შენ.

Verse: 21  Link to oskijerLink to exakLink to sept   
ეკრძალე თავსა შენსა და ისმინე მისი. და ნუ ურჩ ექმნები მას, რამეთუ არა გრიდოს შენ, რამეთუ სახელი ჩემი არს მას ზედა.

Verse: 22  Link to oskijerLink to exakLink to sept   
უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და ჰყუნეთ ყოველი, რაოდენნიცა გრქუნე თქუენ. უკუეთუ ისმინნე სიტყუანი ჩემნი და ჰყვნე ყოველნი, რაოდენთა გეტყოდე შენ, მტერ ვექმნე მტერთა შენთა ღა წინა-აღუდგე წინააღმდგომთა შენთა.

Verse: 23  Link to oskijerLink to exakLink to sept   
რამეთუ ვიდოდის ანგელოზი ჩემი წინამძღურად შენდა და შეგიყვანოს შენ აღმორეველისა მიმართ და ქეტელისა და ფერეზელისა და ქანანელისა და გერგესეველისა და ეველისა და იებოსელისა და აღვჴოცნე იგინი.

Verse: 24  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა თაყუანი-სცე ღმერითა მათთა, არამედ დამჴობით დაამჴუნე იგინი და შემუსრვით შეჰმუსრნე სუეტნი მათნი.

Verse: 25  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და ჰმსახურო უფალსა ღმერთსა შენსა და ვაკურთხო პური შენი და ღჳნოჲ შენი და წყალი შენი და გარე-მოვაქციო ყოველი დაჴსნილობაჲ შენგან.

Verse: 26  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა იყოს უბიწოჲ, არცა ბერწი ქუეყანასა შენსა ზედა, რიცხჳ დღეთა შენთა აღვავსო.

Verse: 27  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და შიში ჩემი წარვავლინო წინამძღურად შენდა და განვაცჳბრნე ყოველნი წარმართნი, რომელთაცა მიერ შენ განხჳდე მათ მიერ და მოგცნე წინააღმდგომნი შენნი მეოტად.

Verse: 28  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და წარვავლინნე ბზიკნი უპირატეს შენსა და განასხნეს აღმორეველნი და ეველნი და ქანანელნი და ქეტელნი შენგან და ფერეზელნი და გერგესეველნი და იებოსელნი.

Verse: 29  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა განვჴადნე იგინი პირისაგან შენისა წელიწადსა ერთსა, რათა არა დაშთეს ქუეყანა ოჴრად და მრავალ იქმნენ შენ ზედა მჴეცნი მის ქუეყანისანი.

Verse: 30  Link to oskijerLink to exakLink to sept   
მცირედ-მცირედ განვჴადნე იგინი შენგან, ვიდრემდის აღორძინდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ.

Verse: 31  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და დავსხნე საზღვარნი შენნი ზღჳთ მეწამულით ვიდრე ფილისტიმისათ და უდაბნოჲთ ვიდრე მდინარედ დიდად ევფრატადმდე და მოგცნე ჴელთა თქუენთა მსხდომარენი ქუეყანასა მას ღა განვასხნე იგინი შენგან.

Verse: 32  Link to oskijerLink to exakLink to sept   
არა დასდვა მათ თანა და ღმერთთა მათთა თანა აღთქუმაჲ.

Verse: 33  Link to oskijerLink to exakLink to sept   
და არა დაადგრენ ქუეყანასა შენსა, რათა არა შემცოდე-გყონ შენ ჩემდა მომართ, რამეთუ უკუეთუ ჰმსახურო ღმერთთა მათთა, იგინი იყვნენ შენდა შესაბრკოლებელ.

Section:  
Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.