TITUS
Biblia Mcxetica
Part No. 94
Previous part

Chapter: 4 
Verse: 1  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

Verse: 2  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: კაცმან თუ ცოდოს წინაშე ღმრთისა არა ნეფსით ყოველთა მათგან ბრძანებათა ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ყოს ერთი რაჲმე მათგანი,

Verse: 3  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მღდელთმოძღუარმან მან ცხებულმან ცოდოს ესე ერისა ცოდვაჲ და მოიბას ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ჴბოჲ ზროხათაგან უბიწო ღმრთისა წინაშე ცოდვისა მისთჳს.

Verse: 4  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და წარმოიბას კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა წინაშე ღმრთისა და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ჴბოჲსასა წინაშე ღმრთისა და დაკლას ჴბოჲ იგი წინაშე უფლისა.

Verse: 5  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან ცხებულმან, განსრულებულმან, ჴელითა მისითა სისხლი იგი ჴბოჲსაჲ მის და შეიღოს იგი კარავსა მას საწამებელისასა.

Verse: 6  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დააწოს თითი მღდელმან მან სისხლსა მას და აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა წინაშე ღმრთისა კრეთსაბმელსა მას თანა წმიდასა.

Verse: 7  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ჴბოჲსა რქათა მათ საკურთხეველისათა საკმეველისა მის აღზავებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველივე იგი სისხლი ჴბოჲსაჲ მის მოაპკუროს წინაშე ხარისხსა მას საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს წინაშე კართა მათ კარვისა საწამებელთა.

Verse: 8  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი ჴბოჲსაჲ მის ცოდვათაჲსაჲ მოჰჴადოს მისგან, ცმელი იგი ნაწლევთაჲ

Verse: 9  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთა თანა და ძირი იგი ღჳძლისაჲ თირკმელთა თანა მოჰჴადოს.

Verse: 10  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
ვითარცა-იგი მოჰჴადეს ჴბოსა მას შესაწირავისა საცხორებელისასა და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა მას ზედა ნაყოფთასა.

Verse: 11  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ტყავი ჴბოჲსაჲ მის და ყოველი ჴორცი მისი თავ-ფერჴითურთ და ნაწლევით და ფუშნიერით.

Verse: 12  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოვლადვე ჴბოჲ იგი განიღოს გარეშე ბანაკსა მას ადგილსა წმიდასა, სადა-იგი დასხიან ნაცარი და დაწჳან იგი შეშასა ზედა ცეცხლითა და სათხეველსა თანა ნაცრისასა და დაიწუეს იგი.

Verse: 13  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და უკუეთუ ყოველმან კრებულმან ისრაჱლისამან უმეცრებაჲ ქმნეს არა ნეფსით, და დაეფაროს სიტყუაჲ იგი თუალთაგან კრებულისათა, და ყონ ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ყოფად ჯერ-იყო,

Verse: 14  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განცხადნეს მათი იგი ცოდვაჲ, რომელ ცოდეს მას შინა, მოიბას კრებულმან მან ზროხათაგან უბიწოჲ ცოდვისა მისთჳს და მოჰგუარონ იგი კართა მათ თანა კარვისა საწამებელისათა.

Verse: 15  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დაასხნენ ჴელნი მოხუცებულთა მათ ერისათა თავსა მას ზედა ჴბოჲსა წინაშე ღმრთისა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა.

Verse: 16  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და შეიღოს მღდელმან მან ცხებულმან სისხლისა მისგანი ჴბოჲსაჲ კარვად საწამებელისა.

Verse: 17  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
დააწოს მღდელმან მან თითი სისხლსა მას ჴბოჲსასა და აპკუროს შჳდგზის წინაშე ღმრთისა პირისპირ კრეთსაბმელსა მას სიწმიდისასა.

Verse: 18  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მისვე სისხლსგანი სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა საკმეველისათა წინადაგებულისათა წინაშე ღმრთისა, რომელ არს კარავსა მას შინა საწამებელისასა, და ყოველი იგი სისხლი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისა მის ნაყოფთაჲსა, რომელ არს კართა მათ ზედა კარვისა მის საწამებელისათა.

Verse: 19  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მოიღოს მისგან და შეწიროს იგი საკურთხეველსა ზედა.

Verse: 20  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოს ჴბოჲ ესე, ვითარცა სახედ ყო ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ, ეგრევე იყოს ესე. და ლხინება-ყოს მათთჳს მღდელმან მან და მიეტევნენ მათ ცოდვანი მათნი.

Verse: 21  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განიღონ ჴბოჲ იგი გარეშე ბანაკსა მას და დაწუან იგი, ვითარცა სახედ დაწუეს ჴბოჲ იგი პირველი: ცოდვისა მისთჳს, კრებულისა არს ესე.

Verse: 22  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ მთავარმან მან ცოდოს და ქმნეს ყოველთა მათგან მცნებათა უფლისა ღმრთისა მისისათა არა ნეფსით, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად,

Verse: 23  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ცოდოს და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელსა შინა ცოდა, მოიბას შესაწირავად მისა თიკანი თხათაგან, ვაცი უბიწოჲ.

Verse: 24  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.

Verse: 25  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.

Verse: 26  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.

Verse: 27  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ კაცმან ერთმან ერისა მის ქუეყანისამან ცოდოს ცოდვაჲ არა ნებსით და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგან ღმრთისათა, რომელ არა ჯერ-იყო ყოფად, და ქმნეს,

Verse: 28  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და განცხადნეს ცოდვაჲ იგი მისი, რომელ ცოდა და მოიბას თიკანი თხათაგანი, ნეზჳ უბიწოჲ, ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა

Verse: 29  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა, რომელ-იგი არს ცოდვისათჳს, და დაკლან თიკანი იგი ცოდვისაჲ ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი.

Verse: 30  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგანი თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისათა ყოვლად დასაწველთასა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს ხარისხთა თანა საკურთხეველისათა.

Verse: 31  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველივე ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა-სახედ მოჰჴადიან ცმელი შესაწირავსა და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელად ღმრთისა; და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან, და მიეტეოს მას.

Verse: 32  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
უკუეთუ ცხოვარი შეწიროს მსხუერპლად თჳსა ცოდვისათჳს, ნეზჳ უბიწოჲ შეწირენ იგი.

Verse: 33  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და დასდვას ჴელი მისი თავსა მას ზედა ცოდვისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწველნი იგი.

Verse: 34  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და მოიღოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲ თითითა და სცხოს რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწველთასა, და ყოველივე სისხლი მისი დასთხიოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა.

Verse: 35  Link to oskijer Link to gelatat Link to sept   
და ყოველი ცმელი მისი მოჰჴადოს, ვითარცა მოჰჴადიან ცმელი ცხოვარსა მას შესაწირავისა ცხორებისასა, და სცხოს მღდელმან მან საკურთხეველსა მას მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა. და ულხინოს მღდელმან მან ცოდვაჲ იგი მისი და მიეტეოს მას.

Next part



This text is part of the TITUS edition of Biblia Mcxetica.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 22.3.2021. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.